ცვლილებები

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 10-11-2008

3

პრაღაში ოთხი წლის შემდეგ მორიგი გასეირნებისას პირველი ცვლილება რომელიც თვალს მოხვდა გაფართოებული აეროპორტი და მის წინ ავტობუსების შემინული დიდი გაჩერებაა :) ეს ქალაქის ბუნებრივი განვითარების ნაყოფია და არა ისეთი დიდი ნახტომისა რისი მომსწრეც ამ ოთხი წლის მანძილზე თბილისში გავხდით, მაგალითად ქალაქის უცებ განათება, ან გადაღებვა.  პრაღაში ასეთი გრანდიოზული ცვლილებები ძნელი აღმოსაჩენია. ცვლილებები ალბად უფრო შესამჩნევი კომუნისტური წეს-წყობილების შეცვლის შემდეგ პერიოდში იყო.

მაგრამ უცვლელი მაინც არაფერია, მთავარია ისინი სასიკეთო იყოს და არა უკან გადადგმული ნაბიჯი. ამჟამინდელ პრაღაში კი ორივე დავინახე, თითქოს ფარული, მაგრამ მაინც შესამჩნევი დადებითი და უარყოფითი ცვლილებები.

დადებითი ძირითადად ინფრასტრუქტურული ცვლილებებია. აეროპორტთან ავტობუსის გაჩერების შემინვისა არ იყოს განახლდა საქალაქო ტრანსპორტიც. თუ წინათ აეროპორტიდან ძველმოდური ავტობუსით ვიმგზავრე, ამჯერად ძალიან კომფორტული, ”ინვალიდებისთვის” (EU-ს მოთხოვნა) ადაპტირებული ავტობუსი დანიშნულ წუთსა და წამზე მოსრიალდა. დიქტორი ყველა გაჩერების დასახელებას აცხადებდა, მკვეთრი სიგნალი კი კარების დახურვას მიანიშნებდა, დისპლეიზე კი მომდევნო გაჩერების დასახელება და საათი წითლად ანათებდა. თუმცა ეს ყველაფერი ადრეც ასე იყო.

shkoda-t14.jpgპრაღის ტრამვაი ხომ ჩემი სისუსტეა, მითუმეტეს ახალი შკოდა ორიგინალური დიზაინით და კომფორტული სალონით :) მეტრო ისევ ისე მოწესრიგებული და მოსახერხებელი. თუ არ ჩავთვლით ახალ სადგურებს მეტროში სხვა ახალი არაფერია. ტრანსპორტზე ლაპარაკი გამიგრძელდა არ დამავიწყდეს მგზავრობა გაძვირებულია. ყველაზე იაფი ბილეთი 18 კრონიანია, ეს დაახლოებით 1 დოლარია. 4 წლის წინ ასეთი ბილეთი 12 კრონი ღირდა.

გაძვირება ყველგან შეიმჩნევა, მიუხედავად იმისა რომ ჩეხური კრონი ბოლო 4 წლის მანძილზე ლარის მსგავსად მყარდებოდა და მყარდებოდა. ბოლო ერთი თვეა კრონის კურსმაც დაცემა იწყო. ცხოვრების გაძვირება ძირითადად ევროკავშირმა მოიტანა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით შესამჩნევი 4 წლის წინ იყო, როდესაც მაშინდელი ფასები პრაღაში პირველი ვიზიტის დროინდელ ფასებს შევადარე. ამ მხრივ ევროკავშირი რომ დიდი შენაძენი არ არის უბრალო მოკვდავისთვის ამ სურათიდანაც კარგად ჩანს.

თუ კავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის ერთი ბოთლი ”ბეჰეროვკა” 339 კრონი ღირს, საქართველოს მსგავსი ქვეყნის მოქალაქისთვის 219 :) სამაგიეროდ ევროკავშირის ბიუროკრატიული მანქანის ზეწოლით ჩეხეთის ტერიტორიაზე უხარისხო საწვავს, არაადაპტირებულ ტრანსპორტს თუ უვარგის საკვებს ძნელად თუ იპოვნით. თუმცა რომელი უფრო მნიშვნელოვანია უბრალო მოკვდავისთვის, იაფი ცხოვრება თუ ძვირადღირებული სისუფთავე ძნელი გადასაწყვეტია…

ძირითადი ცვლილება რაც ხალხს შევატყე წესებისადმი უპატივცემლობის ოდნავი მატებაა. მაგალითად თუ მეტროს ესკალატორზე ოთხი წლის წინ მხოლოდ იდგნენ ახლა დარბიან კიდეც და საფეხურზე პატიოსნად მდგარ კაცს გვერდზე გაწევის მოთხოვნით აწუხებენ კიდეც. რამდენიმე უწესო მძღოლიც შევამჩნიე, თუ ადრე გაუსაძლის საცობშიც კი ფეხით მოსიარულის გადასასვლელი თავისუფალი იყო, ახლა თეთრ ზოლებზე გაჩერებულ მანქანასაც ნახავთ, იშვიათად მაგრამ მაინც. ამის მიუხედავად ფეხით მოსიარულეს გზას ყველა უთმობს რაგინდ მწვავე საცობი და გადატვირთული მოძრაობა არ უნდა იყოს.

სხვა ყველაფერი ძველებურადაა, რიგს არავინ დაარღვევს, ფოტოაპარატ მომარჯვებულ ათასობით ტურისტს წინ არავინ გადაურბენს და კადრს არ გაუფუჭებს, თუ ჩეხურად დაელაპარაკები გაგიღიმებენ კიდეც თუ არა და ჩეხებისგან დიდ თავაზიანობას და სტუმართმოყვარეობას არ უნდა ელოდე. ისე, იმ რაოდენობის ტურისტი რომ საქართველოში ჩამოდიოდეს რაც ყოველწლიურად ჩეხეთში ჩადის, ალბათ ქართველებსაც მობეზრდებოდათ გადამეტებული  სტუმართმოყვარეობა.

კომენტარი (3)

სიამოვნებით ვიმგზავრებდი პრაღის ტრამვაით

მიყვარს ეგ ტრანსპორტი და რა ვქნა? :) ოხ რას დაამშვენებდა სოლოლაკს და აბანოთუბანს :)

ტრამვაით მეც სიამოვნებით ვიმგზავრებდი ისეთ ქალაქში როგორიც პრაღაა ან თუნდაც ფეხით. ასეთი ლამაზი ქალაქი სრულიად უნდა შეიგრძნო

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word