Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 29-03-2009
2
ძლივს დრო გამოვნახე და მაშინაც პოლიტიკაზე უნდა ვწერო
მოკლედ საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი კაცი მირეკ ტოპოლანეკი და მისი მთავრობა შეავიწროვეს. პარლამენტმა გასულ კვირაში უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. ალბად ბევრი მკითხაობა არ უნდა იმას ვისი დამსახურებაა ეს, მაგრამ მაინც: ცხადია რომ სოციალ-დემოკრატები და კომუნისტები კატა-ძაღლივით ვერ იტანენ მემარჯვენე პოლიტიკოსებს, თუნდაც ცენტრისტი იყოს. და თუ ამ ყველაფერს პუტინის ინტერესები და ფულიც დაემატა, მაშინ პრაღაში ტანკების შემოჯლიგინება სულაც არაა საჭირო, ისე ხერხდება ”რეჟიმის შეცვლა”.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 19-03-2009
0
კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა
აუდიო ფაილი – მოუსმინე
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პრაღაში მიმინარეობს დოკუმენტური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი ”ერთი მსოფლიო”. ეს ფესტივალი მსოფლიოს სხვა კინოფორუმებისგან ერთი მნიშვნელოვანი ასპექტით გამოირჩევა, საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების თემატიკა ადამიანის უფლებებია. კინოკრიტიკოსებისა და კინოს მოყვარულების გარდა, ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აქტივისტებიც ესწრებიან. წელს ”ერთი მსოფლიოს” კინოფესტივალზე საქართველო წარმოდგენილია სალომე ჯაშის ფილმით ”დადუმებულნი”, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობს.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 25-02-2009
0
გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად, მთელ ევროპაში ათასობით ადამიანი უსამსახუროდ დარჩა. ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ დასაქმების მიზნით ემიგრირებული უცხოელების პრობლემის მოსაგვარებლად ახალ მეთოდს მიმართა. უცხოელები, ეგრეთ წოდებული ”გასტარბაიტერები”, 500 ევროსა და შინ დასაბრუნებელ უფასო ავიაბილეთს მიიღებენ, თუ სამშობლოში დაბრუნდებიან. აზიიდან ემიგრირებული მუშახელის ნაწილი ამ საშუალებას იყენებს, მაგრამ უკრაინელები, რომლებიც ჩეხეთში სამუშაოდ ჩამოსული უცხოელების თითქმის ერთ მესამედს შეადგენენ, უარს ამბობენ ჩეხეთის მთავრობის წინადადებაზე და ადგილზე დარჩენას ამჯობინებენ. უფრო დაწვრილებით…
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 21-02-2009
0

აუდიო ფაილი, მოუსმინე
20 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში პნევმატური პისტოლეტით სროლაში ევროპის ჩემპიონატი ტარდება. ქართველმა სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ქალთა შორის მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა. პირველი ადგილი წილად ხვდა ბულგარეთის სპორტსმენს, ხოლო მესამე ადგილზე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი გავიდა.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 11-02-2009
0
ქართველ დიპლომატებთან დაკავშირებული ინცინდენტი გამოძიების სტადიაზეა და ძნელია იმის მტკიცება რა მოხდა სინამდვილეში. წინა სტატია ჩეხეთის ინტერნეტგამოცემის საფუძველზე მოვამზადე. აღმოჩნდა, რომ იმ სტატიის ავტორი ინცინდენტის მონაწილე ტაქსის მძროლის მეგობარი ყოფილა.
ჩეხეთში საქართველოს ელის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ჟღენტმა რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ რესტორან ”უ კარლა”-სთან ავტოსადგომზე, ქართველი დიპლომატების ავტომობილის ტაქსთან მცირე შეჯახების შემდეგ, ტაქსის მძღოლი თავს დაესხა ქართველების მანქანას, დაამსხვრია საქარე მინდა და ფიზიკური შეურცყოფა მიაყენა ავტომობილში მსხდომ ხალხს. ეს შეხლა-შემოხლა დაინახეს ქართველების მეორე ავტომობილის მგზავრებმა და საშველად გამოიქცნენ, ტაქსის მძღოლი კი გაიქცა და რესტორანში ჩაიკეტა. მერე თითქმის ყველაფერი ისე მოხდა როგორც წინა სტტატიაშია აღწერილი.
