მეშვიდე დღე
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 18-10-2008
1
ეს დღეც პრაღის ღირშესანიშნაობბეის დათვალიერბას მოვახმარე. ჯერ ”ვიშეჰრადი” მოვინახულე საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. უამრავი ფოტო გადავიღე რომლებსაც თანდათანაბით გამოვაქვეყნებ.
სადილისა და მცირეოდენი შესვენების შემდეგ ისევ გაგრძელდა პრაღის ქუჩებში მოგზაურობა, გეზი ”ჩერტოვკისკენ” მქონდა აღებული როდესაც შევამჩნიე ”კარლოსის ხიდის” ერთერთი კოშკის ღიად დარჩენილი პატარა კარი. შევედი და კიბეებს ავუყევი, ფანჯრებიდან რამდენიმე კარგი ფოტო გადავიღე და ის ის იყო სახურავს მივადექი, რომ მოლარე და ბილეთების ჯიხურიც გამოჩნდა
სხვა რა გზა იყო, ამოდენა ძალისხმევის შემდეგ რაც მე კიბეებზე სიარულს მოვანდომე ფული უნდა გადამეხადა, 70 კრონი არც ისე დიდი თანხაა – 4 ლარი. ჰოდა გავიარე დარჩენილი 80 საფეხურიც და ულამაზესი ხედების მომსრე გავხდე, რომელიც კარლოსისი ხიდის სახურავებიდან იშლება.

ყველაფერი დაიწერა და პრაღის ისტორიაზე არაფერი თქმულა…
ჩეხეთის დედაქალაქი – პრაღა!
თუ ვინმე ჩავა , ყველა შეყვარებული რჩება, ძნელია მისმა ჯადოსნურმა სილამაზემ არ მოგხიბლოს, უძველესი ლეგენდა გვამცნობს რომ, 9-10 საუკუნეებში მითიურმა ქალბატონმა ლიბუშამ, რომელიც განთქმული იყო თავისი წინასწარმეტყველური ნიჭით, იქორწინა დიდებულ პრშემისლავზე და მისი მოთხოვნით დაარსდა ქალაქი პრაღა,იგი ამბობდა : ”ვხედავ დიდებულ ქალაქს, ვარსკვლავებს მიწვდება მისი დიდება”