პრაღაში ოთხი წლის შემდეგ მორიგი გასეირნებისას პირველი ცვლილება რომელიც თვალს მოხვდა გაფართოებული აეროპორტი და მის წინ ავტობუსების შემინული დიდი გაჩერებაა ეს ქალაქის ბუნებრივი განვითარების ნაყოფია და არა ისეთი დიდი ნახტომისა რისი მომსწრეც ამ ოთხი წლის მანძილზე თბილისში გავხდით, მაგალითად ქალაქის უცებ განათება, ან გადაღებვა. პრაღაში ასეთი გრანდიოზული ცვლილებები ძნელი აღმოსაჩენია. ცვლილებები ალბად უფრო შესამჩნევი კომუნისტური წეს-წყობილების შეცვლის შემდეგ პერიოდში იყო.
მაგრამ უცვლელი მაინც არაფერია, მთავარია ისინი სასიკეთო იყოს და არა უკან გადადგმული ნაბიჯი. ამჟამინდელ პრაღაში კი ორივე დავინახე, თითქოს ფარული, მაგრამ მაინც შესამჩნევი დადებითი და უარყოფითი ცვლილებები.
rent a car bulgariaფისი-ფისი ბიჭების შადრევანმა პრაღის სხვა ცნობილი სკულპტურა გამახსენა – მას „ბიწიერების მერხი“ ეწოდება და ვისოჩანი რაიონის ჟიჟკოვის ქუჩაზე, ცნობილი ჩეხური კომპანიის Sazka-ს (პრაღის მთავარი სპორტული და საკონცერტო O2/Sazka არენის მფლობელი კომპანია) ოფისის წინ მდებარეობს. თუმცა, თავდაპირველად, მისი დადგმა დვორჟაკის რაიონში იგეგმებოდა, მაგრამ რაიონის მცხოვრებთა პროტესტის შემდეგ ადგილი შეიცვალა – დვორჟაკელებს ქანდაკების სკანდალურობა არ მოეწონათ. არადა, დიდად სკანდალური აქ არც არაფერია: კომპოზიცია წარმოადგენს მამაკაცს, რომელიც მერხზე ზის ნეტარი სახით, გვერდით ფულის დასტა დევს, მის წინ კი გოგონაა მუხლებზე დამხობილი და მამაკაცს ეხუტება… მართალია, გოგონას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი (ანუ მადაბიური ენით რომ ვთქვათ ნიფხავი) არ აცვია… და რა მერე? შენ თავად თუ კულტურული ადამიანი ხარ, თანაც დიდი კომპოზიტორის ქუჩაზე ცხოვრობ, მამაძაღლი – რა მაინცადამაინც „იქ“ უნდა მიაჩერდე?
კაფკას მუზეუმს რომ მივადექი იქ უცნაური ფანტანი დამხვდა. ორი რკინის კაცი მოძრავი პენისებით ჩეხეთის ტერიტორიას ”რწყავენ”. თან უწესივროდ კი არა, არამედ გუბედ ქცეულ ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილი ჩეხების გამონათქვამებს წერენ. თუ მის ახლოს დადგებით და მობილურით SMS-ს გააგზავნით, ფანტანი ჯერ თქვენს ნომერს დაწერს, შემდეგ კი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსს
ეს ქმნილება დევიდ ჩერნის ეკუთვნის, რომელიც ცნობილია თავისი “განსხვავებული” შემოქმედებით.
ფისი-ფისი ბიჭების ფანტანი პრაღაში 2004 წელს აღმართეს. ამასწინათ პრაღაში ნაცისტების აქციები ჩატარდა და რადიკალმა ბიჭებმა ფანტანისკენ გაიწიეს, მაგრამ პრაღის პოლიციამ მათ ჩერნის შემოქმედების წაბილწვის საშუალება არ მისცა.
ინტერნეტის უქონლობის გამო ამ დრომდე ვერაფერი დავწერე. ჯერაც დაუმთავრებელი მრჩება პრაღაში გასეირნების თემა.
