Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 22-06-2009
1
პრაღაში ტანგოს ფესტივალი After Alchemie 2009 გამართულა, “ჯღარომ” შემატყობინა “ფეისბუკზე”. პროგრამული კოდების წერაში კი მაგარია ეს კაცი, მაგრამ ბლოგზე სტატიის დაწერა ჯერ ვერ გაბედა და მე შემომთავაზა.
ფესტივალზე რომ ვყოფილიყავი ერთი–ორ სიტყვას დავწერდი, მაგრამ სად გადმოცემით დაწერილი და სად თავად ტანგოს ცეკვით მიღებული ემოციების აღწერა. ამიტომ მხოლოდ ფოტოებით შემოვიფარგლები რომლებიც “ჯღარომ” გადაიღო
Posted by Lord Vader | Posted in სიახლეები, ცნობილი პრაღელები | Posted on 17-06-2009
3
დღეს “ბლუმბერგი” ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტთან, მწერალ და დისიდენტ ვაცლავ ჰაველთან საუბარს აქვეყნებს.
საუბარი ძირითადად რუსეთის “ევროპული” და “სამეზობლო” და ევროპისა და აშშ-ს “რუსული” პოლიტიკის ირგვლივ წარიმართა.
ჰაველის აზრით, დროა ევროპამ და აშშ-მა ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის ენერგო-დამოკიდებულების შემცირებისკენ, რისთვისაც ალტერნატიული პროექტების განხორციელებაა საჭირო. ამგვარ პროექტთაგან უმნიშვნელოვანესად ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი “ნაბუკოს” მიიჩნევს.
“აუცილებელია ზრდილობიანად, მეგობრული ღიმილით განვაცხადოთ, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხები ვართ, – ამბობს ჰაველი, – ჩვენით მანიპულირების და შანტაჟის უფლებას არ მოგცემთ, ხოლო თუ თქვენ [რუსეთი] გვემუქრებით, რომ გაზის მოწოდებას შეგვიწყვეტთ, კი ბატონო – შეგიძლიათ, თქვენთვის დაიტოვოთ”.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 07-06-2009
0
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=VMZ3nGquEsE 630 400]
შაბათ საღამოს, პრაღის ახალგაზრდობა ნამეტნავად თეთრად გამოიყურებოდა, მიზეზი მეგა საცეკვაო წვეულება Sensation White 2009. ”ოუთუ არენაზე” 20 ათასამდე თეთრი გოგო-ბიჭი შეიკრიბა. ოკეანის სიღრმეების ბგერების და საერთოდ იქაური გარემოს შექმნაზე, ფანტანებისა და მათ შორის მოცეკვავე გოგონების გარდა საქვეყნოდ ცნობილი დიჯეები ზრუნავდნენ. ოკეანის თემაზე შექმნილ კომპოზიციებზე თეთრი პრაღელები დიჯეებმა: ერიკ პრიდზმა (შვეცია), ტოკადისკომ (გერმანია), სებასტიან ინგროსომ (შვეცია), სანდერ ვან დორნმა (ჰოლანდია), აცეკვეს. მოკლედ მაგარი სანახაობა იყო
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 01-06-2009
1
პრაღის ცენტრში ვაცლავის მოედნის სათავეში მდგარი შენობა, რომელიც ადრე ჩეხოსლოვაკიის პარლამენტს ეკუთვნოდა, შემდეგ კი რადიო ”თავისუფლების” შტაბ-ბინა იყო, ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. ”თავისუფლება” ოდნავ მოშორებით, საკუთარ ახალ შენობაში გადასახლდა, ძველი შენობის გასაღები კი დღეს საზეიმო ვითარებაში მუზეუმის ადმინისტრაციამ ჩაიბარა.
დღესვე დაიწყო იმ ბეტონის კედლის დემონტაჟი, რომელიც 2001 წელს რადიოს უსაფრთხოების მიზნით აშენდა და რომელიც პრაღელების გაღიზიანების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. კედლის დემონტაჟი 11 ივნისისთვის დასრულდება და ირგვლივ როგორც საავტომობილო ასევე ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა გაიოლდება.
მუზეუმი თავის ახალ ობიექტს 15 აგვისტოს გახსნის, ხოლო პირველი ექსპოზიცია აქ 17 ნოემბერს გამოიფინება სიმბოლური დასახელებით Be Free! ის ეძღვნება ”რკინის ფარდის” დაცემისა და ხავერდოვანი რევოლუციის 20 წლისთავს.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 29-05-2009
1

რადიო ”თავისუფლება”, სალომე ასათაიანი
ორიოდე კვირის წინ, 14 მაისს, პრაღაში თანამედროვე მხატვრობის მასშტაბური გამოფენა – პრაღის ბიენალე – გაიხსნა. ამ ბიენალემ, რომელიც წელს მეოთხედ ტარდება, უკვე დაიმკვიდრა თავი ცენტრალური ევროპის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად. წლევანდელი ბიენალეს ერთ-ერთ ექსპოზიციას ქართველი მხატვრების ნამუშევრები შეადგენს.
