ჰაველი და ფორმანი “მიუნხენის შეთანხმებას” კინოეკრანზე გადაიტანენ

Posted by Lord Vader | Posted in სიახლეები | Posted on 05-11-2008

1

HavelFormanმილოშ ფორმანი და ვაცლავ ჰაველი მიუნხენის შეთანხმების შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ. ფილმი დაეფუძნება ფრანგი მწერლის ჟორჟ-მარკ ბენამუს რომანს “მიუნხენის აჩრდილი” (“Le fantome de Munich”). ვაცლავ ჰაველი, რომელმაც რომანის ჩეხურ თარგმანს წინასიტყვაობა დაურთო, ამჯერად მას კინოსცენარად გადააკეთებს.

რომანის ავტორისგან ნებართვა უკვე მიღებულია.
ჰაველი და ფორმანი ძველი მეგობრები არიან – ისინი ნაციზმის მსხვერპლთა სკოლა-პანსიონატში სწავლობდნენ ერთად. ერთობლივი მუშაობის სურვილი მათ ადრეც ჰქონდათ, თუმცა, როგორც ჩანს, საერთო თემა დღემდე ვერ გამოძებნეს.

როგორც ფრანს-პრესი იტყობინება, ვაცლავ ჰაველს გადაწყვეტილი აქვს გარკვეული პარალელები თანამედროვეობასთანაც გაავლოს (კერძოდ, საქართველოში რუსეთის აგრესია იგულისხმება).
ჰაველმა ამგვარი შედარება არაერთხელ გააკეთა საჯაროდ. პრეზიდენტ სააკაშვილის შეცდომებზე საუბრისას, ჰაველმა რუსულ პროვოკაციაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მიუნხენის აჩრდილი კვლავ ცოხალია.

Le fantome de Munichჟორჟ-მარკ ბენამუს რომანის გმირია ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც მიუნხენის შეთანხმების რეალური ისტორიის გარკვევას ცდილობს და ამ მიზნით ესაუბრება საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ დალადიეს.

სიმბოლურია, რომ ფრანგი მწერალი ნიკოლა სარკოზის აქტიური მხარდამჭერი და მისი საარჩევნო შტაბის წევრიც კი იყო.

ფილმი ეკრანებზე (იმედია, აგრეთვე – საქართველოშიც) 2009 წელს გამოვა.

პრაღაში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სიახლეები | Posted on 28-10-2008

8

ინტერნეტის უქონლობის გამო ამ დრომდე ვერაფერი დავწერე. ჯერაც დაუმთავრებელი მრჩება პრაღაში გასეირნების თემა. 

მანამდე კი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავი. პრაღაში ამ დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა, ეს იქ დიდი იშვიათობაა, ბოლო დიდი აღლუმი 1989 წელს გაიმართა, 2005 წელს კი ძველი სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყვეს.

ამჟამად სამხედრო აღლუმზე გამოყვანილი იყო 196 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა სამხედრო პირმა. ცერემონიის დაწყების წინ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლაუვ კლაუსმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვართ ფორმალურისაჩვენებელი გამოსვლების ქვეყანა, ჩვენ არ გვსურს სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებაო.

პრაღაში ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავის აღსანიშნავად სხვა საზეიმო ღონისძიებებიც გაიმართა.

მეცხრე დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 20-10-2008

0

ფანტასტიური ამინდია, სითბო და მოწმენდილი კამკამა ცა, საუკეთესო ვითარებაა პანორამული ფოტოების გადასაღებად. პეტრინის კოშკზე (ეიფელის მსგავს კოშკზე) ასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ფუნიკულიორი სარემონტო სამუშაოების გამო, დახურული დამხვდა და გორაზე ფეხით ასვლას უკან გაბრუნება ვარჩიე. ”უეზდიდან” ფეხით გავუყევი ”ლეგიონის ხიდისკენ” (Most Legií) მიმავალ ქუჩას. ხიდის ამჟამინდელი სახე 1901 წელს ჩამოყალიბდა. საშენ მასალად ძირითადად გამოყენებულია ქვა. ეს ”ლეგიონის ხიდი” ვლტავის შუაგულში მოთავსებულ ”შტრელეცკი კუნძულს” მდინარის ორივე ნაპირთან აკავშირებს. სწორედ ამ შტრელეცკის კუნძულზე ჩასვლა და შესვენება გადავწყვიტე, თუმცა შესვენება ნაკლებად გამომივიდა რადგან უამრავი ლამაზი კადრი აღმოვაჩინე.

streleck-1.jpg narodniho-divadla.jpg streleck-3.jpg streleck-2.jpg streleck-4.jpg

ერთ დროს შტრელეცკის მსგავსი ”მადათოვის კუნძული” მტკვარსაც ამშვენებდა და მას თბილისის მარჯვენა სანაპიროსთან ახლანდელი მშრალი ხიდი აკავშირებდა.

ჩეხეთი საქართველოს მხარდასაჭერად

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 29-09-2008

2

ბევრი ფიქრობდა რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში ოფიციალური პრაღა მოსკოვის მხარეს დაიკავებდა ან პასიურ პოზიციას აირჩევდა. ასე არ მოხდა, ჩეხებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის მთავარი თავისუფლების იდეალებია და არა სლავური ნათესაობა თუ ”შავი ოქრო” ან ”სუნიანი გაზი”.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. შვარცენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიზნად ისახავდა საქართველოს დანაწევრებასა და მისი ორი რეგიონის მიერთებას.

ჩეხეთი საქართველოსთვის უფრო მეტ დახმარებას მოითხოვს

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 21-09-2008

0

ჩეხეთის პრემიერი მირეკ ტოპოლანეკი ევროკავშირს საქართველოსთვის მეტი თანხის გამოყოფას სთხოვს.

ესპანური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მირეკ ტოპოლანეკმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეტ ყურადღებას არ გამოიჩენს, ევროკავშირმა შესაძლოა ნავთობითა და გაზით მომარაგების ალტერნატიული გზა დაკარგოს.

ტოპოლანეკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ნატო–მ არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ჩეხების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 17-09-2008

0

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხში ჩეხეთის მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს უფრო ემხრობა ვიდრე რუსეთს. ამაზე მეტყველებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც სექტემბრის დასაწყისში სააგენტო STEM-მა მოამზადა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩეხების ნახევარი ვარაუდობს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით საგრძნობლად გაუარესდა სიტუაცია საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. გამოკითხულთა 42 % საქართველოს მხარესაა, რუსეთს კი მხარს უჭერს 19 %.

პრაღა საქართველოს შესახებ

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 31-08-2008

7

რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია პრაღაში 1 21 აგვისტო - პროტესტი პუტინ-ბრეჟნევ

პრაღაში, საქართველოს სათვისტომოსთან ერთად ჩეხებმა და ბელორუსებმაც კი რამდენჯერმე მოაწყვეს საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოს წინ. ჩვენი ბლოგის პრაღელმა წევრებმა რამდენიმე აქციის ფოტო გამომიგზავნეს. (http://www.ct24.cz/domaci/25076-gruzinci-v-praze-demonstrovali-pred-ruskym-velvyslanectvim/ ჩეხეთის ტელევიზიის სიუჟეტი ქართველების აქციის შესახებ)

აქცია პრაღაში 12 აქცია პრაღაში 22 აქცია პრაღაში 23 აქცია პრაღაში 24

წინა წერილში ვწერდი, რომ ჩეხეთის საზოგადოება და მთავრობა დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ და რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს. განსხვავებული პოზიცია აქვს ქვეყნის პრეზიდენტს.

ამ დღეებში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ვაცლავ ჰაველმაც. მან ინტერვიუ მისცა ფრანგულ ტელეარხს და მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ტელევიზიის ეთერში გამართულ დისკუსიაში.

ვაცლავ ჰაველიჰაველმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთს ”აგრესორი” უნდა უწოდოს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილის გამო. მისი აზრით ჩეხეთის მთავრობის თავდაპირველი პოზიცია მართებული იყო (მთავრობამ რუსეთის აგრესია დაგმო და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს და მთლიანობას). მოგვიანებით პოზიცია შერბილდა ჩეხეთის პრეზიდენტის პრორუსული შეხედულებების გამო. ვაცლავ ჰაველის აზრით ეს არასწორია, შეიძლება საქართველომ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ყოველთვის აუცილებელია იმის ხმამაღლა თქმა ვინ არის დაზარალებული და ვინ აგრესორი.

