აპარტამენტები პრაღაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 04-08-2008

4

უ სვეტოჰო დუჰახშირად მეკითხებიან პრაღაში წასვლის მსურველები იაფფასიანი სასტუმრო ხომ არ იციო. ჰოდა აი ვიპოვე საუკეთესო ვარიანტი მათთვის ვინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მიდის პრაღაში სამოგზაუროდ.

<– ეს ფოტო ერთერთი აპარტამენტის აივნიდანაა გადაღებული.

აპარტამენტები: ”ვეზენსკა” და ”უ სვატეჰო დუჩა” მდებარეობს ისტორიული პრაღის ცენტრში, ”სტარომესტკა ნამესნის” მოედნიდან დაახლოებით 100 მეტრში, ებრაულ კვარტალში. აპარტამენტების ფასი თბილისის პირობებშიც კი ფანტასტიურია, იწყება 35 ევროდან.

SHOPPING-ი პრაღულად ….:)

Posted by qate | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 29-07-2008

16

Kenvelo saleდაახლოებით კი ვიცოდი მაგრამ ასე ძალიან არა :) . წარმოიდგინეთ თქვენი ჯიბის ბიუჯეტი, როდესაც რაც შეიძლება მომჭირნედ აპირებთ საყიდლებზე წასვლას მაგალითად მიდიხართ ვაგზლის ან სულაც ლილოს ბაზარზე :) და ყიდულობთ ბევრად უკეთესი ხარისხის ძალიან გემოვნებიან და ელეგანტურ ტანსაცლმელს. დიახ სულაც არ ვამუქებ, ეს ნამდვილად ასეა, პრაღა დახვეწილი, სადა და ამავდროულად ხარისხიანი საყიდლების ქალაქია.

ნუ გექნებათ ილუზია რომ პრაღის მაღაზიებში მოდის უკანასკნელ სიტყვას ნახავთ. ან ძალიან ავანგარდულად და ექსტრავაგანტულად შეიმოსებით, მაგრამ მათ ვისაც კლასიკური ჩაცმულობა იტაცებს (ანუ ძირითადი დროის გატარება ოფისებში უწევს) თამამად შემიძლია ვურჩიო წავიდნენ პრაღაში და იქაური მაღაზიები დალაშქრონ.

გაგისინჯავთ ჩეხური ნაყინი?

Posted by qate | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 26-07-2008

17

პრაღული ნაყინიმოკლედ, ქართველს კაცს რომ კითხო, ჩეხეთში რა მოეწონა ყველაზე მეტად, ანდა რისთვის მიდის იქ, 80% უპასუხებს ჩეხური ლუდიო, პრინციპში მართლები არიან, იქაური ლუდი განთქმულია და უამრავი ადამიანი მიდის იქ, მის საწრუპავად. აი მე კი. რომ მკითხოთ, ჩეხური ნაყინი არანაკლებ პოპულარული უნდა იყოს. არ ვიცი რისგან და როგორ ამზადებენ გემოს ამ პატარა ჯადოქარ ბურთულებს, მაგრამ ვისაც იგი გაუსინჯია დამეთანხმება რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ჩეხური გემოს ის არომატი გაგრძნობინოს, რომელიც შემდგომ, შენს სამშობლოში დაბრუნებულს, აუცილებლად მოგანატრებს თავს. ეს ჩეხებმაც არჩვეულებრივად იციან, და აფასებენ კიდევაც ჩეხურ კიდევ ერთ კოლორიტს.

ტრამვაის იუბილე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 18-07-2008

6

Old Tram1891 წლის 18 ივლისს პრაღის ქუჩებში მოძრაობა დაიწყო ელექტრო ტრამვაიმ. მას შემდეგ ტრამვაი პრაღის ძირითად საქალაქო ტრანსპორტად რჩება.

პრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი. ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იტყვით სად ასტრონომიული საათი და სად ტრამვაიო, მაგრამ ტრამვაი სწორედაც რომ ჰგავს – ის ასტრონომიული საათივით მუშაობს :)

ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. გაჩერებიდან გაჩერებამდე სწრაფად მოძრაობს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისთვის პირდაპირ მისწრებაა… უფრო მეტი ინფორმაცია პრაღის ტრამვაის შესახებ იხილეთ შემდეგ სტატიაში: http://www.mypraha.info/tram/

სექსტურიზმი პრაღაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 01-07-2008

7

AAA-Clubყველანაირი ტურიზმი გამიგია, ამასწინათ სამედიცინო ტურიზმიც კი ავითვისე, აი სექს ტურიზმი თუ ტურიზმის ცალკე მიმართულება იყო ვერ წარმოვიდგენდი სანამ რამდენიმე რუსულ ტურისტულ საიტზე არ წავაწყდი სპეციალურ შემოთავაზებას. რუსებიც კი პრაღაში ეპატიჟებიან სექსტურისტებს, ცოტა უცნაურია ალბათ :)

ტურუსტული სექსმარშუტები იქეთ იყოს და პრაღაში მართლაც განვითარებულია სექსინდუსტრია. ამსტერდამის და ანტვერპენის შემდეგ სექსის მაძიებლები პრაღას ეტანებიან. აქ გაცილებით იაფია სექსი ვიდრე ბებერი ევროპის ცენტრებში.

