მეორე დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 13-10-2008

0

ეს მოკლე ვიდეო დღევანდელი გასეირნების შესახებ.

პირველი დღე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 13-10-2008

0

გამარჯობა! გუშინ ინტერნეტი ვერ ჩავრთე და ამიტომ გუშინდელ შთაბეჭდილებებს დღეს დავწერ.

თუ არ ჩავთვლით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ”განცდილს” (ჩასხდომის წინ სასაჩუქრე ღვინო ჩამომართვეს) მშვენივრად ვიმგზავრეთ. აეროპორტიდან რომ გამოვედი ისეთი შეგრძნება მქონდა საკუთარ ქალაქში შევაბიჯე ფეხი. მცირედი აღელვებაც კი არ მიგრძვნია 4 წლის უნახავ ქალაქში მოხვედრის შემდეგ, შეიძლება ღამის თევის გამო.

ჯერ ავტობუსით შემდეგ კი მეტროთი სტარომესტკაზე მოვხვდი და სისხამ დილით ცარიელი ”სტარო მესტა ნამესნის” მოედანი ისე გადავკვეთე, რომ ერთი გიჟი ფოტოგრაფის მეტი არავინ მინახავს. შემდეგ ტინსკაც ვიწრო, ძველებური ქუჩა და ჩვენი აპარტამენტიც ვიპოვე.

პირველი დღე იმდენი ვიბოდიალეთ პრაღის ქუჩებში, რომ საღამოს 8-ზე სახლში დასავენებლად შესულს ისე ჩამეძინა რომ გათენება ძლივს გავიგე.

“პატარა, შორეული ქვეყანა, რომლის შესახებ არაფერი გაგვიგია…”

Posted by Lord Vader | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 03-10-2008

3

სწორედ ასე დაახასიათა ინგლისის (გაერთიანებული სამეფოს) პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა ჩეხოსლოვაკია, როდესაც 1938 წელს ჰიტლერს სუდეტის ოლქის ანექსიაზე შეუთანხმდა.

მესამე რეიხის პრეტენზიები ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში მდებარე სუდეტის ოლქზე „გამყარებული“ იყო ყველა იმ „არგუმენტით“, რომელიც დღეს რუსეთის მხრიდან გვესმის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიტაცების დასასაბუთებლად – მათ შორის საკუთარი მოქალაქეების მითიური საფრთხისგან დაცვის უფლებით – 1938 წელს ამ არგუმენტებმა გაჭრა.

1968 წლის მოვლენები ჩეხოსლოვაკიაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 21-08-2008

8

Praha 1968ბიძინა რამიშვილი, რადიო ”თავისუფლება”, პრაღა

ორმოცი წლის წინათ მსოფლიოს თვალწინ საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ და ბოლო მოუღეს იმედებს, რომ საბჭოთა ბლოკში შესაძლებელი იყო ეგრეთწოდებული “ადამიანური სახის სოციალიზმის” არსებობა. 1968 წლის აგვისტოში ჩაკლეს “პრაღის გაზაფხულის” სახელით ცნობილი რეფორმატორული მოძრაობა. მას მოჰყვა ხანგრძლივი ზამთარი, რომელმაც ორი ათეული წელი გასტანა.

ყველაზე კარგად ალბათ პრაღელებს ესმით, რას ნიშნავს საქართველოში რუსეთის ტანკების თარეში. მრავალი მიმომხილველი და პოლიტიკოსი ავლებს ამ დღეებში პარალელებს დღევანდელ საქართველოსა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიას შორის.

ჩეხეთი 1968 – საქართველო 2008

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სიახლეები | Posted on 20-08-2008

7

პრაღა 196820 აგვისტოს ჩეხეთში ”ვარშავის ბლოკის” (რუსეთის) ჯარების შესვლის დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღისთვის ბევრი რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ პრაღის ოკუპაციიდან 40 წლის შემდეგ რუსის ჯარის მიერ საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციის პროცესის შემხედვარე იძულებული ვარ საკუთარ გასაჭირზე უფრო მეტი ვწერო, ვიდრე პრაღის ამბები გავიხსენო.

საქართველო2008ჩეხეთი 1968 და საქართველო 2008-ს შორის რომ ბევრი საერთოა და ორივე შემთხვევაში რუსეთის მიზანი რომ ერთი იყო, ამაზე ამ დღეებში ბევრმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა ილაპარაკა. მე იმით ვიყავი უკმაყოფილო და გაბრაზებული რომ თავად ჩეხები არაფერს ამბობდნენ. ჩეხეთის პრეზიდენტმა კი აშკარად პრორუსული პოზიცია დაიკავა. ამას რუსეთის პირველმა არხმა სიუჟეტიც კი მიუძღვნა.

მაგრამ ჩეხეთი იმით განსხვავდება ბევრი სხვა ქვეყნისგან, რომ იქ პრეზიდენტის სიტყვა მთელი ქვეყნის სიტყვას არ ნიშნავს. სიმბოლურია რომ ზუსტად პრაღაში რუსეთის ჯარის შესვლის დღეს ჩეხეთის მთავრობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოში განვითარებული მოვლენები 40 წლის წინ ჩეხოსლოვაკიაში მომხდართანაა გაიგივებული და დაგმობილია რუსეთის საქციელი.

