მეოთხე & მეხუთე ღღე – შოპინგი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 16-10-2008

0

ამინდის გაუარესების გამო ამ ორი დღის მანძილზე ძირითადად ვივაჭრე. არ გამიმართლა, ფასდაკლება თითქმის ვერსად ვიპოვე, ისე კი ფასები საკმაოდ იკბინება, განსაკუთრებით კრონასთან მიმართებაში ევროს და დოლარის გაუფასურების შემდეგ. მიუხედავად ამისა ჩემი საყვარელი სპორტული ფეხსაცმელი მაინც ვიყიდე – 1199 კრონად (ეს 93 ლარია) Power-ის ”ბოტასი”. 4 წლის წინ  თურქეთში წასვლისას ბაზრობაზე ვითომ იაფასიანი სპორტულები ვიყიდე და 60 ლარი გადავაგდე. ”კენველოშიც” კარგი ჯინსები შევარჩიე და…

ეს რაც შეეხება ჩასაცმელს. აი საჩუქრების მხრივ კი ფანტასტიური მდგომარეობაა, ჩეხური ბროლის ნაკეთობები, სვაროვსკის თვლები, სხვადასხვა ნაკეთობები, სამკაულები…

აი მე ყველაზე მეტად რაც მიზიდავს სასმელებია. ბეჰეროვკა ბოთლის ზმის მიხედვით 100-დან 350 კრონამდე ღირს, ეს დაახლოებით 8-დან 27 ლარამდეა. ბეჰეროვკა იქეთ იყოს და ალკოჰოლის მაღაზიები სავსეა სხვადასხვა ფორმის ზომისა და ფერის აბსენტით :) პრაღაში ეს ჰალუცინოგენშემცველი სასმელი აკრძალული არაა და ბევრი ტურისტი სწორედ აბსენტის დასალევად ჩამოდის აქ – 350-დან 500 კრონამდე ღირს. ჩემი ყურადღება მიიქცია კანაფის არაყმა, კანაფის ფოთლის გამოსახულებით, ზოგიერთ ბოთლში ფოთოლიც დევს, ზოგში კი კაკლებია მოთავსებული, რა თქმა უნდა სასმელთან ერთად. არასდროს დამილევია, უნდა გავსინჯო აუცილებლად, იმედია ”ტრუხა” არ იქნება ;)

მესამე დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 15-10-2008

0

მოკლედ რომ დავჯექი ძალიან სანტერესო დღის ამბების დასაწერა აღმოჩნდა რომ ვებსაიტი აღარ მუშაობს :( ადმინისტრატორს, ამერიკელ ანდრეის რაღაც არ მოწონებია პროგრამულ კოდებში და მთელი სერვერი გაუთიშავს. მას შემდეგ ვზივარ და პრაღაზე წერის ნაცვლად სერვერიდან სერვერზე გადამაქვს ფაილები. მესამე დღის ამბებს ხვალ დავწერ…

მესამე დღის ამსახველი მოკლე ვიდეო:

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=Z41XPp0rfec]

მეორე დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 13-10-2008

0

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=IDYqaZcsYg8]

ეს მოკლე ვიდეო დღევანდელი გასეირნების შესახებ.

პირველი დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 13-10-2008

0

გამარჯობა! გუშინ ინტერნეტი ვერ ჩავრთე და ამიტომ გუშინდელ შთაბეჭდილებებს დღეს დავწერ.

თუ არ ჩავთვლით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ”განცდილს” (ჩასხდომის წინ სასაჩუქრე ღვინო ჩამომართვეს) მშვენივრად ვიმგზავრეთ. აეროპორტიდან რომ გამოვედი ისეთი შეგრძნება მქონდა საკუთარ ქალაქში შევაბიჯე ფეხი. მცირედი აღელვებაც კი არ მიგრძვნია 4 წლის უნახავ ქალაქში მოხვედრის შემდეგ, შეიძლება ღამის თევის გამო.

ჯერ ავტობუსით შემდეგ კი მეტროთი სტარომესტკაზე მოვხვდი და სისხამ დილით ცარიელი ”სტარო მესტა ნამესნის” მოედანი ისე გადავკვეთე, რომ ერთი გიჟი ფოტოგრაფის მეტი არავინ მინახავს. შემდეგ ტინსკაც ვიწრო, ძველებური ქუჩა და ჩვენი აპარტამენტიც ვიპოვე.

პირველი დღე იმდენი ვიბოდიალეთ პრაღის ქუჩებში, რომ საღამოს 8-ზე სახლში დასავენებლად შესულს ისე ჩამეძინა რომ გათენება ძლივს გავიგე.