პრაღა – კინოინდუსტრიის ქალაქი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 20-06-2008

2

ევროტური პრაღაშიამას წინათ ვზივარ და უკვე მერამდენედ ვუყურებ ქართულად გახმოვანებულ ”ევროტურს”, ძალიან სასაცილოა ამერიკელი თინეიჯერების ევროპაში გასეირნება…

ჰოდა, ერთ-ერთ ფრაგმენტში, ეს ჩვენი ამერიკელები ამსტერდამში ერთ ხიდზე იკრიბებიან მოსაწევისა და სექსისი ქალქში გატარებული ღამის შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. ვუყურებ ამ ხიდს და ირგვლივ შენობებს და რაღაც უცნაურად ჰგავს პრაღას.

ეჭვი კიდევ უფრო ძლიერდება ქვაფენილის დანახვის შემდეგ, მაგრამ ვიცი რომ მსგავსი არქიტექტურა არც ამსტერდამისთვისაა უცხო. პრაღა ყოდილა! :)

კარლოსის ხიდის ქვემოთ რომ პატარა ხიდია, ”ჩერტოვკის ხიდი” და ”ჩერტოვკის არხი”  - ზუსტად ისაა ამ კადრში.

კაფე ჯოი – Joe Cafe

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 13-06-2008

9

კაფე ჯოიმოკლედ, მაგარი ადგილია :) ვაცლავის მოედნის დასაწყისში, მარცხენა მხარეს დიდი არკაა. იქ შიგნით კი თანამედროვე მუსიკა ისმის და კედელზე ცამოკიდებულ დიდ პლაზმაზე FTV-ს გოგოები დადიან. ეს ”კაფე ჯოის” ინტროა, შუშის კედლებისა და კარს მიღმა კი თანამედროვე დიზაინი და ახალგაზრდული ატმოსფეროა. 

FTV-ს სახეები აქაც არ გცილდება თუ რა თქმა უნდა თუ ირგვლივ საინტერესო და ლამაზ სახეებს ვერ შეამჩნევ ;)  

პრაღა – სხვისი დედაქალაქის მოკრძალებული ხიბლი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 31-05-2008

3

კარლოსის ხიდი (ძველმოდური)იაროსლავ შიმოვი

1800 წელს ჯერ კიდევ ყმაწვილმა არტურ შოპენჰაუერმა, რომელიც მშობლებთან ერთად პრაღაში იმყოფებოდა, დღიუში ჩაწერა: ”მდინარეზე, რომლის სახელია მოლდაუ (ანუ ვლტავა გერმანულად) გადაჭიმულია საოცარი ხიდი, სადაც გამწკრივებულა მრავალრიცხოვანი რელიგიული სკულპტურები, ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები.” ხიდი – რასაკვირველია კარლოსისაა, ყველაზე ცნობილი პრაღის 17 ხიდიდან. ეტყობა, ორასი წლის წინ პრაღა უკვე იყო დაყოფილი ტურისტებისთვის მშვენიერ, სახიერ და ბანალურ ნაწილებად.

ვიტუსის ტაძარი

Posted by Lord Vader | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 28-05-2008

5

Katedrála Svatého Vítaწმინდა ვიტუსის (წმ. ვიტას) ტაძარი (Katedrála Svatého Víta) პრაღის მნიშვნელობით უმთავარესი და სილამაზით – ერთ-ერთი უშესანიშნავესი ტაძარია – პრაღის არქი-ეპისკოპოსის რეზიდენცია, ჩეხეთის (ბოჰემიის სამეფოს) მეფეთა განსასვენებელი და პრაღის ერთგვარი სიმბოლო.

არტ კაფე U Irmy

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 22-05-2008

15

Art cafe u Irmy

პრაღაში, ქართულ-ჩეხური რესტორნის ”თამადის” დახურვის შემდეგ, ერთი წლის წინ, ახალი ქართული რესტორანი გაიხსნა. არტ კაფე ”ირმასთან” (Art cafe u Irmy) ასე ჰქვია რესტორანს, რომელიც მდებარებს პრაღის ისტორიულ ნაწილში, ტურისტული მარშუტების გულში, მისამართზე: Karoliny Světlé 35, Prague 1. კარლოსის ხიდისა და უდიდესი დისკოთეკის კარლოვი ლაზნის მახლობლად ოციოდე მეტრში და თანაც არტ კაფე 24 საათის მანძილზე მუშაობს.