რადიო ”თავისუფლება” – ჩემი სამსახური

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 21-11-2007

1

”რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლება” ახალ შტაბბინაში გადავიდა, ისევ პრაღაში, ოღონდ ვაცლავის მოედნიდან მოშორებით. ძველი შენობა პრაღის მუზეუმს გადაეცა. ახალი შენობა თანამედროვე საინფორმაციო საშულების სტანდარტების შესაბამისად აიგო და იქ მუშაობა ერთი სიამოვნებაა :)

ფრანც კაფკა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ცნობილი პრაღელები | Posted on 17-11-2007

7

Franz Kafkaფრანც კაფკა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულ-ენოვანი მწერალი და ნოველისტი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპრყობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს.

ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს ქალაქ პრაღაში. მამა – ჰერმან კაფკა ებრაელი წარმოშობის ჩეხი. დედა – იულია კაფკა. ჰყავდა ორი ძმა და სამი და. ორივე ძმა გარდაიცვალა მანამ, სანამ მწერალს შეუსრულდებოდა 6 წელი. 1889–1993 წლებში კაფკა სწავლობდა გერმანულენოვან დაწყებით სკოლაში, ამის შემდეგ იგი გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. პრაღის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაფკა ღებულობს სამართლის დოქტორის ხარისხს და მუშაობას იწყებს სადაზღვევო ფირმაში, რომელშიც ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა.

ყველაზე დიდი დისკოთეკა ცენტრალურ ევროპაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 15-11-2007

2

კარლოვი ლაზნიკარლოვი ლაზნი http://www.karlovylazne.cz - ასე ჰქვია ცენტრალურ ევროპაში ყველაზე დიდ მუსიკალურ კლუბს. ხუთი სართული სხვადასხვა სტილის მუსიკისთვის, აქედან ორი ყოველდღე ფუნქციონირებს. შესვლა იაფი - 120 კრონი, ეს სადღაც 11 ლარია.

გარედან უჩვეულო სანახავია, ძველი ისტორიული შენობა, ადრე აქ აბანოები ყოფილა, სოციალიზმის დამხობის შემდეგ მიუტოვებიათ და ოდნავ მოგვიანებით, 1999 წელს მუსიკალურ კლუბად გადაკეთდა. კარლოსის ხიდის გვერდითაა.

შესვლისას დაცვა მსუბუქად გამოწმებს, რიგებიც მინახავს შესვლისას, იქვე აბარებ ზედმეტ ტანსაცმელს და მერე სვი, იცეკვე და ილაზღანდარე რამდენიც გინდა. შესასვლელ ბილეტში შედის საუკეთესო დიჯეების მიქსები და კომპიუტერი ინტერნეტითურთ, ასევე კიდევ რამდენიმე სათამაშო ხელსაწყო… ლუდი, რა თქმა უნდა ”სტაროპრამენი” 30 კრონი ღირდა ბაკალი ესე 1 ევროა, ლარებში 2 და რაღაცა.

პრაღაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 13-11-2007

1

ბილეთიბოლო დროს პრაღის მეტროთი ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობა გაძვირდა და ამ მომენტისთვის 20 კრონის ტოლია (1.20 აშშ დოლარი). ამ თანხით შესაძლებელია ქალაქში მოძრაობა 75 წუთის მანძილზე, შესაძლებელია ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე გადაჯდომა და სხვადასხვა სადგურებზე ცამოსვლა და ასვლა.

რა დრო იყო… 3 წლის წინ ჩემი იქ ყოფნისას 8 კრონიანი ბილეთებით დავძვრებოდი.

პრაღის ხელისუფლებას ძირითადი ბილეთის ფასის 30 კრონამდე გაზრდის სურვილი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ კომპრომისული ვარიანტის სახით გადაწყდა ტრანსპორტის ღირებულების 26 კრონამდე გაზრდა. მერმა თქვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ კიდევ გაძვირდა ხალხი მანქანებზე გადაჯდება და ქალაქის გზებზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდებაო.

ლაპარაკია პრაღის მეტროში ისეთი ბარიერების დადგმაზე როგორებიც ჩვნთან დგას, რადგან კეთილსინდისიერი მგზავრების რიცხვმა, რომლებიც ბილეთის საფასურს იხდიან, სულ უფრო იკლოო.

პრაღის მეტრო

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 12-11-2007

4

ნამესნი მირუმეტროში პრაღაში ჩაფრენისთანავე მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგა აეროპორტში ავტომობილით დამხვდა. ქალაქში როგორც კი შევედით სადღაც კუთხეში მანქანა გააჩერა და მეუბნება ახლა მეტროში უნდა ჩავიდეთო. გამიკვირდა, ასე მითხრა სამსახურშიც მეტროთი დავდივარ, რადგან ქუჩები ყოველთვის გადატვირთულია და მანქანის გაჩერებაც ძალიან ძვირი ღირსო.