პოლიცია წერს, რომ ინცინდენტში 20 კაცი მონაწილეობდა, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით კი ინცინდენტის ადგილზე სულ 8 პიროვნება იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ქალბატონებიც. მოკლედ ამ სკანდალში ბევრი რამ ჯერ კიდევ ბურუსითაა დაფარული.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 10-02-2009
9
ეს მასალა მომზადებულია ჩეხეთის ერთერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით: http://nova.cz/
მოგვიანებით, ამ ამბის ამსახველ უფრო ობიექტურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებ.
შაბათ საღამოს, როდესაც პრაღაში რესტორნებში ხეტიალის დრო დგება, ქართველმა დიპლომატებმაც გაისეირნეს. რესტორანში შევიდნენ, კარგად იქეიფეს. როდესაც რესტორნიდან გავიდნენ და ავტომობილში ჩასხდნენ აღმოჩნდა, რომ მათ წინ ტაქსი დგას, რომელიც კლიენტებს ელოდებოდა.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 06-01-2009
4
мебели
… ევროკავშირის ახალი წევრები და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ალტერნატიულ მიმართულებას – „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზებას – ლობირებენ.
„ნაბუკო“ საქართველოზე გამავალი მილსადენების ევროპასთან დაკავშირებას გულისხმობს. მისი მეშვეობით ევროპაში აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გაზის ტრანსპორტირება განხორციელდება. ამ პროექტის განვითარების მომხრეა ჩეხეთის რესპუბლიკა – ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყენა. აი, რა განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვონდრამ ევროკავშირის თავმჯდომარეობისას მისი ქვეყნის პრიორიტეტების შესახებ:
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 01-01-2009
1
ახალ, 2009 წელს გილოცავთ პრაღის ყველა თაყვანისმცემელს და პრაღაში მცხოვრებ ქართველებს
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=mIrFStYmaIo 630 400]
ასეთი ფოიერვერკებით შეხვდნენ ახალი წლის დადგომას პრაღაში
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 21-12-2008
11

ტრადიციისამებრ, პრაღაში დეკემბრის დასაწყისიდანვე გაიხსნა საშობაო-საახალწლო ბაზრობები. სტარომესტკაზე პრაღის მთავარი ნაძვის ხეც აღმართეს და ისედაც ხმაურიანი მოედანი კიდევ უფრო ახმაურდა ვაჭრებისა და ტურისტების გაცხოველებული ურთიერთობით.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 25-11-2008
6
ამ ბოლო დროს ბევრი წერილი მივიღე კითხვებითა და სურვილებით. მათი უმრავლესობა პრაღაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. ამჟამად მსურველებს ვთავაზობთ შემდეგ ტურს:
საახალწლოდ ”პრაღაში გასეირნება” იქნება რაც შეიძლება იაფი და მეგობრული ხასიათის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სასტუმროს ნაცვლად ”აპარტამენტებში” დაბინავება (სახლში სადაც არის რამდენიმე საძინებელი ოთახი, სამზარეულო, ბარი…). კომფორტის დონით სასტუმროებს არ ჩამოუვარდება, ეგაა რომ დილის საუზმის მომზადება საკუთარ მარიფათზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი ეკონომია გაკეთდება თვითმფრინავის ბილეთებზეც.
ვისაც სასტუმროში დაბინევების სურვილი აქვს მათი მოთხოვნაც დაკმაყოფილდება
ამიტომ პრაღაში გასეირნების მსურველებმა იჩქარეთ სანამ სასტუმროებში ჯერ კიდევ მოიძებნება თავისუფალი ნომრები.
საახალწლო ტური 7 დღე და 6 ღამე – სავარაუდო ღირებულებაა 900 ევრო.
ფასი იცვლება ექსკურსიების რაოდენობისა და სასტუმროს კლასის მიხედვით, ასევე ერთ ნომერში დაბინავების რაოდენობის მიხედვით.
ტურში მონაწილეობის მსურველებმა ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: mchedlidze@gmail.com