კარელ ჩაპეკი

Posted by Lord Vader | Posted in ცნობილი პრაღელები | Posted on 29-11-2007

3

კარელ ჩაპეკიშესანიშნავი ჩეხი პროზაიკოსი. დაიბადა 1890 წლის 1 იანვარს ბოჰემიის პატარა ქალაქ მალე-სვიატონოვიცეში (იმ დროისთვის ავსტრია-უნგრეთის იმპერია), სადაც მამამისი ექიმად მუშაობდა.

სწავლობდა პრაღის, ბერლინის და პარიზის უნივერსიტეტებში. 1915 წელს დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და საბოლოოდ დასახლდა პრაღაში. მუშაობდა როგორც პედაგოგი, ჟურნალისტი. 1908-16 წლებში გამოსცა მოთხრობების რამდენიმე კრებული. ამ პერიოდში გამოცემულ ნოველათა დიდი ნაწილის თანაავტორია მისი ძმა, იოზეფი. ძმების თანამშრომლობა შემდგომ წლებშიც გრძელდებოდა – იოზეფ ჩაპეკი, ცნობილი ჩეხი მხატვარი, ძმის წიგნების გამფორმებლად მუშაობდა.

ფრანც კაფკა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ცნობილი პრაღელები | Posted on 17-11-2007

7

Franz Kafkaფრანც კაფკა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულ-ენოვანი მწერალი და ნოველისტი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპრყობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს.

ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს ქალაქ პრაღაში. მამა – ჰერმან კაფკა ებრაელი წარმოშობის ჩეხი. დედა – იულია კაფკა. ჰყავდა ორი ძმა და სამი და. ორივე ძმა გარდაიცვალა მანამ, სანამ მწერალს შეუსრულდებოდა 6 წელი. 1889–1993 წლებში კაფკა სწავლობდა გერმანულენოვან დაწყებით სკოლაში, ამის შემდეგ იგი გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. პრაღის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაფკა ღებულობს სამართლის დოქტორის ხარისხს და მუშაობას იწყებს სადაზღვევო ფირმაში, რომელშიც ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა.