MyPraha.info - ჩემი პრაღა » სხვადასხვა

პრაღის შემოგარენი – კონოპიშტე და კარლშტაინი
კონოპიშტე. სასახლე სავსეა იარაღითა და ნანადირევის ფიტულებით, რქებითა და ეშვებით. ნადირობის ჟინით შეპყრობილმა სასახლის პატორონმა პრინცმა ფრანც ფერდინანდმა, ვიდრე სარაევოში ტერიტორისტის ტყვია დაეწეოდა, 30 თასამდე სულიერის დახოცვა მოასწრო…

კონოპიშტე პატარა ქალაქ ბენეშოვის მახლობლად მდებარეობს. სწორედ ამ სასახლისა და მისი მფლობელის შესახებ საუბრით იწყებს იაროსლავ ჰაშეკი შვეიკის თავგადასავალს: მოკლესო, ესე იგი, ჩვენი ფერდინანდიო, ამბობს მოსამსახურე ქალი. რომელი ფერდინანდიო, კითხულობს შვეიკი, ერცჰერცოგი ფერდინადი, ბატონო, ის, რომელიც კონოპიშტეში ცხოვრობდა, მსუქანიც რო იყო და ღვთისმოშიშიცო…

სიმსუქნისა და ღვთისმოსაობის გარდა ფრანც ფერდინანდს სხვა უცნაურობებიც სჭირდა. ჯერ იყო და არამეფური გვარის ჩეხ დიდგვაროვან ქალზე იქორწინა, მერე კი მომავალი მონარქისათვის შეუფერებელი ლიბერალური პოზიცია დაიკავა იმპერიაში შემავალი ერების თვითგამორკვევის უფლებასთან მიმართებაში… მართალია, ფრანც ფერდინანდმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო სამყაროს შეცვლა, მაგრამ მსოფლიოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა მისი სიკვდილი. 1914 წელს სერბი ტერორისტის გასროლას, რამდენიმე წუთის ინტერვალით, ჯერ ფრანც ფერდინადის ფეხმძიმე მეუღლე, შემდეგ თავად ერცჰერცოგი და ბოლოს მსოფლიო წესრიგი ემსხვერალა…

კონოპიშტე 13-14 საუკუნეებში, ფრანგული არქიტექტურის მიბაძვითაა აშენებული. მიგვიანებით კი, არაერთხელ განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად, რენესანსისა და ბაროკოს სტილის ელემენტებიც შეემატა. 1921 წლიდან კონოპიშტე სახელმწიფოს საკუთრებაა, არა და, თავის დროზე ფრანც ფერდინანდმა მასში 2 მილიონი ოქრო გადაიხადა …

ამ ავინიდან მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ოფიცრები იყურებოდნენ. კონოპიშტეში გესტაპოს (Geheime Staatspolizei) სახელით ცნობილმა სახელმწიფო პოლიტიკური პოლიციის სამმართველომ დაიდო ბინა.

კონოპიშტე პრაღიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 50 კილიმეტრში მდებერობს. დაახლოებით ამდენივე მანძილია (ოღონდ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით) კარლშტაინამდე – გოთიკურ ციხემდე, რომელიც კარლოს მეოთხემ 14-ე საუკუნეში ააგო და, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იმპერატორის რეგალიები და წმინდა რელიკვიები ინახებოდა.

კარლოსმა ხიდისა და უნივერსიტეტის გარდა ციხე-ქალაქიც დაუტოვა ჩეხებს

კარლშტაინი მდინარე ბეროუნკას ლამაზ ხეობაში კლდეზეა აშენებული. ჩეხები ამ კლდეს „დრაკონის კლდეს“ უძახიან. კლდის ქიმზე, როგორც უკვე ვთქვი, კარლშტაინია, ძირში კი – რა მიხვედრა უნდა – რესტორანი

ციხეც და რესტორანიც იოლად დავლაშქრეთ. კლდის სიმაღლე 100-მდე მეტრი თუ იქნება და ბილიკით მის დაძლევას, სულ რაღაც 15-20 წუთიც არ უნდა, რესტორანში კი პრაღასთან შედარებით სასაცილო ფასებია.