პრაღაში სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქის საქმე განიხილა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 07-03-2007

0

ოქროპირ რუხაძე, რადიო თავისუფლება, პრაღა. — 8 მარტს პრაღის მეექვსე რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქის, ჯიმი დაბრუნდაშვილისა და ზურაბ ლალიაშვილის, საქმე განიხილა.

ორივე პირს ბრალად ედებოდა (ეს მათ დაუსწრებლად სასამართლომ ადრე გადაწყვიტა) ეროვნული სიძულვილის გაღვივება და სხვა ერის უფლებების შეზღუდვის მცდელობა. ეს ქმედება, საქმის თანახმად, მათ ჩაიდინეს რუსეთის საელჩოსთან ჩეხეთის ქართველთა სათვისტომოს მიერ მოწყობილი სანქცირებული დემონსტრაციის დროს. დაუსწრებლადვე, დეკემბერში სასამართლომ ჯიმი დაბრუნდაშვილს მიუსაჯა ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ერთი წლით პირობით სასჯელად შეიცვალა, და ზურაბ ლალიაშვილს – სამი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეიცვალა ერთ წლით პირობითად. თავდაპირველი გასამართლება მოხდა ჩეხეთში მოქმედი “მხოლოდ მოსამართლის” მიერ განსჯის წესით.

ღვინო და სპირტიანი სასმელები” – საერთაშორისო გამოფენა პრაღაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 18-05-2006

0

audio clip (ოქროპირ რუხაძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) – პრაღაში წელს მეცხრედ იმართება და სამ დღეს გრძელდება საერთაშორისო გამოფენა – “ღვინო და სპირტიანი სასმელები”, რომელზეც, სხვათა შორის, საქართველოში წარმოებული ღვინო, სპირტიანი სასმელი და ბორჯომის მინერალური წყალიც არის წარმოდგენილი. გამოფენის მასშტაბები წლითიწლობით იზრდება. შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა მონაწილეთა რიცხვიც – წელს ის 300-ს აღწევს. აქ არიან ღვინის მწარმოებელი უდიდესი ქვეყნები, სავაჭრო ფირმები – ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, გერმანული, ავსტრიული…

ქართველი მხატვრები პრაღაში – ჯიმშერ (მერაბ) ჯალაღონია და გია ჩიგოგიძე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 15-01-2005

1

(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) [ჩეხური მუსიკა] გასულ შაბათს ჩვენი ყოველკვირეული რეპორტაჟების ციკლში ”ქართველები პრაღაში” გაგაცანით ერთი ქართველი ახალგაზრდა, მაკა სოსელია, რომელიც პრაღის ცენტრში მდებარე ”გალერეა მიხალსკაში” მუშაობს. ამ გალერეაშია გამოფენილი პრაღაში მცხოვრები ქართველი მხატვრის ჯიმშერ (მერაბ) ჯალაღონიას ნამუშევრები. დღეს მინდა გაგაცნოთ სწორედ ის და კიდევ ერთი მხატვარი, გია ჩიგოგიძე, რომელთაც პრაღის ერთ-ერთ ხალხმრავალ რესტორანში შევხვდი.

მაკა სოსელია პრაღაში “კარლოსის უნივერსიტეტში” სწავლობს

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 08-01-2005

0

(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) კვლავ განვაგრძობთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში”. თუ ამ ციკლის წინა გადაცემებში პრაღაში მცხოვრები ქართველი მამაკაცები გაგაცანით, ამჯერად ახალგაზრდა ქალბატონზე, მაკა სოსელიაზე, გესაუბრებით. ის უკვე 8 წელია ჩეხეთში იმყოფება. აქედან – შვიდი წელია, რაც პრაღაში ცხოვრობს და კარლოსის უნივერსიტეტში სწავლობს. მაკა, სწავლის გარდა, მუშაობს კიდეც პრაღის უძველეს ”სტარომესტკას” უბანში, ტურისტებით სავსე პატარა ქუჩაზე მდებარე გალერეაში.

როგორ ცხოვრობს პრაღაში ჯიმი დაბრუნდაშვილი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 26-12-2004

0

(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) შაბათის ტრადიციისამებრ, დღესაც გთავაზობთ რეპორტაჟს ციკლიდან ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ჯიმი დაბრუნდაშვილს გაგაცნობთ. იგი პრაღაში თითქმის 4 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად – მას შემდეგ, რაც ჩეხი ცოლი შეირთო. თუმცა მანამდეც ხშირად სტუმრობდა პრაღას სამსახურებრივი მივლინებების გამო და მისთვის უცხო არ ყოფილა აქაური საზოგადოება. მიუხედავად ამისა, როგორც ჯიმი ამბობს, ჩეხური საზოგადოების წეს-ჩვეულებების გათავისება იოლი არ აღმოჩნდა. ახლა ჯიმი პრაღაში ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლობაში მუშაობს და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ჩეხეთში საქართველოს პოპულარიზების საქმეშიც.