მანამდე კი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავი. პრაღაში ამ დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა, ეს იქ დიდი იშვიათობაა, ბოლო დიდი აღლუმი 1989 წელს გაიმართა, 2005 წელს კი ძველი სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყვეს.
ამჟამად სამხედრო აღლუმზე გამოყვანილი იყო 196 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა სამხედრო პირმა. ცერემონიის დაწყების წინ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლაუვ კლაუსმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვართ ფორმალურისაჩვენებელი გამოსვლების ქვეყანა, ჩვენ არ გვსურს სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებაო.
პრაღაში ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის 90 წლისთავის აღსანიშნავად სხვა საზეიმო ღონისძიებებიც გაიმართა.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 21-10-2008
0
ქანცგამოცლილმა პრაღაში გასეირნების ბოლო დღე საყვარელი ადგილების ”ლაითად” მონახულებას და სუვენირების შეძენას მოვახმარე. მაგრამ ამ დღესაც, ისევე როგორც, წინა დღეებში ხანგრძლივი დროით გავჩერდი ქუჩის მუსიკოსებთან და სიამოვნებით მოვუსმინე მათ შემოქმედებას. მათი მუსიკა ისეთ ატმოსფეროს ქმნის სტარომესტკის ქუჩებში, ანდაც კარლოსის ხიდზე როგორსაც არღანი ან თუნდაც ზურნის კვნესა ქმნის თბილისის აბანოთუბანში. საერთოდ პრაღა ძალიან მუსიკალური ქალაქია და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიხვდები, მთავარია გაისეირნო
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 19-10-2008
0
მერვე დღე პრაღაში ხანგრძლივი მივლინებით ჩამოსული კოლეგის მონახულებისა და დაკვალიანების გარდა ტრანსპორტის (ტრამვაის) მუზეუმის შესწავლას დავუთმე.
მუზეუმი მოთავსებულია ტრამვაის მოქმედი დეპოს ერთერთ სადგომში. შესვლისას შეცდომით დეპოს ეზოში ფორმიანი ვატმანების თავშეყრის ადგილას აღმოვჩნდი. ამან კი შედარების გაკეთების საშუალება მომცა. უცხოელი ტურისტებისთვის და არამარტო მათთვის გახსნილი მუზეუმის ეზო და სადგომის მდგომარეობა ზუსტად ისეთივია როგორიც მოქმედ დეპოში. უნებლიედ თბილისის ტრანსპორტის ”გარაჟები” გამახსენდა
მუზეუმში 35 კრონი გადავიხადე, ეს თითქმის 3 ლარია. იქ მოთავსებული ტრამვაისა და ამ ტრანსპორტთან დაკავშირებული დამხმარე მანქანების დიდი ნაწილი აღდგენილია და განახლებული. ამ ფოტოზე გამოსახული ვაგონი კი ზუსტად იმ მდგომარეობაშია როგორშიც იყო 1970 წელს, ექსპლოატაციის დასრულებისას. თავად კი გამოშვებულია 1930 წელს. მას ჩაბმული აქვს მეორე ვაგონი (ტრაილერი) რომელსაც ძრავი არ გააჩნია. ასეთი შემადგენლობა ახლაც დადის პრაღის ქუჩებში და ძირითადად ტურისტებს იზიდავს.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 18-10-2008
1
ეს დღეც პრაღის ღირშესანიშნაობბეის დათვალიერბას მოვახმარე. ჯერ ”ვიშეჰრადი” მოვინახულე საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. უამრავი ფოტო გადავიღე რომლებსაც თანდათანაბით გამოვაქვეყნებ.