გაოცებას იწვევს ამ პატარა და მყუდრო რესტორნის მენიუს მრავალფეროვნება. კაცი იფიქრებს რესტორანს გარეული ფრინველისა და ცხოველების (ირმის, ტახისა და შვლის) ხორცით თვით ნადირობაზე შეშლილი ფრანც ფერდინანდი ამარაგებსო. საერთოდაც, რესტორნის მყუდრო დარბაზი გაჟღენთილია ნადირობის ჟინითა თუ სულისკვეთებით: ბუხარში გიზგიზებს ცეცხლი, კედლები კი ნანადირევის რქებითა და სხვადასხვა სახის იარაღითაა დაფარული…

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი

პრაღაში ნინო მაჩაიძეს ოპერის ანჯელინა ჯოლი უწოდეს
12 იანვრამდე პრაღის ქუჩების ბილბორდები გადავსებული იყო ოპერის ქართველი მომღერლის ნინო მაჩაიძის აფიშებით. აფიშების სიმრავლემ თავად მომღერალიც განაცვიფრა. ნინომ კი განცვიფრებული პრაღელები დატოვა. პრაღის საოპერო საზოგადოებამ ნინო მაჩაიძეს “ოპერის ანჯელინა ჯოლიც” კი უწოდა (Angelina Jolieová opery koncertuje v Česku ).

ნინო მაჩაიძემ 12 იანვარს პრაღის მუნიციპალურ სახლში იმღერა. (მოუსმინე)

“მე ბედნიერი ვარ. პირველად ვმღერივარ პრაღაში. ეს ძალიან ლამაზი ქალაქია, ვფიქრობ ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მთელს მსოფლიოში” – უთხრა “ოპერის ანჯელინა ჯოლიმ” რადიო “თავისუფლებას”

რუს გოგონებს თქვენი გაცნობა სურთ…
41 წლის წინ ჩეხეთს რუსული ტანკები შეესივნენ, დღეს კი ჩეხეთს რუსი ქალები არიან შესეულნი. რუსულ ტანკებს გენერალი პავლოვსკი მეთურობდა, რუს ქალებს კი დიანა ივანოვა ხელმძღვანელობს, სააგენტო Najdi mě (“მიპოვნე”) ხელმღვანელი, რომელიც ჩეხებს რუსი ცოლების პოვნაში ეხმარება.

“რუსი ქალები ჩეხებს ჯობნიან იმით, რომ მათ ნამდვილი ოჯახის შექმნა სურთ და პატივს სცემენ ოჯახურ ფასეულობებს”, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

ჯერ-ჯერობით დიანა ივანოვამ სამი ჩეხურ-რუსული წყვილი შექმნა… თუმცა ჯერ ისევ ელის ქორწილში დაპატიჟებას.

“სამწუხაროდ, ჩეხი მამაკაცები დაქორწინებას არ ჩქარობენ”, – წუხს ის. აი, მაგალითად, სააგენტოს დახმარებით ერთი წყვილი შეიქმნა. თითქოს, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ერთად კარგად გრძნობდნენ თავს, მაგრამ როგორც კი რუსმა გოგონამ საუბარი ქორწილსა და შვილებზე ჩამოაგდო, ჩეხი მამაკაცი გაბრაზდა და სასწრაფოდ დაცილდა.

თურმე, ისეც ხდება, როდესაც წყვილი თავიდანვე ვერ უგებს ერთმანეთს და ყველაფერი პირველივე პაემანის დროს მთავრდება. ერთ-ერთმა ჩეხმა მამაკაცმა კაფეში ყავის ფულის გადახდაზე თქვა უარი, ვინაიდან გოგონამ უარი უთხრა სექსზე . “ფული რატომ უნდა გადამეხადა? როდესაც ჩვენს შორის არაფერი ყოფილა,”- განაცხადა მან.

