პრაღაში ქართველმა დიპლომატებმა ”ივაჟკაცეს” ?
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 10-02-2009
9
ეს მასალა მომზადებულია ჩეხეთის ერთერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით: http://nova.cz/
მოგვიანებით, ამ ამბის ამსახველ უფრო ობიექტურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებ.
შაბათ საღამოს, როდესაც პრაღაში რესტორნებში ხეტიალის დრო დგება, ქართველმა დიპლომატებმაც გაისეირნეს. რესტორანში შევიდნენ, კარგად იქეიფეს. როდესაც რესტორნიდან გავიდნენ და ავტომობილში ჩასხდნენ აღმოჩნდა, რომ მათ წინ ტაქსი დგას, რომელიც კლიენტებს ელოდებოდა.
ტაქსმა, მოთხოვნის მიუხედავად, ადგილიდან დაძვრა არ მოისურვა. შეზარხოშებულმა ქართველებმა ვერ მოითმინეს, მანქანა დაქოქეს და ტაქსი სამი მეტრით წინ ძალით წაწიეს. გამწარებულმა ტაქსისტმა დიპლომატებს საქარე მინა ჩაუმსხვრია და ძნელი წარმოსადგენი არაა ამის შემდეგ თუ რას იზამდნენ ჩვენი დიპლომატები… ტაქსისტი რესტორანში შევარდა და ტუალეტში ჩაიკეტა, რესტორნის პერსონალმა კი შესასვლელი კარი ჩაკეტა. გაბრაზებული ქართველები რესტორნის კარ-ფანჯარას მიდგნენ და კარგა გვარიანად ჩალეწეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ქართველები დააკავა, მათი ვინაობა უცნობია, რადგან ოთხივე მათგანმა დიპლომატიური პასპორტი წარადგინა და ფოტოგრაფს ფოტოს გადაღების საშუალებაც არ მისცეს. დიპლომატები კონსულის ჩარევისა და პასპორტების შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ პრაღელ ტაქსისტებსა და რესტორნის მფლობელებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ ქართველ სუმრებთან დაკავშირებული სირთულეები.

ელჩობის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი (არა ელჩი ნაკაშიძე, რომელიც თბილისშია), მისი მეუღლე და მეგობარი ასევე საელჩოს თანამშრომელი.
მოკლედ ამ ჩეხეთს ხო ნორმალური დიპკორპუსი არ ეღირსა საქართველოდან რა…
მაგრად მესმის ლოიდ ჯორჯის პირველი რესპობლიკის დროს ლენინს რომ მიუგდო საქართველო – მაგათი თავი ამ მაქვს, ისევ შენ მიხედეო.
როგორც ირკვევა ის ტაქსისტიც არ იყო მთლად მართალი. დიპლომატების მანქანა შეეჯახა ადგილიდან დაძვრისას ის კიდევ გადმოხტა მანქანიდან და რაღაც რკინის ჯოხით დიპლომატების მანქანის მსხვრევა დაიწყო. ელცის მოვალეობის შემსრულებლისთვისაც მოუქნევია ეს ჯოხი. მაგრამ ის ტაქსისტი რომ გიჟი იყო სულაც არ ამართლებს ქართველი დიპლომატებისა თუ მათი ოჯახის წევრების საქციელს.
[...] უნდა გაიარონ რეგისტრაცია. « პრაღაში ქართველმა დიპლომატებმა ”ივა… [...]
erti kitxva maq
8 dan 20 adamiani iyoo da yvelas diplomatis paspotri rogor konda?
აქ არ წერია რომ 20-ივე კაცს ჰქონდა დიპლომატიური პასპორტი. ტანაც ეს სტატია რომელიც http://nova.cz/ -ში გამოქვეყნდა არაობიექტურად ასახავს მომხდარს, ამიტომ გირჩევ ჩემი მომდევნო წერილი წაიკითხო.
იდეა მაქვს
მშვეინერი ახალგაზრდები ვიკლავთ თავს,ვსწავლობთ დიპლომატიურ სამართალს და დიპლომატიას საერთოდ… მოდი, ჩვენ გაგვიშვით რა ელჩებად.. მსგავს სივაჟკაცეებს მერწმუნეთ არ ვიკადრებთ
))
გადმოყარონ ეგ ნაგვები საქართველოში და აქ უნდა დავსაჯოთ! დიპ. პასპორტები მაგ პიდარასტებს ეგრევე ჩამოართვან და წიხლით ციხეში! ნაგვები!
ოდნავაც არ ვამართლებ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტაქსისტიც ახურებდა
ეს ძველი თემა რამ გაგახსენათ? დიპლომატები იმ ტაქსისტმა მართლაც გაამწარა, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ შენს დასაცავად გამოიძახო, მითუმეტეს დიპლომატმა, რომელიც საკუთარი ქვეყნის სახეს წარმოადგენს