პრაღაში ნინო მაჩაიძეს ოპერის ანჯელინა ჯოლი უწოდეს

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 13-01-2010

3

12 იანვრამდე პრაღის ქუჩების ბილბორდები გადავსებული იყო ოპერის ქართველი მომღერლის ნინო მაჩაიძის აფიშებით. აფიშების სიმრავლემ თავად მომღერალიც განაცვიფრა. ნინომ კი განცვიფრებული პრაღელები დატოვა. პრაღის საოპერო საზოგადოებამ ნინო მაჩაიძეს “ოპერის ანჯელინა ჯოლიც” კი უწოდა (Angelina Jolieová opery koncertuje v Česku ).

ნინო მაჩაიძემ 12 იანვარს პრაღის მუნიციპალურ სახლში იმღერა. (მოუსმინე)

“მე ბედნიერი ვარ. პირველად ვმღერივარ პრაღაში. ეს ძალიან ლამაზი ქალაქია, ვფიქრობ ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მთელს მსოფლიოში” – უთხრა “ოპერის ანჯელინა ჯოლიმ” რადიო “თავისუფლებას”

შიშველი გოგონები კარლოსის ხიდზე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 10-12-2009

2

nos_svou_kuziზამთარის ერთ ჩვეულებრივ დღეს, 7 დეკემბერს, პრაღაში კარლოსის ხიდზე სიცივით მობუზული ტურისტების დიდ ნაკადში შიშველი გოგონები გამოჩნდნენ. მათი სხეულები მოხატული იყო ნაირნაირფერებში, ძირითადად გველისა და ნიანგის ტყავის თუ კანის მსგავსად. ესენი ექსიბიციონისტები არ გეგონოთ, ესენი ორგანიზაცია PETA-ს აქტივისტები არიან.

ხავერდოვანი რევოლუცია

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 17-11-2009

0

20 წლის წინანდელი პრაღა – ხავერდოვანი რევოლუცია

ჰაველი “ხავერდოვან რევოლუციას” იხსენებს

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 16-11-2009

0

რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტებთან საუბარში 1989 წლის მოვლენების მთავარი ინსპირატორი რევოლუციის ზოგიერთ საინტერესო ასპექტს შეეხო.

ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოზე დადგენილება მიიღო

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 12-10-2009

0

SchuzeSenatuჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა 8 ოქტომბერს საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იმსჯელა და დადგენილება მიიღო.

ჩეხეთის პარლამენტი:
1. აუცილებლად მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რომლებიც ასრულებენ სამშვიდობო და ჰუმანტარულ მისიას, მიეცეთ საშუალება შეაღწიონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
2. სენატი ხაზგასმით აღნიშნავს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და საჯარისო შენაერთების დაბრუნებას ომამდელ პოზიციებზე;
3. ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს მოთხოვნას, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავისუფლად გადაკვეთონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შიდა ადმინისტრაციული საზღვრები;
4. პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს დევნილების ღირსეულ დაბრუნებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში;
5. ჩეხეთს მიუღებლად მიაჩნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობა.

“ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს”

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 22-09-2009

0

Vaclav Havelვაცლავ ჰაველმა და მისმა თანამოაზრეებმა, მეგობრებმა საქართველოს მხარდამჭერი სტატია გამოაქვეყნეს ბრიტანეთის მემარცხენე-ლიბერალურ გაზეთ “გარდიანში

იმ დროს, როცა ევროპა იხსენებს რიბენტროპ-მოლოტოვის 1939 წლის პაქტისა და მიუნხენის 1938 წლის შეთანხმების სამარცხვინო ამბებს, და ამავე დროს, 1989 წელს ბერლინის კედლისა და რკინის ფარდის რღვევის თარიღის აღსანიშნავად ემზადება, გონებაში გვებადება ერთი კითხვა: ვისწავლეთ კი ისტორიის გაკვეთილები? ან, სხვაგვარად თუ ვიტყვით: შეგვწევს კი უნარი, თავიდან ავიცილოთ იმ შეცდომების გამეორება, რომლებიც შავ ლაქად აცხია მეოცე საუკუნეს?

”ლაშარი” პრაღაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 22-09-2009

1

lashariპრაღაში სასულიერო მუსიკის მეთვრამეტე ფესტივალი “წმინდა ვაცლავის დღესასწაული” მიმდინარეობს. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ფესტივალზე ქართველების გამოჩენას ყველას აღფრთოვანება – გაოცება მოჰყვა. ქართულმა ანსამბლმა “ლაშარი” კვირას პრაღაში წმინდა აპოსტოლების სიმონისა და იუდას ტაძარში იმღერა და არა მარტო იმღერა.

ტაძარი ხალხით გაივსო. პრაღელი მასპინძლები აღნიშნავდნენ, ალბათ კარგი ინფორმაციისთვის დამახასიათებელია სწრაფად გავრცელებაო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ “ლაშარს” ფესტივალზე მხოლოდ საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა. მაგრამ ანსამბლის ერთ-ერთ წევრს ვიზა არ მისცეს და იძულებული გახდნენ პროგრამა შეეცვალათ და ხალხური სიმღერებიც ემღერათ.

ბექა გოჩიაშვილმა პრაღაში დაუკრა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 31-07-2009

2

პრაღაში საქართველოს საელჩომ რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის აღსანიშნავი საღამო მოაწყო. კონცერტზე დაუკრა 13 წლის პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა და მისმა მენტორმა და კოლეგამ – ქართული ჯაზის ლეგენდამ, კონტრაბასისტმა თამაზ ყურაშვილმა. რადიო ”თავისუფლებამ” ბექა გოჩიაშვილის კონცერტის შესახებ ეს ვიდეო და რადიო სიუჟეტი მოამზადა.

ჩეხებს კვლავ ახსოვთ 1968 წელი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 27-06-2009

0

ამასწინათ რადიო ”პრაღამ” გამოაცხადა კონკურსი მსმენელთა შორის. მსმენელებს უნდა დაეწერათ ჩეხეთის ისტორიის რომელი მონაკვეთი იყო მათთვის ყველაზე საინტერესო. ექვსი რედაქციის მსმენელთა შორის გაიმარჯვა ფრანგმა, წარმოშობით ჩეხმა კლარა ჩეპოვამ (ფრანგულად: კლერ ლე ბრი-ჩეპ). საფრანგეთში ემიგრირებული ჩეხის შთამომავალმა ის დღე აღწერა, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნებაზე მეოცნებე ემიგრანტმა პრაღაში რუსების ტანკების შესვლის ამბავი გაიგო. აქვე გთავაზობთ მის წერილს რუსულ ენაზე.

ტანგო

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები | Posted on 22-06-2009

1

პრაღაში ტანგოს ფესტივალი After Alchemie 2009 გამართულა, “ჯღარომ” შემატყობინა “ფეისბუკზე”. პროგრამული კოდების წერაში კი მაგარია ეს კაცი, მაგრამ ბლოგზე სტატიის დაწერა ჯერ ვერ გაბედა და მე შემომთავაზა.

ფესტივალზე რომ ვყოფილიყავი ერთი–ორ სიტყვას დავწერდი, მაგრამ სად გადმოცემით დაწერილი და სად თავად ტანგოს ცეკვით მიღებული ემოციების აღწერა. ამიტომ მხოლოდ ფოტოებით შემოვიფარგლები რომლებიც “ჯღარომ” გადაიღო :)