"გმადლობთ რატილი"

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სხვადასხვა, ცნობილი პრაღელები | Posted on 07-01-2012

0

Богородица

იოსებ ივანეს ძე რატილი (ნამდვილი გვარია ნავრატილი) დაიბადა 1840 წლის 27 თებერვალს ჩეხეთში, დობშიცეში.
ქართული ფოლკლორით მოხიბლული ჩეხი მომღერალი თავდავიწყებით ჩაერთო ქართული ეროვნული საგანძურის შეგროვებისა და ნოტებზე გადატანის საქმეში.художник на икониИкони на светци

ცნობილი ჩეხი პროდიუსერის ვიზიტი საქართველოში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 21-09-2011

0

2011 წლის 19-21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ჩეხეთის საელჩოს მოწვევით საქართველოს ესტუმრება ცნობილი ჩეხი პროდიუსერი და რეჟისორი ვაცლავ მარჰოული, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩეხეთის კინოინდუსტრიის განვითარებაში. მარჰოული 11 წლის განმავლობაში აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობდა ჩეხეთის ”ბარანდოვი”-ს კინოსტუდიაში და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხდა ”ჰოლივუდის” დაინტერესება ჩეხეთის კინოინდუსტრიით. მარჰოულის ხელმძღვანელობის დროს გახდა ”ბარანდოვი” ქვეყნის წამყვანი კინოსტუდია.

საქართველოსა და ჩეხეთის დამაკავშირებელი „ცოცხალი ხიდები“

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 04-06-2011

0

27 მაისს ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბრნოში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სახელწოდებით „ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი“. კონფერენცია ორგანიზებული იყო ჩეხეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს სათვისტომოსა და ჩეხეთის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ჩეხეთის მთავრობისა და ევროკავშირის დახმარებით საქართველოში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. იყვნენ სხვა საინტერესო ადამიანებიც – სტუდენტები, საჯარო მოხელეები და უფლებადამცველები, რომლებიც ნამდვილ „ცოცხალ ხიდებს“ წარმოადგენენ საქართველოსა და ჩეხეთს შორის.

ჩეხურ-ქართული შერეული სავაჭრო პალატა მუშაობას იწყებს

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა, ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 18-03-2011

0

ხუთშაბათს პრაღაში, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთ-ერთ დარბაზში, ერთმანეთის გვერდით იხილავდით საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის დროშებს. დაფუძნდა ჩეხურ-ქართული შერეული სავაჭრო პალატა. ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში შეკრებილები, საქართველოსა და ჩეხეთის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები, სამინისტროების, კომპანიების წარმომადგენლები, ახლად დაფუძნებული პალატის წევრები, სიტყვით გამოსვლების, საქართველოს მიღწევებზე საუბრისა და ფირმების წარდგენის შემდეგ უკვე ოდნავ დაღლილები, ბოლოს ქართული ღვინის პრეზენტაციაზე მიიწვიეს.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 05-11-2010

0

ავტორი: ოქროპირ რუხაძე (რადიო “თავისუფლება”)
ვისაც მოგზაურობა სურს და ვინც – სხვებს სთავაზობს სამოგზაურო სამსახური პრაღაში, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის საგამოფენო ცენტრში, „ვისტავიშჩეზე“ შეიკრიბა. 3-4 ნოემბერს აქ საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „მადი ტრეველ მარკეტი“ ჩატარდა. თავისი საქმიანობა წარმოადგინა მსოფლიოს 300-მდე ფირმამ ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც მასპინძელი არსებობს და სტუმარსაც ჩაესვლება. აქაა საქართველოს კუთხეც, სადაც ერთად არიან ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო და ორი კერძო კომპანია – „გეორგიკა ტრეველი“ და „ტრეველშოპი“.  უფრო მეტი >>>Подаръциikoni

პრაღის შემოგარენი – კონოპიშტე და კარლშტაინი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სხვადასხვა | Posted on 19-02-2010

