ისევ პრაღაში…

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 05-02-2009

5

ეს არის საქმე? აგერ უკვე 6 დღეა პრაღაში ვარ და ჯერაც ვერაფრის დაწერა მოვახერხე. მაგრამ ეს ალბათ იმის ბრალია რომ საქმეები არ მაკლია და ქალაქში გასეირნებაც ვერ მოვასწარი. ერთადერთი ის შევამჩნიე რომ აქაურ მაღაზიებში კატასტროფული (70 პროცენტიანი) ფასდაკლებაა. ჰო კიდევ ცივა და შორს წასვლა, ან ქუჩებში ხეტიალიც არ გამოდის. თუმცა ლუდი მაიც გემრიელია, ჩეხურია და იმიტომ :)

ვიშეჰრადი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 06-12-2008

5

თუ პრაღის ტურისტულ ნაწილში ხეტიალი მოგბეზრდება და დასვენებას გადაყვეტ, აუცილებლად ვიშეჰრადს უნდა მიადგე. ამ უძველეს ციხესიმაგრეში, პრაღის შემაღლებულ ადგილას, ისტორიულ ძეგლებთან ერთად უზარმაზარი პარკიცაა, რომლიდანაც პრაღის საუკეთესო ხედები გადაიშლება.

კაფე სლავია

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 14-11-2008

4

პრაღის ქუჩებში ხეტიალისას წვიმამ მომისწრო. ერთხანს გავუძელი, მაგრამ წვიმის წვეთების ნაკადმა სერიოზულად რომ მოიმატა თავშესაფრის ძიება დავიწყე. ამ დროს თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება კაფე-რესტორანია. გზად ქართული რესტორანი ”ირმასთან” შემხვდა, მაგრამ ქართული სამზარეულოს ნოსტალგია არ მაწუხებდა, ამიტომ გვერდი ავუარე. ეროვნული თეატრისკენ მიმავალ სანაპიროს ქუჩას გავუყევი და კუთხეში რომ დიდფანჯრებიანი რესტორანია იქ შევირბინე.

ცვლილებები

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 10-11-2008

3

პრაღაში ოთხი წლის შემდეგ მორიგი გასეირნებისას პირველი ცვლილება რომელიც თვალს მოხვდა გაფართოებული აეროპორტი და მის წინ ავტობუსების შემინული დიდი გაჩერებაა :) ეს ქალაქის ბუნებრივი განვითარების ნაყოფია და არა ისეთი დიდი ნახტომისა რისი მომსწრეც ამ ოთხი წლის მანძილზე თბილისში გავხდით, მაგალითად ქალაქის უცებ განათება, ან გადაღებვა.  პრაღაში ასეთი გრანდიოზული ცვლილებები ძნელი აღმოსაჩენია. ცვლილებები ალბად უფრო შესამჩნევი კომუნისტური წეს-წყობილების შეცვლის შემდეგ პერიოდში იყო.

მაგრამ უცვლელი მაინც არაფერია, მთავარია ისინი სასიკეთო იყოს და არა უკან გადადგმული ნაბიჯი. ამჟამინდელ პრაღაში კი ორივე დავინახე, თითქოს ფარული, მაგრამ მაინც შესამჩნევი დადებითი და უარყოფითი ცვლილებები.

…და ტრუსჩახდილი გოგონები

Posted by Lord Vader | Posted in გასეირნება პრაღაში, ცნობილი პრაღელები | Posted on 06-11-2008

7

rent a car bulgariaფისი-ფისი ბიჭების შადრევანმა პრაღის სხვა ცნობილი სკულპტურა გამახსენა – მას „ბიწიერების მერხი“ ეწოდება და ვისოჩანი რაიონის ჟიჟკოვის ქუჩაზე, ცნობილი ჩეხური კომპანიის Sazka-ს (პრაღის მთავარი სპორტული და საკონცერტო O2/Sazka არენის მფლობელი კომპანია) ოფისის წინ მდებარეობს. თუმცა, თავდაპირველად, მისი დადგმა დვორჟაკის რაიონში იგეგმებოდა, მაგრამ რაიონის მცხოვრებთა პროტესტის შემდეგ ადგილი შეიცვალა – დვორჟაკელებს ქანდაკების სკანდალურობა არ მოეწონათ. არადა, დიდად სკანდალური აქ არც არაფერია: კომპოზიცია წარმოადგენს მამაკაცს, რომელიც მერხზე ზის ნეტარი სახით, გვერდით ფულის დასტა დევს, მის წინ კი გოგონაა მუხლებზე დამხობილი და მამაკაცს ეხუტება… მართალია, გოგონას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი (ანუ მადაბიური ენით რომ ვთქვათ ნიფხავი) არ აცვია… და რა მერე? შენ თავად თუ კულტურული ადამიანი ხარ, თანაც დიდი კომპოზიტორის ქუჩაზე ცხოვრობ, მამაძაღლი – რა მაინცადამაინც „იქ“ უნდა მიაჩერდე?