ჩეხებზე გულაყრილი დიანა ივანოვა პოტენციურ საქმროებს გერმანიაშიც ეძებს, თუმცა, გერმანელებს ძალიან მაღალი მოთხოვნები ქონიათ. “ერთ გერმანელ მამაკაცს სურათები რომ ვაჩვენე, მიპასუხა – ასეთები ბალი ათი შაურიაო”. ალბათ, ოლგა კურილენკოებს ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ ოლგა უკრაინელია.

iDNES.cz

გერმანელებისა რა მოგახსენოთ და ჩეხი ქალები ერთ-ერთი ყველაზე ლამაზები არიან ევროპაში. მათთან კონკურირება რუსებსაც გაუჭირდებათ. იმჰო… თუმცა, ჩეხი მამაკაცების ადგილას, რუს ქალებს მაინცადამაინც არ გავაბრაზები… ემანდ ისევ ტანკებით არ ჩაანაცვლონ.

ხავერდოვანი რევოლუცია
<object><embed src="http://www.tavisupleba.org/flash/MediaPlayer.swf?cache=" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="384" height="357" allowfullscreen="true" flashvars="configFilePath=http://www.tavisupleba.org/GetFlashXml.aspx?param=4086|user|video" /></object>

20 წლის წინანდელი პრაღა – ხავერდოვანი რევოლუცია

”ლაშარი” პრაღაში
პრაღაში სასულიერო მუსიკის მეთვრამეტე ფესტივალი “წმინდა ვაცლავის დღესასწაული” მიმდინარეობს. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ფესტივალზე ქართველების გამოჩენას ყველას აღფრთოვანება – გაოცება მოჰყვა. ქართულმა ანსამბლმა “ლაშარი” კვირას პრაღაში წმინდა აპოსტოლების სიმონისა და იუდას ტაძარში იმღერა და არა მარტო იმღერა.

ტაძარი ხალხით გაივსო. პრაღელი მასპინძლები აღნიშნავდნენ, ალბათ კარგი ინფორმაციისთვის დამახასიათებელია სწრაფად გავრცელებაო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ “ლაშარს” ფესტივალზე მხოლოდ საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა. მაგრამ ანსამბლის ერთ-ერთ წევრს ვიზა არ მისცეს და იძულებული გახდნენ პროგრამა შეეცვალათ და ხალხური სიმღერებიც ემღერათ.

მოუსმინეთ –

სვანური, მეგრული, რაჭვული, გურული და კახური სიმღერების მრავალფეროვნებით აღტაცებული პრაღელები გაოგნებული შესცქეროდნენ ქართული სიმღერების უზადო შემსრულებლებს, როდესაც ტაძარში მომხერლებმა ცეკვა წამოიწყეს. პრაღის საზოგადოება შოკირებული დარჩა. რადიო “პრაღამ” სპეციალური პროგრამა მიუძღვნა “ქართულ სასწაულს”

დიადი რუსი ჯუჯა
By Petra Procházková

Respekt, September 13, 2009

Trpaslík obrem

ეჰ, ძნელი საქმე ყოფილა, მუდამ პირველი და ყველაზე უკეთესი იყო.

აი, ხრუშჩოვის დროს საბჭოთა კავშირმა 100 მილიონი ტროტილის ძალის ბომბი შექმნა. რუსებამდე ეს  ვერვინ მოახერხა. ბომბი 1,6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის უზარმაზარ პარაშუტს გამოაბეს და თვითმფრინავიდან გადმოაგდეს. მანამდე ასეთი რამ თავშიაც კი არვის მოსვლია. ხუმრობა ხომ არაა, ამ პარაშუტიდან 12 მილიონი ქალის წინდა შეიკერებოდა.

ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენიც მოსკოვში უნდა აშენებულიყო, თუმცა კრიზისმა ის რამდენიმე სართულით დაადაბლა. მაგიერ, რუსებს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოსმოსური ხომალდი – „ბურანი“ ქონდათ, მართალია ის მხოლოდ ერთხელ აიჭრა ზეცაში, მაგრამ რა ვუყოთ მერე.

