განათლება ჩეხეთში
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 19-12-2007
0
ჩეხეთის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს 2008–2009 სასწავლო წლისათვის მედიცინის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების მეორე კურსის სტუდენტებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ბიოგრაფია/CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
- აკადემიური მოსწრების ფურცლის ასლი (ქართულ ენაზე, შესაბამისი დეკანატის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ქართულ ენაზე)
- მოტივაციის წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე (ინტერვალი – 1,5; ფონტი – Times New Roman; მოცულობა – მაქსიმუმ 2 გვერდი)
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა
- პირადობის მოწმობისა და სტუდბილეთის ასლები
საკონკურსო კომისია სააპლიკაციო დოკუმენტაციისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს ერთი ძირითად და ერთი სარეზერვო სტუდენტს. გამარჯვებული გაემგზავრება ჩეხეთში 3 წლიანი პროგრამით ( 3 წლიან საბაკალავრო პროგრამას ემატება ჩეხური ენის შემსწავლელი კურსები).
მომსახურების პაკეტში არ შედის მგზავრობის ღირებულება
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21.12.2007წელი; სამუშაო საათების დასრულებამდე (17:45სთ)
განაცხადები ჩააბარეთ: თსუ, I კორპუსი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი; ოთახი 222
გასაუბრების სავარაუდო თარიღი: 2007 წლის 25 დეკემბერი. დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება
