Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სიახლეები | Posted on 23-12-2007
2
პრაღის საერთაშორისო აეროპორტის ”რუჟინე”-ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მომავალი წლიდან, აეროპორტში ექსკურსიები მოაწყოს და მსურველებს აკრძალული ადგილები დაათვალიერებინოს. ასე რომ აეროპორტის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიჭყიტონ კულისებში, იქ სადაც ადრე უბრალო ადამიანის მოხვედრა წარმოუდგენელი იყო, დაათვალიერონ აეროპორტის სამუშაო სივრცე, ახლოდან დააკვირდნენ თვითმფრინავებს, რამდენიმე ათეული მეტრიდან უყურონ საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენას და…
პრაღის აეროპორტი სიდიდით მეორეა მთელს ცენტრალურ ევროპაში. ”რუჟინემ” წელს 20 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო. ახლახანს აეროპორტმა მომსახურების ტაქსა 22 ევრომდე გააძვირა, ინფლაციისა და ფასების ზრდის გამო.
Posted by Lord Vader | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 20-12-2007
18
2008 წლის აპრილში CSA-ს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდება.
ევროპის ერთ-ერთი უძველესი, იაფი და სანდო ავიაკომპანია ”ჩეხური ავიახაზები” (”CSA – Czech Airlines”) 1923 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა პრაღაში (დაფუძნებისას მისი ოფიციალური სახელწოდება იყო ”ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო ავიახაზები”).
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 19-12-2007
0
ჩეხეთის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს 2008–2009 სასწავლო წლისათვის მედიცინის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების მეორე კურსის სტუდენტებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ბიოგრაფია/CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
- აკადემიური მოსწრების ფურცლის ასლი (ქართულ ენაზე, შესაბამისი დეკანატის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული)
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 10-12-2007
2
მომავალი წლის მანძილზე, პრაღის ვაცლავის ცენტრალური მოედნიდან, სწრაფი კვების ჯიხურებს აიღებენ. ასეთი გადაწყვეტილება პრაღის ადმინისტრაციამ მიიღო და ის მოიმიზეზა, რომ არ არის დაცული საზოგადოებრივი სივრცის სისუფთავის ნორმები და სწრაფი კვების ჯიხურები ”ბომჟებს” იზიდავსო. ამას არ ეთანხმებიან ჯიხურების მფლობელები და ამტკიცებენ, რომ ევროპის ბევრი ქალაქის ცენტრებში სწრაფი კვების ჯიხურები ერთგვარი ტრადიციაა. ამასთან დაკავშირებით, ჩეხეთის დედაქალაქის მერის მოადგილემ რუდოლფ ბლაჟეკმა განაცხადა, რომ ვაცლავის მოედანი და ჯიხურები შემწვარი ძეხვეულით ერთმანეთთან შეუთავსებელია.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 07-12-2007
2
”რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში გურიჩამ ჩვენი ბლოგი მიმოიხილა
ამისთვის მას დიდი მადლობა!
”…პრაღა ჩემი ოცნების ქალაქია. იმედი მაქვს ადრე თუ გვიან მოვხვდები იქ და ვნახავ ევროპული რეალობის ამ შედევრს.
კახას ბლოგის საშუალებით ბევრი რამ გავიგე პრაღის შესახებ. აქ იკრიბებიან პრაღაში მცხოვრები ქართველები. იწერება საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია…” - წერს გურიჩა. უფრო მეტი იხ. http://guricha.rustavi2.com/?p=111
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 27-11-2007
1
ჩეხეთის ჩრდილოეთით მეტყევეებმა უკვე მოჭრეს საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც პრაღაში ”სტარომესტკი ნამესნის” მოედანს დაამშვენებს. 80 წლისა და 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ლამპიონებით 1 დეკემბერს განათდება. ამ დღეს გაიხსნება საახალწლო ბაზრობებიც.