ჩეხეთი 1968 – საქართველო 2008

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სიახლეები | Posted on 20-08-2008

7

პრაღა 196820 აგვისტოს ჩეხეთში ”ვარშავის ბლოკის” (რუსეთის) ჯარების შესვლის დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღისთვის ბევრი რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ პრაღის ოკუპაციიდან 40 წლის შემდეგ რუსის ჯარის მიერ საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციის პროცესის შემხედვარე იძულებული ვარ საკუთარ გასაჭირზე უფრო მეტი ვწერო, ვიდრე პრაღის ამბები გავიხსენო.

საქართველო2008ჩეხეთი 1968 და საქართველო 2008-ს შორის რომ ბევრი საერთოა და ორივე შემთხვევაში რუსეთის მიზანი რომ ერთი იყო, ამაზე ამ დღეებში ბევრმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა ილაპარაკა. მე იმით ვიყავი უკმაყოფილო და გაბრაზებული რომ თავად ჩეხები არაფერს ამბობდნენ. ჩეხეთის პრეზიდენტმა კი აშკარად პრორუსული პოზიცია დაიკავა. ამას რუსეთის პირველმა არხმა სიუჟეტიც კი მიუძღვნა.

მაგრამ ჩეხეთი იმით განსხვავდება ბევრი სხვა ქვეყნისგან, რომ იქ პრეზიდენტის სიტყვა მთელი ქვეყნის სიტყვას არ ნიშნავს. სიმბოლურია რომ ზუსტად პრაღაში რუსეთის ჯარის შესვლის დღეს ჩეხეთის მთავრობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოში განვითარებული მოვლენები 40 წლის წინ ჩეხოსლოვაკიაში მომხდართანაა გაიგივებული და დაგმობილია რუსეთის საქციელი.

კონდოლიზა რაისი – 1968 წელი აღარ არის, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა და საკუთარი მეზობლების დაშინება შეიძლებოდა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 13-08-2008

6

კონდი1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში რუსეთის (საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ბლოკის) ჯარების შეჭრის სცენარი საქართველოს შემთხვევაში არ განმეორდება, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.

13 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სპეციალური მიმართვა გააკეთა: ”მე ვაგზავნი კონდოლიზა რაისს საფრანგეთში, სადაც იგი იმუშავებს პრეზიდენტ სარკოზისთან, რის შემდეგაც ჩავა თბილისში და პირადად გადასცემს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას. ამ მოგზაურობაში იგი მთელს მსოფლიოს მობილიზაციას გაუკეთებს საქართველოს დასაცავად. ასევე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობ გეითსი დაიწყებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ქართული არმიისთვის და იქნება უწყვეტი ჰუმანიტარული ოპერაცია.” მიმართვის სრული ტექსტი: http://tbilisiwebinfo.wordpress.com/2008/08/13/bush-accuses-russia-over-georgia-cease-fire/

პრემიერმა პუტინმა ჩეხეთისთვის ნავთობის მიწოდების აღდგენა ბრძანა

Posted by Lord Vader | Posted in სიახლეები | Posted on 24-07-2008

1

“ტექნიკური შეფერხება” რუსულ ნავთობსადენზე აწ უკვე ირონიად ქცეული სახელწოდებით “დრუჟბა”, პუტინის განკარგულებით ისევე მოულოდნელად აღმოიფხვრა, როგორც გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ “ტრანსნეფტის” განმარტებით, ამ ნავთობსადენზე “ტექნიკური პრობლემები” წარმოიშვა, რის გამოც რუსეთმა ჩეხეთს ნავთობის მიწოდება შეუმცირა.
მაგრამ, სავარაუდოდ, ერთის მხრივ, დასავლურ პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის და მეორეს მხრივ, ჩეხეთის მთავრობის მიერ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გადადგმული გონივრული ნაბიჯების გათვალისწინებით, პრემიერმა პუტინმა მის მოადგილე იგორ სეჩინს, ნავთობის მიწოდების სრული რაოდენობით აღდგენა უბრძანა.

როგორც ჩანს, პრემიერი პუტინი მაგიაში და ოკულტურ მეცნიერებებშიც ფრიად განსწავლულია – სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია, “ტექნიკური პრობლემების” ასე, ერთი ბრძანებით, ჯადოსნური გაუჩინარება.