Bernard – ახალი ჩეხური ლუდი ფრანგული არომატით

Posted by Lord Vader | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 15-03-2008

6

ლუდი ბერნარდი თბილისში ეს ბოლო ხანებია ლუდი ”BernarD” გამოჩნდა (მათ შორის ჩემს საყვარელ ბარში ”ტუკანი”)… ნაკლებად ცნობილმა, მაგრამ კარგმა ჩეხურმა ლუდმა ფრანგული სახელი :) ლუდსახარშის დამფუძნებლისგან: ჩეხი ინჟინრის, ბერნარდის- გან მიიღო.

ეს ლუდი ახალია – სულ რაღაც 1991 წელს გამოჩნდა ბაზარზე. სტანისლავ ბერნარდმა და მისმა პარტნიორებმა მე-16 საუკუნის ჰუმპოლეცის ლუდსახარში აღადგინეს და იქ ახალი ლუდის ჩამოსხმა დაიწყეს.

ჰუმპოლეცი ძველი და ლუდის ტრადიციებით განთქმული ქალაქია. სწორედ ლუდთანაა დაკავშირებული ერთი სახალისო ისტორია, რომელიც ჰუმპოლეცში მოხდა 1838 წელს. ადგილობრივი ლუდის ხარისხით არცთუ კმაყოფილმა მოქალაქეებმა, მთავარ მოედანზე 36 კასრი ლუდი გამოაგორეს, ნაჯახებით დახეთქეს, ლუდი დაღვარეს და დაიფიცეს, რომ შემდეგ ჯერზე აქ ადგილობრივ მელუდეებს გამოაგორებდნენ…

ბეჰეროვკა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სხვადასხვა | Posted on 15-03-2008

17

Becherovkaერთხელ სამსახურში უცხოელი სტუმარი გვეწვია პრაღიდან და მწვანე ბოთლი გვაჩუქა, რომელიც გარეგნულად, შიგთავსის ფერითა და სუნითაც ძალიან ჰგავდა ”ტრაინოი ადიკალონს”. ბოთლს ეწერა ”ბეჰეროვკა” (Becherovka) ამიხსნეს ჩეხური ეროვნული სასმელიაო. ერთი-ორჯერ რომ გავუსინჯე გემო, მერე მუშაობის პროცესში ვწრუპე ჩაისთან და ყავასთან ერთად და თანდათან მომეწონა კიდეც :) მოგვიანებით ამ ჩემთვის უცნაური სასმელის ისტორიასაც ჩავუღრმავდი.

ბეჰეროვკა 1807 წელს დაუმზადებიათ ინგლისელ თერაპევტს სახელად ფრობრიგი და აფთიაქარ იოზეფ ბეჰერს. ფრობრიგს სასმელის დამუშავება ბეჰერისთვის მიუნდია თვითონ კი საქმეს ჩამოცილებია. ბეჰერების ოჯახს სამკურნალო ლიქიორის წარმოება განუვითარებია და მისი სავაჭრო მარკაც დაურეგისტრირებია – ”ბეჰეროვკა”. ოჯახი საიდუმლოდ ინახავდა სასმელის მომზადების რეცეპტს და ფაშისტების მიერ ჩეხეთის ოკუპაციის დროს ბეჰეროვკის დამზადების წესები ეზოში მიწაში ჩაუმარხიათ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩეხეთის ხელისუფლებამ დამარხული რეცეპტის პოვნა შეძლო და ამის შემდეგ სასმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

60 წელი კომუნისტური გადატრიალებიდან

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 24-02-2008

0

1948 გადატრიალება60 წელი გავიდა ჩეხოსლოვაკიაში მომხდარი კომუნისტური გადატრიალებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით პრაღაში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება კომუნიზმის მსხვერპლთა პატივსაცემად. მთავარი შეკრება გაიმართება პრაღის ჰრადში 25 თებერვალს, რომლის ორგანიზატორია პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი და ”პოლიტპატიმრების კონფედერაცია”.

ამ თავყრილობის ანტიპოდად იქცევა დემონსტრაცია ”ხელისუფლების წინააღმდეგ და სოციალიზმის მხარდასაჭერად, მიძღვნილი თებერვლის მოვლენების 60 წლისთავისადმი”. დემონსტრაციის ორგანიზატორია ჩეხეთის კომუნისტური პარტია და ახალგაზრდების კომუნისტური კავშირი.

ჩეხეთის მის 2008 გახდა ელიშკა ბუჩკოვა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 03-02-2008

0

Eliška Bučkováორი თებერვლის საღამოს ჩეხმა ტელემაყურებლებმა სილამაზის დედოფალი აირჩიეს. ჩეხეთის მის 2008 გახდა ელიშკა ბუჩკოვა. კონკურსის ფინალი პრაღის აეროპორტის ”რუჟინეს” გასაფრენ ტერმინალში გაიმართა. ჟიურის თავმჯდომარეობდა და ჩეხეთის მის 2008 ტრიუმფალური ლენტით შემოსა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა. კონკურსში გამარჯვებულმა ელიშკა ბუჩკოვამ 5 მილიონი ჩეხური კრონის საჩუქრები მიიღო. მხოლოდ გვირგვინი, რომელიც თავს დაადგეს ყველაზე ლამაზ ჩეხ გოგონას, ერთ მილიონ კრონაზე მეტადაა შეფასებული. სხვა მონაწილენი.

საკუთრების უფლება ჩეხეთში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 18-01-2008

1

კოლოდეის სასახლეახლახანს, პრაღა 9-ის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დედაქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე სასახლე ”კოლოდეი” მისი ყოფილი მესაკუთრის შთამომავალს ვიტეზსლავ კუმპერას დაუბრუნდება.