სამაგიეროდ, ბუნებამ დააჯილდოვა რუსეთი ყველაფერი ყველაზე დიადით, ყველაზე გრძელით და ყველაზე მარადიულით. აი, მაგალითად, რუსეთშია მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბა – ბაიკალი. ციმბირში მსოფლიოში ყველაზე მეტი ყველაზე აუტანელი კოღოა და ქვეყნის ტერიტორიაც განა ყველაზე-ყველაზე არ არის? მთელი 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი.

ბოლოს და ბოლოს, განა რუსებზე არ მოდის ტექნიკის სფეროში პრაქტიკულად ყველა დიდი აღმოჩენა? მართალია, სადღაც გაგონილი გექნებათ, რომ სინამდვილეში ეს ვიღაც ედისონი იყო, მაგრამ რუსულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ნათურა პირველმა იაბლოჩკოვმა შექმნა, რადიო კი მისმა კოლეგა – პოპოვმა.

დიადი ერები, როგორიც რუსები არიან, დიადი ამბიციებით არიან შეპყრობილნი. გამომგონებლობასა და პროგრესში ისინი მილიონობით დიადი ტვინებისგან მომდინარე დიად ენერგიას დებენ. ჩვენ კი პატარა, ჩია და უცნობი ერები მადლიერნი უნდა ვიყოთ სმეტანასა და ქოლგიანი თხუნელასთვის (ყველა ბავშვისთვის ნაცნობი ჩეხური ანიმაციური ფილმია). სმეტანა და თხუნელა, სხვა თუ არაფერი, უწყინარი არსებები არიან.

რუსებისა და ამერიკელების პაექრობა ავადმყოფურ სახეს იღებს. ამერიკაში პოპულარული კონკურსია – Darwin Awards, რომელშიც იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე სახალისო აღსასრულს პოვებს. აი, მაგალითად, ახლახანს ერთმა კაცმა იხუმრა, ელექტროხერხით ყელი გამოიჭრა და, რა თქმა უნდა, მოიგო. აგრეთვე დიდი წარმატება ხვდა ახალგაზრდას, რომელმაც იმარჯვა და კლიზმის საშუალებით სიკვდილამდე გამოთვრა.

ამის გაგონებამ, რუსები გაახელა და რუნეტში სასწრაფოდ გაჩნდა რუსული დარვინის კონკურსი. ყველაზე დიდი პოპულარობა იმ ადამიანს ერგო, რომელმაც სამართებლით გამოიღადრა ყელი, მაგრამ მთლად რიგიანად ვერ გამოუვიდა – თავი მეტისმეტად უკან გადააგდო და მანამ სისხლისგან დაიცლებოდა, სასწრაფომ მიუსწრო. ექიმმა ის დატუქსა და ასწავლა, როგორ უნდა ყელის გამოჭრა, ჰოდა, როდესაც რუსი საავადმყოფოდან გამოწერეს, მან ყველაფერი უშეცდომოდ, ოსტატურად გააკეთა და სასწრაფოს მისვლამდე ყველაფერი მოიმთავრა.

მე ვერ ვიქნები  ორი დიდი სახელმწიფოს შეჯიბრის მსაჯული. ძნელია თქმა – ვინაა უკეთესი… მაგრამ ამბობენ, რომ რუსი ჯუჯა  ყველაზე ზორბაა.

© Respekt Publishing a.s.

ძალიან კარგი სტატიაა. შესანიშნავი იუმორით შეზავებული.

თარგმანი – ჩემია, მაგრამ რუსულიდან და ცოტა თავისუფალი.

იმედი მაქვს, ამით სტატიას არაფერი დააკლდა.

ავტორის შესახებ:

პეტრა პროხაზკოვა ცნობილი ჩეხი ჟურნალისტია. სსრკ ყველა ცხელ წერტილში უმუშავია, მათ შორის საქართველოშიც. 2000 წელს ჩეჩნეთში ჩატარებული “ზაჩისტკების” გაშუქების გამო რუსეთიდან გააძევეს. მისი მეუღლე წარმოშობით ინგუში იყო, იბრაგიმ ზიაზიკოვი. ჩრდილო კავკასიაში ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია Člověk v tísni-ში მუშაობდა. 2003 წელს ჩეჩნეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს და მას შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

თავად პეტრა პროხაზკოვა ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ ორგანიზაცია Berkat-ს, რომელიც ომის მსხვერპლთ ეხმარება.