0


კონოპიშტე. სასახლე სავსეა იარაღითა და ნანადირევის ფიტულებით, რქებითა და ეშვებით. ნადირობის ჟინით შეპყრობილმა სასახლის პატორონმა პრინცმა ფრანც ფერდინანდმა, ვიდრე სარაევოში ტერიტორისტის ტყვია დაეწეოდა, 30 თასამდე სულიერის დახოცვა მოასწრო…

პრაღაში ნინო მაჩაიძეს ოპერის ანჯელინა ჯოლი უწოდეს

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 13-01-2010

4

12 იანვრამდე პრაღის ქუჩების ბილბორდები გადავსებული იყო ოპერის ქართველი მომღერლის ნინო მაჩაიძის აფიშებით. აფიშების სიმრავლემ თავად მომღერალიც განაცვიფრა. ნინომ კი განცვიფრებული პრაღელები დატოვა. პრაღის საოპერო საზოგადოებამ ნინო მაჩაიძეს “ოპერის ანჯელინა ჯოლიც” კი უწოდა (Angelina Jolieová opery koncertuje v Česku ).

ნინო მაჩაიძემ 12 იანვარს პრაღის მუნიციპალურ სახლში იმღერა. (მოუსმინე)

“მე ბედნიერი ვარ. პირველად ვმღერივარ პრაღაში. ეს ძალიან ლამაზი ქალაქია, ვფიქრობ ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მთელს მსოფლიოში” – უთხრა “ოპერის ანჯელინა ჯოლიმ” რადიო “თავისუფლებას”

რუს გოგონებს თქვენი გაცნობა სურთ…

Posted by Lord Vader | Posted in სხვადასხვა | Posted on 25-11-2009

1

Russian-women-soldiers41 წლის წინ ჩეხეთს რუსული ტანკები შეესივნენ, დღეს კი ჩეხეთს რუსი ქალები არიან შესეულნი. რუსულ ტანკებს გენერალი პავლოვსკი მეთურობდა, რუს ქალებს კი დიანა ივანოვა ხელმძღვანელობს, სააგენტო Najdi mě (“მიპოვნე”) ხელმღვანელი, რომელიც ჩეხებს რუსი ცოლების პოვნაში ეხმარება.

“რუსი ქალები ჩეხებს ჯობნიან იმით, რომ მათ ნამდვილი ოჯახის შექმნა სურთ და პატივს სცემენ ოჯახურ ფასეულობებს”, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

ჯერ-ჯერობით დიანა ივანოვამ სამი ჩეხურ-რუსული წყვილი შექმნა… თუმცა ჯერ ისევ ელის ქორწილში დაპატიჟებას.

ხავერდოვანი რევოლუცია

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 17-11-2009

0

20 წლის წინანდელი პრაღა – ხავერდოვანი რევოლუცია

”ლაშარი” პრაღაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in სიახლეები, სხვადასხვა | Posted on 22-09-2009

1

lashariპრაღაში სასულიერო მუსიკის მეთვრამეტე ფესტივალი “წმინდა ვაცლავის დღესასწაული” მიმდინარეობს. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ფესტივალზე ქართველების გამოჩენას ყველას აღფრთოვანება – გაოცება მოჰყვა. ქართულმა ანსამბლმა “ლაშარი” კვირას პრაღაში წმინდა აპოსტოლების სიმონისა და იუდას ტაძარში იმღერა და არა მარტო იმღერა.

ტაძარი ხალხით გაივსო. პრაღელი მასპინძლები აღნიშნავდნენ, ალბათ კარგი ინფორმაციისთვის დამახასიათებელია სწრაფად გავრცელებაო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ “ლაშარს” ფესტივალზე მხოლოდ საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა. მაგრამ ანსამბლის ერთ-ერთ წევრს ვიზა არ მისცეს და იძულებული გახდნენ პროგრამა შეეცვალათ და ხალხური სიმღერებიც ემღერათ.