ჩეხეთი 1968 – საქართველო 2008
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ, სიახლეები | თარიღი: 20-08-2008
7
20 აგვისტოს ჩეხეთში ”ვარშავის ბლოკის” (რუსეთის) ჯარების შესვლის დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღისთვის ბევრი რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ პრაღის ოკუპაციიდან 40 წლის შემდეგ რუსის ჯარის მიერ საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციის პროცესის შემხედვარე იძულებული ვარ საკუთარ გასაჭირზე უფრო მეტი ვწერო, ვიდრე პრაღის ამბები გავიხსენო.
ჩეხეთი 1968 და საქართველო 2008-ს შორის რომ ბევრი საერთოა და ორივე შემთხვევაში რუსეთის მიზანი რომ ერთი იყო, ამაზე ამ დღეებში ბევრმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა ილაპარაკა. მე იმით ვიყავი უკმაყოფილო და გაბრაზებული რომ თავად ჩეხები არაფერს ამბობდნენ. ჩეხეთის პრეზიდენტმა კი აშკარად პრორუსული პოზიცია დაიკავა. ამას რუსეთის პირველმა არხმა სიუჟეტიც კი მიუძღვნა.
მაგრამ ჩეხეთი იმით განსხვავდება ბევრი სხვა ქვეყნისგან, რომ იქ პრეზიდენტის სიტყვა მთელი ქვეყნის სიტყვას არ ნიშნავს. სიმბოლურია რომ ზუსტად პრაღაში რუსეთის ჯარის შესვლის დღეს ჩეხეთის მთავრობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოში განვითარებული მოვლენები 40 წლის წინ ჩეხოსლოვაკიაში მომხდართანაა გაიგივებული და დაგმობილია რუსეთის საქციელი.
ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად 150 მილიონი ჩეხური კრონი, დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ასევე ჩეხეთი მოიწვევს დონორთა კონფერენციას საქართველოს დასახმარებლად. ჩეხეთის მთავრობის განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და მიუღებელია.
მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პრაღა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩეხეთი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ასევე ტოპოლანეკმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში.
რადიო ”თავისუფლების” ინტერვიუ მირეკ ტოპოლანეკთან: http://www.tavisupleba.org/special/politics/2008/08/20080821204308.asp

1 gansxvavebaa saqartvelos da chexetis okupaciebs shoris, exla rusebs “pantazia” ar elevat.
სხვაობა არცთუ ცოტაა. ჩეხეთი დაბომბვას გადაურჩა, გადაურჩა მარადიორებს, გადაურჩა კაზაკებსა და ათასი ჯურის აპალჩენცებს….
მთავარი განსხვავება მაინც ისაა, რომ დღეს დასავლეთმა მაინც ხმა ამოიღო…გვიან და ფრთხილად, მაგრამ ეგეც ხეირია ჩვენთვის.
ამ კაზაკებს კიდე თუ ჭკუა ჰქონდეთ.
რაც მაგათ ჩეკამ და ენკავედემ ამბავი დააწია – ახლა კი კაგებეს სამსახურში დგანან… თან რომანოვების დროინდელი ორდენები აქვთ ასხმული…
საწყალი ატამანი კრასნოვი ალბათ საფლავში ტრიალებს… თუ აღირსეს ააერთოდ საფლავი.
ჰო… ტოპოლანეკმა თქვა – რუსეთმა ნირი ვერ იცვალა და ისევ ისე იქცევა როგორც 68-შიო…
ასე რომ დროულად შეუსწორა პრეზიდენტ კლაუსს…
ისე კლაუსს ისიც ეყოფა თავის დროზე რაც ჩეხეთის ტელევიზიის ირგვლივ ამბები დაატრიალა. მისი დამსახურება ეკონომიკურ რეფორმებში დიდია, მაგრამ პოლიტიკური შეცდომებიც აქვს დაშვებული.
მაგ ეკონომიკური რეფორმების გამო პატივს ვცემდი, მაგრამ ფუჭია ყველანაირი ეკონომიკური ლიბერალიზაცია, თუ თავად ცხოვრების ლიბერალიზაციის არ გესმის არაფერი
ტოპოლანეკმა ინტერვიუ მოგვცა, ინგლისური ვერსია აქაა: http://tbilisiwebinfo.wordpress.com/2008/08/21/czech-pm-says-georgian-conflict-worse-than-68-soviet-invasion/
ქართული მოკლე ვარიანტი კი აქ: http://www.tavisupleba.org/special/politics/2008/08/20080821204308.asp
კლაუსის რეფორმები ყველა მემარჯვენე-ლიბერალისთვის უპირველესი ეკონომისტის ფონ ჰაიეკის იდეებს დაეფუძნა… ესტონეთი და ჩეხეთი ყველაზე წარმატებული მაგალითია ამ მხრივ, მაგრამ ამავე დროს ხომ იყო ცნობილი სკანდალიც, რის გამოც მას პრემიერობიდან გადადგომა მოუწია.
ტოპოლანეკის ინტერვიუ წავიკითხე… თქვენთანაც მოვუსმინე რადიოში სიუჟეტს.
კლაუსს ახლა სლოვაკეთის პრემიერმაც დაუჭირა მხარი. საინტერესო სტატია ამაზე Christian Science monitor-ში http://www.csmonitor.com/2008/0822/p10s01-woeu.html
ასევე სლოვაკების თვალით დანახულ პრაღის გაზაფხულზე… ასე წერია რუსებმა მაშინ ჩეხებს შეუტიეს და სლოვაკებმა ნაკლებად მიიღეს ეს თავის თავზეო… არადა დუბჩეკი ეს დალოცვილი სლოვაკი არ იყო????
ჰოდა ჰაიეკის იდეების მიმდევარი რომაა მაგიტომ ვცემ პატივს, მაგრამ აშკარად მოიკოჭლებს საგარეო პოლიტიკაში, რომელიც ეკონომიკური წარმატების, ქვეყანაში კეთილდღეობის მიღწევის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტია.
[...] წინა წერილში ვწერდი, რომ ჩეხეთის საზოგადოება და მთავრობა დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ და რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს. განსხვავებული პოზიცია აქვს ქვეყნის პრეზიდენტს. [...]