2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს დასავლეთს აკრიტიკებდა უღიმღამო და დაგვიანებული რეაქციისთვის.

ნუ გაგვცვლით რუსეთზე!
ღია წერილი ობამას.

ვაცლავ ჰაველმა და 21-მა სხვა აღმოსავლეთ ევროპელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტ ობამას, არ გადატვირთოს ურთიერთობები რუსეთთან იმგვარად, რომ ამან ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს.

წერილის ავტორთა აზრით (რომელთა შორისაც არიან ვაცლავ ჰაველი, ლეხ ვალენსა, ალექსანდრ კვასნევსკი, მარტ ლაარი,ვალდას ადამკუსი, ვაირა ვიკე ფრაიბერგა, ემილ კონსტანტინესკუ, მიხალ კოვაჩი, მატიაშ ეორში და სხვები), რუსეთი რევიზიონისტული სახელმწიფოა, რომელიც 21-ე საუკუნის ტაქტიკასა და მეთოდებს იმისთვის იყენებს, რომ მე-19 საუკუნის გეგმები აღასრულოს.

სარაკეტო თავდაცვით სისტემაზე უარის თქმა, რუსეთისთვის გაუმართლებელი დათმობა და მისთვის ევროპაში პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის ბერკეტის მინიჭება იქნება. ამან კი, შესაძლოა,   შეერთებული შტატებისადმი ნდობას მთელს რეგიონში გამოუთხაროს ძირი – ნათქვამია წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ ხელმომწერნი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენენ, ისინი გამოთქვემენ შიშს, რომ შესაძლებელია, სხვადასხვა დათმობების ფასად, რუსეთმა თავის ყოფილ სატელიტებზე ამა თუ იმ ფორმით ზეგავლენა აღიდგინოს.

მართალია, ნატო-ს ბოლო სამიტზე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს გეგმა,  რომელიც ალიანსის ყველა წევრს დაიცავს, მაგრამ, წერილის ავტორთა მოსაზრებით, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, საჭიროა, ნატომ და აშშ-მაც დაადასტურონ ალიანსისის წევრთა დაცვის მზადყოფნა.

ამერიკელი ექსპერტმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რუსეთის კვლევების ხელმძღვანელმა ანჯელა სთენთმა, განუცხადა “ნიუ იორქ თაიმსს”, რომ საქართველოს მაგალითმა დაადასტურა, რომ სამხედრო კონფლიქტის დროს შეერთებული შტატების ქმედება შეზღუდულია.

ის აგრეთვე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჯერ-ჯერობით ბევრია საუბარი აშშ-ის პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ცოტას საუბრობენ, თუ როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის მეზობლების მიმართ.

პოლონელმა ექსპერტმა, ეუგენიუს სმოლიარმა განმარტა, რომ აღმოსავლეთ ევროპელები რუსეთთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებათა გაფორმების წინააღმდეგ კი არ გამოდიან, არამედ მოითხოვენ, რომ ამგვარი შეთანხმებები რუსეთის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს.

An Open Letter to the Obama Administration from Central and Eastern Europe

აბსენტი
პრაღის ტურისტული ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რომელთა ვიტრინა გადავსებულია ათასგვარი ფორმის ჭურჭელში მოთავსებული მწვანე სასმელით. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერათერთი ტურისტული სატყუარაა. სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია.

ბოჰემიის მხარეში (ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ბოჰემური სასმელის გამოხდის დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აქაური 70%-იანი აბსენტი მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, პიტნა, ქინძი და სხვა. აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუიონის შემცველობაზე.

