დაახლოებით კი ვიცოდი მაგრამ ასე ძალიან არა . წარმოიდგინეთ თქვენი ჯიბის ბიუჯეტი, როდესაც რაც შეიძლება მომჭირნედ აპირებთ საყიდლებზე წასვლას მაგალითად მიდიხართ ვაგზლის ან სულაც ლილოს ბაზარზე და ყიდულობთ ბევრად უკეთესი ხარისხის ძალიან გემოვნებიან და ელეგანტურ ტანსაცლმელს. დიახ სულაც არ ვამუქებ, ეს ნამდვილად ასეა, პრაღა დახვეწილი, სადა და ამავდროულად ხარისხიანი საყიდლების ქალაქია.
ნუ გექნებათ ილუზია რომ პრაღის მაღაზიებში მოდის უკანასკნელ სიტყვას ნახავთ. ან ძალიან ავანგარდულად და ექსტრავაგანტულად შეიმოსებით, მაგრამ მათ ვისაც კლასიკური ჩაცმულობა იტაცებს (ანუ ძირითადი დროის გატარება ოფისებში უწევს) თამამად შემიძლია ვურჩიო წავიდნენ პრაღაში და იქაური მაღაზიები დალაშქრონ.
მოკლედ, ქართველს კაცს რომ კითხო, ჩეხეთში რა მოეწონა ყველაზე მეტად, ანდა რისთვის მიდის იქ, 80% უპასუხებს ჩეხური ლუდიო, პრინციპში მართლები არიან, იქაური ლუდი განთქმულია და უამრავი ადამიანი მიდის იქ, მის საწრუპავად. აი მე კი. რომ მკითხოთ, ჩეხური ნაყინი არანაკლებ პოპულარული უნდა იყოს. არ ვიცი რისგან და როგორ ამზადებენ გემოს ამ პატარა ჯადოქარ ბურთულებს, მაგრამ ვისაც იგი გაუსინჯია დამეთანხმება რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ჩეხური გემოს ის არომატი გაგრძნობინოს, რომელიც შემდგომ, შენს სამშობლოში დაბრუნებულს, აუცილებლად მოგანატრებს თავს. ეს ჩეხებმაც არჩვეულებრივად იციან, და აფასებენ კიდევაც ჩეხურ კიდევ ერთ კოლორიტს.
Posted by Lord Vader | Posted in სხვადასხვა | Posted on 21-07-2008
2
ვისაც, ჩემი არ იყოს, საბჭოთა სკოლის დამთავრება მოუწია და „სსრკ ისტორიის“ სწავლის ბედნიერებაც ხვდა წილად, ალბათ ემახსოვრება ეგრეთ წოდებული „ბელოჩეხების“ ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის ამბავიც. გამოგიტყდებით, მე პირადად თავის დროზე ამ ამბიდან ვერაფერი გავიგე – ვერც ის, რატომ იყვნენ ჩეხები „თეთრები“, ვერც ის, თუ რატომ აჯანყდნენ და რა ეომებოდათ, როცა ბოლშევიკებმა ისინი გაათავისუფლეს და სამშობლოში დასაბრუნებლად გაუშვეს და წესიერად ვერც ის, თუ როგორ მოხვდნენ ისინი რუსეთში… ისე, რუსების დატყვევებული ბევრი გაგვიგია და გათავისუფლებული ცოტა, თუმცა ეს იქეთ იყოს…
პრაღაში, ქართულ-ჩეხური რესტორნის ”თამადის” დახურვის შემდეგ, ერთი წლის წინ, ახალი ქართული რესტორანი გაიხსნა. არტ კაფე ”ირმასთან” (Art cafe u Irmy) ასე ჰქვია რესტორანს, რომელიც მდებარებს პრაღის ისტორიულ ნაწილში, ტურისტული მარშუტების გულში, მისამართზე: Karoliny Světlé 35, Prague 1. კარლოსის ხიდისა და უდიდესი დისკოთეკის კარლოვი ლაზნის მახლობლად ოციოდე მეტრში და თანაც არტ კაფე 24 საათის მანძილზე მუშაობს.