შენობა და მამულები მის მესაკუთრეს 1948 წელს ჩამოართვეს, ჩეხეთის გაწითლების შემდეგ, ე.წ. ბენეშის დეკრეტების საფუძველზე. ამ სასახლის უკანასკნელი მფლობელი იყო ანტონინ კუმპერა, რომელმაც ”გაკულაკების” შემდეგ ჩეხოსლოვაკია დატოვა და ბრაზილიაში, ემიგრაციაში ცხოვრობდა.

კუმპერას შთამომავალმა დაამტკიცა, რომ ”კოლოდეის” ნაციონალიზაცია უკანონოდ განხორციელდა. მან უკვე პრაღის ცენტრში, სასამართლოს გზით, სახელმწიფოსგან რამდენიმე ობიექტი დაიბრუნა. აღნიშნული სასახლე იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში ჩეხეთის მთავრობის სხდომები ტარდება.

ლუდის სამოთხე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 14-01-2008

8

ლუდი

დალევდით ლუდს ახლა, -10 გრადუსიან ყინვაში? ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასეთ ყინვაში ლუდს დავლევდი, მიუხედავად იმისა რომ ლუდის დიდი მოყვარული ვარ. მაგრამ ჩეხური ლუდი ისეთია, თანაც პრაღულ ატმოსფეროში, რომ სიცივეს დაგავიწყებს, ისევე როგორც შუა ზაფხულში სიცხეს.

პრაღა და საერთოდ ჩეხეთი ლუდის ნამდვილი ”სამოთხეა”, პრაღაში ლუდი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბოთლში ჩამოსხმული წყალი :) ჩეხები თურმე ბავშვების ჩათვლით, წლის მანძილზე საშუალოდ 160 ლიტრ ლუდს მიირთმევენ. პრაღას ბევრი ტურისტი სტუმრობს ლუდის დასაგემოვნებლად, შორეული იაპონიიდანაც კი. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ლუდისთვის, გერმანელებიც კი ჩადიან პრაღაში. მახსენდება ერთი გერმანელი, ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტის ნათია ბანძელაძის სიუჟეტიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩეხური ლუდი უფრო კარგია ვიდრე გერმანული. 

პრაღაში ლუდს არამარტო სვამენ, ჭამენ კიდეც :) ლუდით სხვადასხვა კერძები მზადდება, რომელთა რეცეპტების წერით არ შეგაწყენთ, ისე ლუდით გაძღობაც შეიძლება. ჩეხები ირწმუნებიან რომ, მხოლოდ ლუდის სმით დანაყრებას ახერხებენ და ამ მეთოდს ჭარბი წონის შესამცირებლადაც იყენებენ.

21 დეკემბრიდან ჩეხეთი შენგენის ზონაშია

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სხვადასხვა | Posted on 21-12-2007

0

დღეიდან ევროპის 24 ქვეყანას შორის მიმოსვლა უპასპორტოდ განხორციელდება. “შენგენის ხელშეკრუელბას კიდევ 9 სახელმწიფო შეუერთდა. ეს ქვეყნებია ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, მალტა, ბალტიისპირეთის, სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ამიერიდან მათ მოქალაქეებს შეულიათ, ევროპაში 4000 კილომეტრი საბუთის გარეშე გაიარონ, ესტონეთიდან პორტუგალიამდე. რაც შეეხება სტუმრებს, მათა შეუძლიათ შენგენის ვიზით იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში, ოღონდ ევროპაში შესვლა იმ ქვეყნიდან უნდა განახორციელონ, რომლის საელჩოშიც აიღეს ვიზა.

ამ თემასთან დაკავშირებით იხ. რადიო ”თავისუფლების” რეპორტაჟი იმ ადგილიდან სადაც იკვეთება ჩეხეთის, პოლონეთისა და გერმანიის საზღვარი.

”ჩეხური ავიახაზები” პრაღა-თბილისის პირდაპირ ავიარეისის შეასრულებს

Posted by Lord Vader | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 20-12-2007

18

ჩეხური ავიახაზები2008 წლის აპრილში CSA-ს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდება.

ევროპის ერთ-ერთი უძველესი, იაფი და სანდო ავიაკომპანია ”ჩეხური ავიახაზები” (”CSA – Czech Airlines”) 1923 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა პრაღაში (დაფუძნებისას მისი ოფიციალური სახელწოდება იყო ”ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო ავიახაზები”).

ბოტასი და ”ბოტასი”

Posted by Lord Vader | Posted in სხვადასხვა | Posted on 09-12-2007

9

რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? რა თქმა უნდა – ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.

დღეს ეს სიტყვა შეიძლება ბევრს აღარც ახსოვს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა?

”ბატა” და ტომაშ ბატია

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სხვადასხვა | Posted on 04-12-2007

10

ბატას ფეხსაცმელებიპრაღაში ბევრგან შეხვდებით ფეხსაცმელების ცნობილ მაღაზიას – ”ბატა”, მათ შორის ვაცლავის მოედანზეცაა რამდენიმე სართულიანი მაღაზიაა.

”ბატას ფეხსაცმელების” საწარმო ტომაშ ბატიამ (Tomáš Baťa) 1894 წელს ჩეხეთის ქალაქ ზლინში ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მის საწარმოს მისი და და ძმა შეუერთდნენ. მათი ოჯახი ტრადიციით მეწარე იყო და საქმეც მალე ააწყვეს. ბიზნესის განვითარებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ბატას სამხედრო ფეხსაცმელზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. მისი წარმატების მიზეზი ერთ აქციაშია, 1922 წელს ბატამ თავის პროდუქციაზე ფასები 50 პროცენტით შეამცირა და ბუმიც აქედან დაიწყო.