სადილისა და მცირეოდენი შესვენების შემდეგ ისევ გაგრძელდა პრაღის ქუჩებში მოგზაურობა, გეზი ”ჩერტოვკისკენ” მქონდა აღებული როდესაც შევამჩნიე ”კარლოსის ხიდის” ერთერთი კოშკის ღიად დარჩენილი პატარა კარი. შევედი და კიბეებს ავუყევი, ფანჯრებიდან რამდენიმე კარგი ფოტო გადავიღე და ის ის იყო სახურავს მივადექი, რომ მოლარე და ბილეთების ჯიხურიც გამოჩნდა სხვა რა გზა იყო, ამოდენა ძალისხმევის შემდეგ რაც მე კიბეებზე სიარულს მოვანდომე ფული უნდა გადამეხადა, 70 კრონი არც ისე დიდი თანხაა – 4 ლარი. ჰოდა გავიარე დარჩენილი 80 საფეხურიც და ულამაზესი ხედების მომსრე გავხდე, რომელიც კარლოსისი ხიდის სახურავებიდან იშლება.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 17-10-2008
0
საიდან დავიწყო აღარც კი ვიცი. ამინდი გაუმჯობესდა და პრაღის ჰრადსაც მივადექი. იმდენი ფოტო გადავიღე რომ…
ძალიან საინტერესო იყო და სანახავად ლამაზი. მოგვიანებთ ალბათ სრულფასოვნად აღვწერ ყველაფერს ახლა კი მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გამოვაქვეყნებ, ქალაქში ფეხით სიარულით, ცივი ქარითა და დისკოთეკის მუსიკით დაღლილს წერის თავი ნამდვილად არ მაქვს
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 16-10-2008
0
ამინდის გაუარესების გამო ამ ორი დღის მანძილზე ძირითადად ვივაჭრე. არ გამიმართლა, ფასდაკლება თითქმის ვერსად ვიპოვე, ისე კი ფასები საკმაოდ იკბინება, განსაკუთრებით კრონასთან მიმართებაში ევროს და დოლარის გაუფასურების შემდეგ. მიუხედავად ამისა ჩემი საყვარელი სპორტული ფეხსაცმელი მაინც ვიყიდე – 1199 კრონად (ეს 93 ლარია) Power-ის ”ბოტასი”. 4 წლის წინ თურქეთში წასვლისას ბაზრობაზე ვითომ იაფასიანი სპორტულები ვიყიდე და 60 ლარი გადავაგდე. ”კენველოშიც” კარგი ჯინსები შევარჩიე და…
ეს რაც შეეხება ჩასაცმელს. აი საჩუქრების მხრივ კი ფანტასტიური მდგომარეობაა, ჩეხური ბროლის ნაკეთობები, სვაროვსკის თვლები, სხვადასხვა ნაკეთობები, სამკაულები…
აი მე ყველაზე მეტად რაც მიზიდავს სასმელებია. ბეჰეროვკა ბოთლის ზმის მიხედვით 100-დან 350 კრონამდე ღირს, ეს დაახლოებით 8-დან 27 ლარამდეა. ბეჰეროვკა იქეთ იყოს და ალკოჰოლის მაღაზიები სავსეა სხვადასხვა ფორმის ზომისა და ფერის აბსენტით პრაღაში ეს ჰალუცინოგენშემცველი სასმელი აკრძალული არაა და ბევრი ტურისტი სწორედ აბსენტის დასალევად ჩამოდის აქ – 350-დან 500 კრონამდე ღირს. ჩემი ყურადღება მიიქცია კანაფის არაყმა, კანაფის ფოთლის გამოსახულებით, ზოგიერთ ბოთლში ფოთოლიც დევს, ზოგში კი კაკლებია მოთავსებული, რა თქმა უნდა სასმელთან ერთად. არასდროს დამილევია, უნდა გავსინჯო აუცილებლად, იმედია ”ტრუხა” არ იქნება
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 15-10-2008
0
მოკლედ რომ დავჯექი ძალიან სანტერესო დღის ამბების დასაწერა აღმოჩნდა რომ ვებსაიტი აღარ მუშაობს ადმინისტრატორს, ამერიკელ ანდრეის რაღაც არ მოწონებია პროგრამულ კოდებში და მთელი სერვერი გაუთიშავს. მას შემდეგ ვზივარ და პრაღაზე წერის ნაცვლად სერვერიდან სერვერზე გადამაქვს ფაილები. მესამე დღის ამბებს ხვალ დავწერ…