იმპერატორი კარლ IV ლუქსემბურგელი (იგივე შარლ IV, იგივე კარელ I, იგივე ვენცესლასი, იგივე ვაცლავი) იყო იმპერატორ იოანე ლუქსემბურგელის, იგივე იოანე ბრმის – ლუქსემბურგის ჰერცოგის, ბოჰემიისა და პოლონეთის მეფის ((თემო ჩირგაძის ცნობილი გმირისა არ იყოს, მომკლავს ეს ორ-ორი კი არა და ხუთ-ხუთი სათაურები…)) უფროსი ვაჟი. დაიბადა პრაღაში 1316 წლის 14 მაისს. შვიდი წლის ასაკიდან იზრდებოდა ბიძამისის, საფრანგეთის მეფის შარლ IV კაპეტინგის კარზე, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა, არითმეტიკა, ასტრონომია, ისტორია, საღთო სჯული (მის მასწავლებელთა შორის იყო მომავალი პაპი კლემენტ VI – ამ მოკავშირეობამ მომავალში დიდად შეუწყო ხელი კარლ IV-ის ძალაუფლების განმტკიცებას), ლათინური, ფრანგული და ჩეხური ენების გარდა თავისუფლად ფლობდა ასევე გერმანულს და იტალიურს. ამავე დროს, როგორც ჩანს, მომავალი იმპერატორი არა მხოლოდ სწავლით იყო დაკავებული – პარიზში ის დაუახლოვდა და დაქორწინდა ვალუას ჰერცოგინია ბლანშზე (როგორც ცნობილია, ვალუებმა საფრანგეთის სამეფო ტახტზე კაპეტინგების დინასტია შეცვალეს – ბლანში მეფე ფილიპე VI ვალუას ნახევარდა იყო).
პრაღა არ არის მხოლოდ უბადლო ლუდის, ვაჟკაცური ჰოკეისა და ლამაზი ქალების ქალაქი – ის კარგი მუსიკის ქალაქიცაა.
ახლა, ამის გაგონებაზე, ბევრს ეგებ კარელ გოტი და ერთ დროს მოძმე სოციალისტური ბანაკის ჰანგები გაახსენდეს, მაგრამ მე სხვა მუსიკას ვგულისხმობ. თავისუფალ, იდეოლოგიურ ჩარჩოებს დაუმორჩილებელ მუსიკას. მუსიკას, რომელსაც ჯაზი ჰქვია.
პრაღის ჯაზ-ფესტივალი წელს უკვე 32-ედ ჩატარდება. ტრადიციულად ის შემოდგომის მიწურულს – 22-დან 30 ნოემბრის ჩათვლით იმართება. დიუკ ელინგტონი, კაუნტ ბეისი, ოსკარ პიტერსონი, ბენი გუდმენი, სტეფან გრაპელი, ბი ბი კინგი, დეივ ბრუბეკი, ბეტი კარტერი სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ პრაღას.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 19-04-2008
0
ჩეხეთის რესპუბლიკა აღშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, საქართველოს ტერიტორიის კონფლიქტურ ზონებში, კონკრეტულად, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დაამყარონ ოფიციალური ურთიერთობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებთან, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
ჩეხეთის რესპუბლიკა გამოხატავს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ.
Posted by Lord Vader | Posted in სხვადასხვა | Posted on 26-03-2008
7
ვინ არ იცის სვეტიცხოვლის ტაძრის ამგები არსუკისძის ამბავი:
”დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს -
რატომ კარგი აგიგია…”
რაღაც ამის მსგავსი რამ გადახდათ თავს 1950 წელს ლეგენდარულ ჩეხ ჰოკეისტებს.
40-იან წლებში ჩეხოსლოვაკიურ ჰოკეიში საოცრად ნიჭიერი თაობა შეიკრიბა: აუგუსტინ ბუბნიკი, ბოჰუმილ მოდრი, სტანისლავ კონოპასეკი, ვლადიმირ კობრანოვი… იმ დროის მსოფლიოში საუკეთესო ჰოკეისტთა შორის მოიხსენიებოდნენ.