მერვე დღე

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 19-10-2008

1

მერვე დღე პრაღაში ხანგრძლივი მივლინებით ჩამოსული კოლეგის მონახულებისა და დაკვალიანების გარდა ტრანსპორტის (ტრამვაის) მუზეუმის შესწავლას დავუთმე. 

მუზეუმი მოთავსებულია ტრამვაის მოქმედი დეპოს ერთერთ სადგომში. შესვლისას შეცდომით დეპოს ეზოში ფორმიანი ვატმანების თავშეყრის ადგილას აღმოვჩნდი. ამან კი შედარების გაკეთების საშუალება მომცა. უცხოელი ტურისტებისთვის და არამარტო მათთვის გახსნილი მუზეუმის ეზო და სადგომის მდგომარეობა ზუსტად ისეთივია როგორიც მოქმედ დეპოში. უნებლიედ თბილისის ტრანსპორტის ”გარაჟები” გამახსენდა :(

მუზეუმში 35 კრონი გადავიხადე, ეს თითქმის 3 ლარია. იქ მოთავსებული ტრამვაისა და ამ ტრანსპორტთან დაკავშირებული დამხმარე მანქანების დიდი ნაწილი აღდგენილია და განახლებული. ამ ფოტოზე გამოსახული ვაგონი კი ზუსტად იმ მდგომარეობაშია როგორშიც იყო 1970 წელს, ექსპლოატაციის დასრულებისას. თავად კი გამოშვებულია 1930 წელს. მას ჩაბმული აქვს მეორე ვაგონი (ტრაილერი) რომელსაც ძრავი არ გააჩნია. ასეთი შემადგენლობა ახლაც დადის პრაღის ქუჩებში და ძირითადად ტურისტებს იზიდავს.

მუზეუმში საპატიო ადგილი უკავია ტკბილად მოსაგონარ ”იკარუსის” მარკის ავტობუსს და ”შკოდას” ტროლეიბუსის ერთერთ პირველ მოდელს.

საერთოდ კი პრაღაში საქალაქო სარკინიგზო ტრანსპორტი 1875 წელს ამუშავდა. მაშინ სამგზავრო ვაგონებს ცხენები დაატარებდნენ, ჩვენში ამას ”კონკას” ეძახიან, პრაღაში კი ”ცხენის ტრამვაის”.  პრაღაში ელექტრონულმა ტრამვაიმ სიარული დაიწყო 1891 წელს და მას შემდეგ დღემდე ამ ულამაზესი ქალაქის ძირითად სატრანსპორტო საშუალებად რჩება.

ტრამვაის მუზეუმის ფოტოგალერეა

მეტი ინფორმაცია პრაღის ტრამვაის შესახებ:

http://www.mypraha.info/tram/

http://www.mypraha.info/tram-history/

კომენტარი (1)

[...] 18 ივლისს პრაღის ქუჩებში ტრანსპორტის მუზეუმში დაცული ექსპონატები გამოიყვანეს და ქალაქის [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word