იან პალახი

Posted by Lord Vader | Posted in ცნობილი პრაღელები | Posted on 04-08-2008

9

Jan Palach2008 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირისა და „ვარშავის ბლოკის“ ჯარების ჩეხოსლოვაკიაში ინტერვენციის 40 და ამ ინტერვენციის ყველაზე ცნობილი მსხვერპლის იან პალახის დაბადების 60 წელი სრულდება, რომელმაც ინტერვენციის მიმართ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

როგორც თვითმხილველნი ყვებიან, 1969 წლის 16 იანვარს, დაახლოებით დღის ოთხ საათზე ჩეხი სტუდენტი იან პალახი ვაცლავის მოედანზე ეროვნულ მუზეუმს მიუახლოვდა, პლატო გაიხადა, პლასტმასის ბოთლიდან, რომელიც თან ჰქონდა მოტანილი, ბენზინი გადაისხა და ასანთს გაჰკრა.

აალებულ ახალგაზრდას გამვლელები მიცვივდნენ და თავიანთი პალტოები, ქურთუკები ზედ დააყარეს და ცეცხლის მოგუდვა და ჩაქრობა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო – სამი დღის შემდეგ იგი მრავალრიცხოვანი მძიმე დამწვრობების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აპარტამენტები პრაღაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 04-08-2008

4

უ სვეტოჰო დუჰახშირად მეკითხებიან პრაღაში წასვლის მსურველები იაფფასიანი სასტუმრო ხომ არ იციო. ჰოდა აი ვიპოვე საუკეთესო ვარიანტი მათთვის ვინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მიდის პრაღაში სამოგზაუროდ.

<– ეს ფოტო ერთერთი აპარტამენტის აივნიდანაა გადაღებული.

აპარტამენტები: ”ვეზენსკა” და ”უ სვატეჰო დუჩა” მდებარეობს ისტორიული პრაღის ცენტრში, ”სტარომესტკა ნამესნის” მოედნიდან დაახლოებით 100 მეტრში, ებრაულ კვარტალში. აპარტამენტების ფასი თბილისის პირობებშიც კი ფანტასტიურია, იწყება 35 ევროდან.

SHOPPING-ი პრაღულად ….:)

Posted by qate | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 29-07-2008

16

Kenvelo saleდაახლოებით კი ვიცოდი მაგრამ ასე ძალიან არა :) . წარმოიდგინეთ თქვენი ჯიბის ბიუჯეტი, როდესაც რაც შეიძლება მომჭირნედ აპირებთ საყიდლებზე წასვლას მაგალითად მიდიხართ ვაგზლის ან სულაც ლილოს ბაზარზე :) და ყიდულობთ ბევრად უკეთესი ხარისხის ძალიან გემოვნებიან და ელეგანტურ ტანსაცლმელს. დიახ სულაც არ ვამუქებ, ეს ნამდვილად ასეა, პრაღა დახვეწილი, სადა და ამავდროულად ხარისხიანი საყიდლების ქალაქია.

ნუ გექნებათ ილუზია რომ პრაღის მაღაზიებში მოდის უკანასკნელ სიტყვას ნახავთ. ან ძალიან ავანგარდულად და ექსტრავაგანტულად შეიმოსებით, მაგრამ მათ ვისაც კლასიკური ჩაცმულობა იტაცებს (ანუ ძირითადი დროის გატარება ოფისებში უწევს) თამამად შემიძლია ვურჩიო წავიდნენ პრაღაში და იქაური მაღაზიები დალაშქრონ.

გაგისინჯავთ ჩეხური ნაყინი?

Posted by qate | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 26-07-2008

17

პრაღული ნაყინიმოკლედ, ქართველს კაცს რომ კითხო, ჩეხეთში რა მოეწონა ყველაზე მეტად, ანდა რისთვის მიდის იქ, 80% უპასუხებს ჩეხური ლუდიო, პრინციპში მართლები არიან, იქაური ლუდი განთქმულია და უამრავი ადამიანი მიდის იქ, მის საწრუპავად. აი მე კი. რომ მკითხოთ, ჩეხური ნაყინი არანაკლებ პოპულარული უნდა იყოს. არ ვიცი რისგან და როგორ ამზადებენ გემოს ამ პატარა ჯადოქარ ბურთულებს, მაგრამ ვისაც იგი გაუსინჯია დამეთანხმება რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ჩეხური გემოს ის არომატი გაგრძნობინოს, რომელიც შემდგომ, შენს სამშობლოში დაბრუნებულს, აუცილებლად მოგანატრებს თავს. ეს ჩეხებმაც არჩვეულებრივად იციან, და აფასებენ კიდევაც ჩეხურ კიდევ ერთ კოლორიტს.

ტრამვაის იუბილე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 18-07-2008

5

Old Tram1891 წლის 18 ივლისს პრაღის ქუჩებში მოძრაობა დაიწყო ელექტრო ტრამვაიმ. მას შემდეგ ტრამვაი პრაღის ძირითად საქალაქო ტრანსპორტად რჩება.

პრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი. ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იტყვით სად ასტრონომიული საათი და სად ტრამვაიო, მაგრამ ტრამვაი სწორედაც რომ ჰგავს – ის ასტრონომიული საათივით მუშაობს :)

ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. გაჩერებიდან გაჩერებამდე სწრაფად მოძრაობს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისთვის პირდაპირ მისწრებაა… უფრო მეტი ინფორმაცია პრაღის ტრამვაის შესახებ იხილეთ შემდეგ სტატიაში: http://www.mypraha.info/tram/