აბსენტის მომზადების რეცეპტის აღმოჩენას სხვადასხვა ევროპული ქვეყნები იბრალებენ, თუმცა ზუსტად არავინ იცის სად გაჩნდა პირველი აბსენტი. ბოჰემიაში ირწმუნებიან, რომ ბოჰემის შთაგონების წყარო სწორედ მათთან გაჩნდა.

ეს სასმელი არის სხვადასხვა ფერის, ყვითელი, წითელი და ყავისფერი, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია მწვანე შეფერილობის აბსენტი.

ტრადიციულად, აბსენტის მომზადება ხდება სპეციალურ ჭიქაში, მასში ასხამენ დაახლოებით 50 მილიგრამ აბსენტს და ჭიქის თავზე ათავსებენ ნახვრეტებიან კოვზს. ხოლო ამ კოვზზე თავსდება შაქრის ნატეხი და მასზე წვეთწვეთობით ასხამენ ყინულოვან წყალს. 1 პორცია აბსენტს უნდა დაემატოს 3 ან 5 პორცია წყალი, წყალი უნდა დაესხას დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში (წვეთ-წვეთად), იმისათვის რომ მოხდეს შაქრის ნატეხის კარგად გახსნა სასმელში და მიღებული ეფექტის მაქსიმიზაცია. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგად თავს იჩენენ ზეთები რომლებიც შედის აბზინდას, ანისის, ანისულის, კამის, და ცერეცოს შემადგენლობაში. აბსენტის კოქტეილი წყლის რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო აიმღვრევა და მომწვანო რძისფერი გახდება.

არსებობს აბსენტის მომზადების კიდევ სხვა, ჩეხური წესი:

ჭიქის 1/3 შევსებულია აბსენტით, ხოლო კოვზზე შაქრის ნატეხზე ასხამენ აბსენტს პატარა პორციებით და ნატეხსს ცეცხლს უკიდებენ. ანთებული შაქარი იქცევა კარამელად და იღვენთება ჭიქაში. შემდეგ კი ამატებენ ცივ წყალს. ეს ყველაზე გავრცელებული ხერხია.

ისინი ვინც პირველად სვამენ აბსენტს შეიძლება ვერც კი გააცნობიერონ ჰალუცინოგენის ეფექტი. აბსენტის ”კაიფი” ხშირი მოხმარების შემდეგ უფრო ძლიერდება. ეს სასმელი საქართველოშიც ნებადართულია

სხვა სტატიები აბსენტის თემაზე:

http://www.mypraha.info/4-5-days-shoping/

http://www.mypraha.info/cafe-slavia/

ჩეხებს კვლავ ახსოვთ 1968 წელი
ამასწინათ რადიო ”პრაღამ” გამოაცხადა კონკურსი მსმენელთა შორის. მსმენელებს უნდა დაეწერათ ჩეხეთის ისტორიის რომელი მონაკვეთი იყო მათთვის ყველაზე საინტერესო. ექვსი რედაქციის მსმენელთა შორის გაიმარჯვა ფრანგმა, წარმოშობით ჩეხმა კლარა ჩეპოვამ (ფრანგულად: კლერ ლე ბრი-ჩეპ). საფრანგეთში ემიგრირებული ჩეხის შთამომავალმა ის დღე აღწერა, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნებაზე მეოცნებე ემიგრანტმა პრაღაში რუსების ტანკების შესვლის ამბავი გაიგო. აქვე გთავაზობთ მის წერილს რუსულ ენაზე.

Лето. Мне -13.

На время каникул мои родители сняли дом в Солони. Мой брат как раз вернулся из родной страны моего отца. Это было вроде разведывательного визита, он первый из нашей семьи познакомился там с нашими пятью дядями и тетями, а также пятнадцатью кузенами и кузинами. Мы даже планировали вернуться туда все вчетвером в будущем году.

