აღმოსავლეთის პარტნიორობა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 07-05-2009

0

პრაღაში ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტი დასრულებულია. ევროკავშირის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” დეკლარაციას საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა შეუერთდნენ. 

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ”აღმოსავლეთის პარტნიორობა” საუკეთესო იარაღია ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან დაახლოებისთვის. 

”ეს პროგრამა დაეხმარება 6 ქვეყანას რეფორმების გატარებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მათ საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილონ”, – აღნიშნა ბაროზომ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა არის ევროპის პასუხი რუსეთ-საქართველოს ომზე. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და გამარტივდეს სავიზო რეჟიმი. 

მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს სტატუსი განისაზღვრა, როგორც ევროპული ქვეყანა. 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაღაში დღეს ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ჩეხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან შეხვედრის გარდა, იგი ბიზნესწრეების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ბმულები:
http://www.tavisupleba.org/content/article/1623545.html
http://www.tavisupleba.org/content/article/1623464.html

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word