Posted by Lord Vader | Posted in სხვადასხვა | Posted on 03-12-2007
3
2000 წლის დეკემბერში პრაღის ქუჩები, 1989 წლის ”ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ პირველად, კვლავ გახდა მრავალათასიანი საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგების მომსწრე. ისევე როგორც 1989 წლის დეკემბერში, დემონსტრანტები ამჟამადაც მოითხოვდნენ სიტყვის თავისუფლებასა და დიქტატის დასასრულს და ამ ყველაფრის მიზეზი ჩეხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიის ხელმძღვანელი ორგანოს – სამაუწყებლო საბჭოს გადაწყვეტილება იქცა, რომელმაც, გაათავისუფლა ტელევიზიის გენერალური დირექტორი დუშან ხმელიჩეკი და 2000 წლის 20 დეკემბერს მის ნაცვლად ჟირი ხოდაჩი დანიშნა.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სხვადასხვა | Posted on 24-11-2007
0
პრაღა 2007 წლის 24 ნოემბერი, დი-ჯეი ტიესტო ”ტი-მობაილ არენაზე”
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=RQVi72mHdas]
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სხვადასხვა | Posted on 27-10-2007
1
ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი — ჩეხეთი, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა, საქართველოს დასავლეთით, მისგან საკმაოდ შორს, რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით, მდებარეობს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ფაქტი არ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, რომელიც ბოლო დროს, კულტურულის გარდა, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირებითაც გამყარდა. 28 ოქტომბერს მთელი ჩეხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს: 1918 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადდა ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა, ხოლო პრეზიდენტის პირველ არჩევნებში ტომაშ მასარიკმა გაიმარჯვა. საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობას ერთგვარ დადებით იმპულსს სძენს ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის 88 წლისთავზე საქართველოს ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე პშემისლ სობოტკა ესტუმრა.
რა იციან თბილისელებმა ჩეხეთისა და ჩეხი ხალხის შესახებ? ბატონი გიორგი, რომელსაც მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე, ამბობს, რომ ჩეხეთის ხსენებაზე, პირველ რიგში, თვალწინ უდგება კათხა ქაფქაფა ჩეხური ლუდისა, რომელიც საბჭოთა საქართველოში ძნელად იშოვებოდა:
Posted by mamuka | Posted in სხვადასხვა | Posted on 09-05-2007
3
2007 წლის 2-8 მაისს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი ქრისტეფორე (პულეცი).
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია (1992 წლამდე ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესია) რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 1951 წელს გამოეყო და ავტოკეფალია მოიპოვა. ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია 4 ეპარქიას აერთიანებს. ეპარქიები 166 სამრევლოსა და 184 ეკლესია-მონასტერს მოიცავს.
უნეტარესი ქრისტეფორეს ინრონიზაცია შედგა გასული წლის 29 მაისს.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სხვადასხვა | Posted on 19-11-2004
4
დავით კაკაბაძე, რადიო თავისუფლება, პრაღა
ხუთშაბათს პრაღაში მცხოვრებ ქართველებს დღესასწაული მოუწყო კინოთეატრმა “ოკომ”: აქაურ კინოს მოყვარულთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა, არაკომერციულმა კინოთეატრმა თავის პროგრამაში ჩართო ქართული მუნჯი კინოს შედევრი, კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია”. 1929 წელს გადაღებული ეს ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირში თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე აკრძალული იყო და რომლის ახალგაზრდა ავტორი ბოლშევიკებმა საერთოდ ჩამოაშორეს კინემატოგრაფს, დღეს მსოფლიო კინოს ოქროს ფონდშია შესული. თუმცა, ჩვენებაც არის და ჩვენებაც. როგორც დავით კაკაბაძისგან შეიტყობთ, პრაღაში მოწყობილი სეანსი ჩვეულებრივი სეანსი არ ყოფილა.