Надо сказать, что когда мой отец жил в Чехословакии, он был весьма известным писателем. С политикой имел мало общего, но ни его литература, на которую повлияла сильная католическая вера, ни его дружба с западными интеллектуалами не одобрялись тогдашним режимом. Чтобы избежать тюрьмы, он вынужден был тайно пересечь границу, перелезая через колючую проволоку. Его мать умерла в Моравии, он так ее и не увидел. И по прошествии двадцати лет в изгнании вдруг впервые появилась надежда – ситуация в стране потихоньку становилась легче. Мой отец и сам-то не верил в такое, но мы уже вовсю представляли, как приедем в Мыслеховице и обнимемся с его братьями и сестрами.

В то утро, как обычно, я поднялась и собиралась завтракать с родителями. Все было не так, я чувствовала – что-то случилось, пока я не знала, что именно. Мама прятала заплаканные глаза и носовой платок, отец сидел, сгорбившийся, замкнутый, и как будто не хотел нас видеть. Самое удивительное было в такой утренний час – работающее радио. Я ничего не понимала, я не хотела понимать слова, которые неслись из громкоговорителя. Они заполнили нашу комнату, они вторглись в наши жизни. Говорили о танках, о русских солдатах, об оккупации, описывали толпы на улицах Праги, баррикады, убитых.

Не сразу я поняла, что мой отец уже никогда не вернется в свою родную страну. Это было 21 августа 1968.

http://www.radio.cz/ru/statja/117711

რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა
რუდოლფ მეორე

რუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ.

ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენიად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა.

მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა.

რუდოლფ მეორემ ხელოვნების ნიმუშთა დიდი კოლექცია შეაგროვა – მის კუნტსკამერაში იყო ლეონარდო და ვინჩის, ალბრეჰტ დიურერის, პიტერ ბრეიგელ უფროსის ნახატები.

ამავე დროს მას უძილობა, დეპრესია და ფსიქიური აშლილობა აწუხებდა – იმპერატორი საკუთარ, გამოგონილ სამყაროში იყო ჩაკეტილი სადაც არარეალურ, ხშირად ფანტასტიკურ გეგმებს სახავდა – პრაღის მასშტაბული რეკონსტრუქცია, ახალი ჯვაროსნული ომის წამოწყება ოთომანის იმპერიის წინააღმდეგ, ფილოსოფიური ქვის მიგნება ეს ყველა რუდოლფ მეორეს განუხორციელებელი დარჩა…

სამაგიეროდ, 1583 წელს მან ვინმე ჟირი ბირკასგან შეიძინა 1517 წელს აგებული ლუდსახარში კრუშოვიცე და პირადად დაიწყო ზრუნვა მის განვითარებაზე. აქედან მოყოლებული, ლუდ “კრუშოვიცეს” ჰაბსბურგთა საიმპერატორო გვირგვინი ამშვენებს. რუდოლფ მეორის დამსახურებაა სწირედ, რომ კრუშოვიცეს სამეფო ლუდსახარში დღეს ჩეხეთის ეროვნული სიამაყეა… (მართალია, ახლა ის უკვე ჰოლანდიურ ჰეინეკენს ეკუთვნის, მაგრამ გლობალიზაციას წინაშე მეფეებიც კი უძლურნი არიან).

ასე გამოიყურება შავი კრუშოვიცე

კრუშოვიცე აწარმოებს ღია და მუქი ფერის, აგრეთვე სამარკო ლუდს:  „საიმპერატორო“,   „საიუბილეო“, „მუშკეტერი“ (რომელიც, ერთ-ერთი გადმოცემით, პირადად რუდოლფ მეორის გამოვნებით შეიქმნა საგანგებოდ საიმპერატორო გვარდიელთათვის. ამ ლუდის ხელახალი წარმოება ძველი რეცეპტურის მიხედვით, ქარხანამ 1980 წელს განაახლა).

Krusovice video

მთელი ამ გამიდან მე ტრადიციულად შავ Krušovice Černé-ს გირჩევთ.  ამ მუქ ლუდს  (თუ სწორედ დაისხამთ  ) მაღალი, თეთრი ქუდი ამშვენებს და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი გამოირჩევა. მიაკითხეთ თბილისის სუპერმარკეტებს

Krusovice.cz