პრაღის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, რომლებიც საახალწლო დღეების ორგანიზატორები არიან, საახალწლოდ სპეციალურად შეირჩა ნაძვის ხე და არა რომელიმე სხვა ჯიშის წიწვოვანი მცენარე, რადგან სწორედ ნაძვის ხე ასოცირდება საახალწლო ზეიმთანო.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 26-11-2007
1
1989 წლის 26 ნოემბერს, პრაღაში, ”ლეტენსკის” ველზე, ”სამოქალაქო ფორუმის” მანიფესტაციაზე 800 ათასი მოქალაქე შეიკრიბა. მიტინგი პირდაპირ ეთერში გადასცა ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიამ. შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდა ვაცლავ ჰაველი. ვაცლავის მოედანზე დემონსტრაციის დარბევისთვის ხალხს ბოდიში მოუხადა სამმა პოლიციელმა. სიტყვით გამოვიდა ჩეხოსლოვაკიის მთავრობის თავმჯდოამრე, ლადისლავ ადამეცი. ის პირველი კომუნისტი იყო, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგს დათანხმდა. თუმცა მისმა სიტყვებმა დემონსტრანტები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ კომუნისტური პარტია ქვეყნის რეფორმირებას ვერ განახოეციელებდა.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 19-11-2007
0
ამ დღეებში ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, რომ ახალი წლის დღეებისთვის პრაღაში თითქმის ყველა სასტუმროს ნომერი დაჯავშნულია. იგივეს ამბობენ ტურისტული სააგენტოებიც. რადიო ”პრაღის” კორესპონდენტებმა მცირე კვლევა ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ სასტუმროების დიდ ნაწილში ნომრის შოვნა შესაძლებელია. მათი აზრით პრობლემას მცირე ზომის ტურისტული სააგენტოები ქმნიან, რომლებიც ცდილობენ ძვირად გაასაღონ სასტუმროს ნომრები.
საახალწლოდ პრაღაზე დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ როგორც დიდი ტურისტული კომპანიები ირწმუნებიან სამ ვარსკვლავიან, დაბალფასიან სასტუმროებში თავისუფალი ნომრები, ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ლუქსები, მაინც იქნება.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 17-11-2007
0
იმ დღეს პრაღაში პოლიციამ დაშალა სტუდენტების სანქცირებული მიტინგი. ხელისუფლებამ პირველად მიმართა ძალადობას არამხოლოდ დისიდენტების, არამედ ახალგაზრდების მიმართ. დაუზუსტებელი ინფორმაციით ამ დღეს პოლიციამ თითქოს ერთი სტუდენტი მოკლა. ამ ფაქტით აღშფოტებულთა შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო, თუმცა კი გაირკვა რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
ამ პროცესების შედეგად მაშინდელ ”ჩეხო-სლოვაკიის კონფედერაციაში” კომუნისტური მმართველობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებით შეიცვალა და ჩეხეთი და სლოვაკეთი ცალ-ცალკე სახელმწიფოებად ჩამოყალიბდა.
17 ნოემბერი კიდევ ერთი მოვლენის გამოა მნიშვნელოვანი. 1939 წელს ნაცისტების შეიჭრნენ ჩეხეთის ყველა უნივერსიტეტში. დაპატიმრებული იქნა ასობით სტუდენტი. ამ დღის შემდეგ ყველა უმაღლესი სასწავლებელი დახურული იყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 10-11-2007
0
პრაღაში მოხდა შეტაკებები ნეონაცისტებსა და ანარქისტებს შორის. 10 ნოემბერს როგორც ერთნი, ისე მეორენი, პრაღის ქუჩებში გამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ წინასწარ დაგეგმილ სახალხო სვლებში ე.წ. “ბროლის ღამის” მორიგი წლისთავის აღსანიშნავად (“ბროლის ღამედ” იწოდება ებრაელთა მასობრივი დარბევა გერმანიასა და ავსტრიაში 1938 წელს). ნეონაცისტებისა და ანარქისტების შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ნაცისტმა გაზის პისტოლეტით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულ იქნა 250-მდე პირი.