პრაღის ბიენალეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიული უბანი, კარლინი, მასპინძლობს. საკუთრივ გამოფენაც ძველი ქარხნის უზარმაზარ შენობაშია მოწყობილი. ინდუსტრიული, მძიმე კედლების და თანამედროვე მხატვრობის კომბინაცია უკვე თავისთავად ქმნის უჩვეულო და საინტერესო ატმოსფეროს. უფრო დაწვრილებით »
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 21-05-2009
2
დევიდ ჩერნი და ჩეხეთის შემოქმედებითი საზოგადოების ნაწილი, დაახლოებით 100 ადამიანი, ”პრაღის ჰრადზე”, პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის რეზიდენციასთან შეიკრიბა და თეატრალიზებული აქცია ”რატომ?” მოაწყო. ”ფისი-ფისი ბიჭების” და სხვა ორიგინალური ნამუშევრის ავტორს და მის თანამოაზრეებს არ მოსწონთ ჩეხეთის პრეზიდენტის ნამეტანი ”პრორუსულობა”.
ელცინის შემდგომ რუსეთთან კლაუსის ხანგრძლივი და განსაკუთრებული ურთიერთობებზე ამასწინათ ექსპრეზიდენტმა ვაცლამ ჰაველმაც მიანიშნა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ცუდი ურთიერთობისა და ლისაბონის ხელშეკრულების მიმართ მისი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს. კლაუსს ასევე უსაყვედურეს მირეკ ტოპოლანეკისnonlinear distortion მთავრობის კრახის ხელშეწყობისა და მემარჯვენე ძალების დაქუცმაცების გამო.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 10-05-2009
2
იმ დროს, როდესაც თბილისში 10 ათასამდე კაცი პარლამნტის წინ პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა და ამაში ხედავდა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, პრაღაში დაახლოებით ამდენივე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდობა შეიკრიბა. იქაურებმა პრეზიდენტს რას ვერჩითო და მარიხუანის ტოტალური ლეგალიზება მოითხოვეს.
პრაღულ დაბოლილ ოპოზიციურ მოძრაობაში ჩაერთო ჩემი კარგი ნაცნობი ”ჯღარო”. ის ოლემოუციდან მატარებლის კოლონას შეუერთდა და პრაღაში ცელოფნის საკანში არა, მაგრამ კაი მწვანე ფერდობზე კი ამოჰყო თავი. სწორედ მან მომაწოდა მარიხუანის სურნელით შებოლილი ეს ფოტოები და ვიდეოს გადაღებაც მოახერხა
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 07-05-2009
0
პრაღაში ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტი დასრულებულია. ევროკავშირის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” დეკლარაციას საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა შეუერთდნენ.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ”აღმოსავლეთის პარტნიორობა” საუკეთესო იარაღია ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან დაახლოებისთვის.
”ეს პროგრამა დაეხმარება 6 ქვეყანას რეფორმების გატარებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მათ საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილონ”, – აღნიშნა ბაროზომ.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 29-04-2009
1

”პრაღის გაზაფხული” მოეწყობა ივნისის ბოლომდე. ტური იქნება რაც შეიძლება იაფი და მეგობრული ხასიათის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სასტუმროს ნაცვლად ”აპარტამენტებში” დაბინავება (სახლში სადაც არის რამდენიმე საძინებელი ოთახი, სამზარეულო, ბარი…). კომფორტის დონით სასტუმროებს არ ჩამოუვარდება, ეგაა რომ დილის საუზმის მომზადება საკუთარ მარიფათზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი ეკონომია გაკეთდება თვითმფრინავის ბილეთებზეც.
ვისაც სასტუმროში დაბინევების სურვილი აქვს მათი მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.
ამიტომ პრაღაში გასეირნების მსურველებმა იჩქარეთ სანამ სასტუმროებში ჯერ კიდევ მოიძებნება თავისუფალი ნომრები.
საგაზაფხულო ტური 7 დღე და 6 ღამე – სავარაუდო ღირებულებაა 900 ევრო.
ფასი იცვლება ექსკურსიების რაოდენობისა და სასტუმროს კლასის მიხედვით, ასევე ერთ ნომერში დაბინავების რაოდენობის მიხედვით.
ტურში მონაწილეობის მსურველებმა ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: mchedlidze@gmail.com
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 05-04-2009
0
ამ დღეებში მეტი არაფერი მსმენია ობამა უზარმაზარი დაცვით ჩამოვიდაო და კაი დიდი ნაწილი წინასწარვე დაბანაკდა პრაღაშიო… მაგრამ რაც არ უნდა ბევრი დამცველი ჩამოეყვანა, პრაღის ჰრადზე, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულზე იშლება და რომელიც პრაღის ნებისმიერი კუთხიდან მოსჩანს, ტრიბუნის მოწყობა და გრძელი სიტყვით გამოსვლა დაცვის გარდა სიმამაცესაცმოითხოვს.
ობამამ სიმამაცე მხოლოდ პრაღაში შემაღლებულ ადგილზე სიტყვით გამოსვლით არ გამოიჩინა. ის ატომური იარაღის შემცირების ინიციატივით გამოდის და მთელს მსოფლიოს ჰპირდება, რომ პირად მაგალითს აჩვენებს. ობამამ უკვე კარგად ისწავლა საქართველოს კუთხეების სახელები, ყოველ შემთხვევაში ორი მათგანი და ეს დღეებია სულ იმეორებს და პრაღაშიც აღნიშნა, რომ აშშ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს.
ვრცელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ობამა ჰრადის შესასვლელთან შეკრებილ ხალხში გაერია და დიდი სიამოვნებით მოიკითხა პირველ რიგებში მდგარი თაყვანისმცემლები.