ფისი-ფისი ბიჭები

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 05-11-2008

6

ყველანაირი ფანტანი გამიგია მაგრამ ასეთი… :)

კაფკას მუზეუმს რომ მივადექი იქ უცნაური ფანტანი დამხვდა. ორი რკინის კაცი მოძრავი პენისებით ჩეხეთის ტერიტორიას ”რწყავენ”. თან უწესივროდ კი არა, არამედ გუბედ ქცეულ ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილი ჩეხების გამონათქვამებს წერენ.

მეათე დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 21-10-2008

0

ქანცგამოცლილმა პრაღაში გასეირნების ბოლო დღე საყვარელი ადგილების ”ლაითად” მონახულებას და სუვენირების შეძენას მოვახმარე. მაგრამ ამ დღესაც, ისევე როგორც, წინა დღეებში ხანგრძლივი დროით გავჩერდი ქუჩის მუსიკოსებთან და სიამოვნებით მოვუსმინე მათ შემოქმედებას. მათი მუსიკა ისეთ ატმოსფეროს ქმნის სტარომესტკის ქუჩებში, ანდაც კარლოსის ხიდზე როგორსაც არღანი ან თუნდაც ზურნის კვნესა ქმნის თბილისის აბანოთუბანში. საერთოდ პრაღა ძალიან მუსიკალური ქალაქია და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიხვდები, მთავარია გაისეირნო :)

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=x60l_Ilt4vY]

მერვე დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 19-10-2008

1

მერვე დღე პრაღაში ხანგრძლივი მივლინებით ჩამოსული კოლეგის მონახულებისა და დაკვალიანების გარდა ტრანსპორტის (ტრამვაის) მუზეუმის შესწავლას დავუთმე. 

მუზეუმი მოთავსებულია ტრამვაის მოქმედი დეპოს ერთერთ სადგომში. შესვლისას შეცდომით დეპოს ეზოში ფორმიანი ვატმანების თავშეყრის ადგილას აღმოვჩნდი. ამან კი შედარების გაკეთების საშუალება მომცა. უცხოელი ტურისტებისთვის და არამარტო მათთვის გახსნილი მუზეუმის ეზო და სადგომის მდგომარეობა ზუსტად ისეთივია როგორიც მოქმედ დეპოში. უნებლიედ თბილისის ტრანსპორტის ”გარაჟები” გამახსენდა :(

მუზეუმში 35 კრონი გადავიხადე, ეს თითქმის 3 ლარია. იქ მოთავსებული ტრამვაისა და ამ ტრანსპორტთან დაკავშირებული დამხმარე მანქანების დიდი ნაწილი აღდგენილია და განახლებული. ამ ფოტოზე გამოსახული ვაგონი კი ზუსტად იმ მდგომარეობაშია როგორშიც იყო 1970 წელს, ექსპლოატაციის დასრულებისას. თავად კი გამოშვებულია 1930 წელს. მას ჩაბმული აქვს მეორე ვაგონი (ტრაილერი) რომელსაც ძრავი არ გააჩნია. ასეთი შემადგენლობა ახლაც დადის პრაღის ქუჩებში და ძირითადად ტურისტებს იზიდავს.

მეშვიდე დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 18-10-2008

1

ეს დღეც პრაღის ღირშესანიშნაობბეის დათვალიერბას მოვახმარე. ჯერ ”ვიშეჰრადი” მოვინახულე საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. უამრავი ფოტო გადავიღე რომლებსაც თანდათანაბით გამოვაქვეყნებ.

img_0459-1.jpg img_0491-1.jpg img_0490-1.jpg img_0651-1.jpg img_0602-1.jpg

სადილისა და მცირეოდენი შესვენების შემდეგ ისევ გაგრძელდა პრაღის ქუჩებში მოგზაურობა, გეზი ”ჩერტოვკისკენ” მქონდა აღებული როდესაც შევამჩნიე ”კარლოსის ხიდის” ერთერთი კოშკის ღიად დარჩენილი პატარა კარი. შევედი და კიბეებს ავუყევი, ფანჯრებიდან რამდენიმე კარგი ფოტო გადავიღე და ის ის იყო სახურავს მივადექი, რომ მოლარე და ბილეთების ჯიხურიც გამოჩნდა :) სხვა რა გზა იყო, ამოდენა ძალისხმევის შემდეგ რაც მე კიბეებზე სიარულს მოვანდომე ფული უნდა გადამეხადა, 70 კრონი არც ისე დიდი თანხაა – 4 ლარი. ჰოდა გავიარე დარჩენილი 80 საფეხურიც და ულამაზესი ხედების მომსრე გავხდე, რომელიც კარლოსისი ხიდის სახურავებიდან იშლება.

მეექვსე დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 17-10-2008

0

საიდან დავიწყო აღარც კი ვიცი. ამინდი გაუმჯობესდა და პრაღის ჰრადსაც მივადექი. იმდენი ფოტო გადავიღე რომ…

img_0070-1.jpg img_0086-1.jpg img_0163-1.jpg img_0285-1.jpg praha-pan.jpg

ძალიან საინტერესო იყო და სანახავად ლამაზი. მოგვიანებთ ალბათ სრულფასოვნად აღვწერ ყველაფერს ახლა კი მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გამოვაქვეყნებ, ქალაქში ფეხით სიარულით, ცივი ქარითა და დისკოთეკის მუსიკით დაღლილს წერის თავი ნამდვილად არ მაქვს :)