მოცეკვავე სახლი – ფრედი და ჯინჯერი
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 06-12-2007
2
მოცეკვავე სახლი (Tančící dům) ან ”ფრედი და ჯინჯერი” ამ ფოტოზე გამოსახული შენობის მეტსახელია. იგი 1997 წელს ააგეს, პრაღის ცენტრში მდინარე ვლავას სანაპიროზე, ჩეხი სცენარისტისა და ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სახლის გვერდით. არქიტექტორია ხორვატიაში დაბადებული ჩეხი არქიტექტორი ვლადო მილუნიჩი, მას ამ პროექტზე მუშაობისას ამერიკელი არქიტექტორი ფრენკ გერისი ეხმარებოდა. ავანგარდული არქიტექტურისადმი ვაცლავ ჰაველის სიმპატიამ განაპირობა ამ კონტროვერსიული დიზაინის შენობის პროექტის დამტკიცება და აგება.
მეტსახელი ’’ფრედი და ჯინჯერი’’ მომდინარეობს ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსის დუეტიდან, ვინაიდან შენობა მოცეკვავე წყვილს ჰგავს. იგი საკმაოდ გამოირჩევა გვერდით მდგომი ნეო-ბაროკოს, ნეო-გოთიკისა და არტ-ნუვოს სტილის შენობებისგან, რომლითაც განთქმულია პრაღა, თუმცა ”მოცეკვავე სახლი” ძველ არქიტექტურასთან კონფლიქტში არ მოდის. შენობის სახურავზე ცნობილი ფრანგული რესტორანია.
ამ ცოტა ხნის წინ ვიყავი პრაღა ში და ამ შენობით მოვიხიბლე
თუმცა არა, ისე გამომდის, ამაზე მეტად არაფერი მომწონებია…
გამაოცა ამ ქალაქმა, რომელიც მთლიანად ერთი ძალიან ლამაზ ზღაპარას გავს.
ძველიც და ახალიც ისეა შერწყმული ერთმანეთთან, ერთ მთლიანობადაა გადაქცეული და ამისი ერთ-ერთი ნათელი დადასტურება ”ფრედი და ჯინჯერია” .
ჩეხები ამბობენ, რომ ამ შენობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მისი ულტრათანამედროვე იერსახის გამო.
არადა ზუსტადაც რომ ორგანულადაა შერწყმული ძველი და ახალი ამ ქალაქში. მიდიხარ, მიდიხარ, ყველგან ძველი სახლები და უცებ შეგეფეთება ლითონის და მინის ულტრათანამედროვე ოფისი, რომელიც ისე ზის საერთო კონტექსტში რომ გაოცებას ვერ დამალავ
2007 წლის აგვისტოს ბოლო 2 კვირა გავატარე პრაღაში და გულში ისე ჩამივარდა რომ აუცილებლად დავბრუნდები კიდევ და კიდევ.
აი რამდენიმე სურათი (ძირითადად მობილურით გადაღებული): http://picasaweb.google.com/mikheil/DXYjPF