Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 20-02-2008
3
რამდენჯერმე მომიხდა კამათი ჩეხი გოგონების სილამაზის შესახებ, რა თქმა უნდა ქართველ ქალბატონებთან. მე რომ არ ვცდებოდი აგერ ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვებსაიტ MODELS.com-ზე გამართულმა კონკურსმა, სადაც ჟიური ცნობილი ჟურნალების რედაქტორებით იყო დაკომპლექტებული, ყველაზე სექსუალური მოდელები გამოავლინა.
ჩეხი მოდელი, კაროლინა კურკოვა, მეხუთე ადგილზე გავიდა 25 მოდელს შორის და თავისი სექსუალობითა და მომხიბვლელობით ნაომი კემბელიც კი დაჩრდილა. კემბელი მხოლოდ მეთორმეტე პოზიციაზე არმოჩნდა. კაროლინა კურკოვამ ჟიურის წევრთა გულები თავისი ”ამბიციურობით, პოზიტიური ხასიათითა და არაპროგნოზირებადი ქცევით”, ასევე შესანიშნავი გარეგნობით დაიპყრო.
კურკოვა 23 წლის, 180 სმ სიმაღლისაა და ”ვიქტორია სეკრეტის” მოდელად მუშაობს.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 16-02-2008
2
15 თებერვალს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატებმა პრეზიდენტის არჩევნების მესამე ტურში, განმეორებითი კენჭისყრის შედეგეად, ქვეყნის პრეზიდენტად ვაცლავ კლაუსი აირჩიეს. კლაუსმა 141 ხმის მოგროვება შეძლო. სწორედ ამ რაოდენობის ხმები იყო საჭირო პრეზიდენტის ასარჩევად. ვაცლავ კლაუსი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.
ვაცლავ კლაუსის მოღვაწეობის დეტალები იხ. რადიო ”თავისუფლების” გადაცემაში: http://www.tavisupleba.org/programs/neweurope/2007/08/20070807162202.asp
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 11-02-2008
5
8 თებერვალს, პრაღის ჰრადში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ასარჩევად რესპუბლიკის კანონმდებლები შეიკრიბნენ, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა 9 თებერვალსაც ვერ მოახერხეს. არჩევნების პირველ დღეს, პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე, 10 საათიანი დისკუსიის შემდეგ გამართულმა კენწისყრამ მხოლოდ ის გაარკვია, რომ არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი და სოციალ-დემოკრატი იან შვეინარი.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 03-02-2008
0
ორი თებერვლის საღამოს ჩეხმა ტელემაყურებლებმა სილამაზის დედოფალი აირჩიეს. ჩეხეთის მის 2008 გახდა ელიშკა ბუჩკოვა. კონკურსის ფინალი პრაღის აეროპორტის ”რუჟინეს” გასაფრენ ტერმინალში გაიმართა. ჟიურის თავმჯდომარეობდა და ჩეხეთის მის 2008 ტრიუმფალური ლენტით შემოსა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა. კონკურსში გამარჯვებულმა ელიშკა ბუჩკოვამ 5 მილიონი ჩეხური კრონის საჩუქრები მიიღო. მხოლოდ გვირგვინი, რომელიც თავს დაადგეს ყველაზე ლამაზ ჩეხ გოგონას, ერთ მილიონ კრონაზე მეტადაა შეფასებული. სხვა მონაწილენი.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 30-01-2008
0
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 8 თებერვალს გაიმართება. ჩეხეთის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. პარლამენტში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გამარჯვებას მოქმედ პრეზიდენტს ვაცლავ კლაუსს უწინასწარმეტყველებენ. სოციოლოგიური სამსახურების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად კი ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციონერი კანდიდატი, სოციალ-დემოკრატი იან შვეინარი გახდებოდა პრეზიდენტს რომ საერთო სახალხო არჩევნების გზით ირჩევდნენ.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 27-01-2008
2
”რადიო პრაღის” რუსულმა რედაქციამ შობის დღესასწაულის წინ გამოაცხადა კონკურსი და თავის რადიომსმენელებს საშობაო ტრადიციების, სიმღერებისა და სხვა შთაბეჭდილებების აღწერა თხოვა. რადიო პრაღის რუსულ რედაქციას ყველაზე მეტად თამილა გოგოლაძის წერილი მოეწონა, რომელმაც სპეციალური პრიზი მიიღო. ვულოცავ მას ამ წარმატებას! აქვე გთავაზობთ მის წერილს.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 30-12-2007
0
პრაღაში საშობაო დღეები 60 ათასამდე ტურისტმა გაატარა. ჩეხეთის დედაქალაქის სასტუმროები 80 პროცენტით იყო შევსებული. წელს ინდივიდუალური ტურისტები უფრო ჭარბობდნენ ვიდრე ტურისტული ჯგუფები. პრაღაში საახალწლოდ 100 ათასზე მეტ ტურისტს ელიან. მათი დიდი ნაწილი რუსეთიდანაა. აეროპორტის მონაცემებით შაბათი დღის მანძილზე ”რუჟინე”-მ რუსეთიდან 23 თვითმფრინავი მიიღო.
რუსების შემოსევის მომსწრე მეც ვარ. ახალი წლის დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში რუსულის მეტს თითქმის ვერაფერს გაიგონებდი. მანამდე თუ იტალიელები ხმამაღალი ლაპარაკით გამოხატავდნენ თავიანთ ტემპერამენტს, ახალ წელს რუსებს იტალიელებიც კი ვერაფერს დააკლებენ. ჩეხებს ეს ძალიან არ მოსწონთ, თუმცა ახალ წელს ისტორიულ ცენტრში სეირნობით ტრადიციისამებრ თავს არ იწუხებენ და ოჯახურ წრეში, რესტორანში, თუ ლუდხანაში დროსტარებას ამჯობინებენ.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 28-12-2007
4
საშობაო დღესასწაულის შემდეგ პრაღის მაღაზიებში არნახული ფასდაკლებაა
ფასები, მაღაზიების დიდ ნაწილში, 25-დან 75 პროცენტამდე შემცირდა. ძირითადად გაიაფდა ზამთრის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, ელექტრონიკა და კოსმეტიკა.
ეს ნამდვილი ფასდაკლებაა, არა ისეთი თბილისში რომ იცის. ახლაც კი მაცვია ”სლევაზე” 4 წლის წინ ”კენველოში” 100 კრონად (2-3 კათხა ლუდი) ნაყიდი მაისური
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სიახლეები | Posted on 26-12-2007
5
25 დეკემბრის პრაღა უჩვეულოდ ცარიელია, მაღაზიების უმრავლესობა დახურულია და ცენტრალურ მოედანზეც კი კანტიკუნტად დადის ხალხი. ისეთი შეგრძნებაა თითქოს ქალაქის მოსახლეობა სადღაც გაიხიზნა. ნაწილობრივ ასეცაა. შობის დღესასწაულს პრაღელების უმრავლესობა ქალაქგარეთ, სოფლებში და აგარაკებზე, ოჯახურ წრეში ხვდება. ტრადიციისამებრ საშობაო სუფრაზე მოხარშული თევზი, თევზის სუპი და კარტოფილის სალათა ჭარბობს. სპეციალური ჯიშის დიდი ზომის ცოცხალ თევზებს 25 დეკემბრამდე პრაღის ქუჩებში პირდაპირ აკვარიუმებიდან ყიდიან. გარემოსდამცველები ხშირად აპროტესტებდნენ ამ ტრადიციას.