თევზი და შობა პრაღაში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 23-12-2009

2

საშობაოდ პრაღაში ბევრგან ეწყობა თევზის სახელდახელო ბაზრობები, სადაც ცოცხალ (პირდაპირი გაგებით), უზარმაზარ კობრებს ჰყიდიან. კორლოგრამი 80 მდე კრონი, ანუ დაახლოებით 4,5 დოლარი ღირს. თუ დამატებით 40 კრონსაც გადაიხდით იქვე გამოშიგნავენ და გაასუფთავებენ ლაყუჩების, ქერცლისა და სხვა უვარგისი ნაწილებისგან, რისთვისაც მარჯვე „პრაღელი მეთევზეები“ გამოიყენებენ წმინდა ინკვიზიციის შემდეგ უსარგებლოდ დარჩენილ ხელსაწყოებს: მარწუხებს, დანებსა და ათასგვარ კაუჭებს. ცოცხალი თევზის დამუშავება (ჯერ მოკვლა და მერე მისი დანაწევრება) არაა მსუბუქი სანახაობა. საშობაო სუფრაზე თევზის (ქრისტეს სიმბოლური სახის) მისატანად ჩეხებს ბევრი სისხლის, ლორწოს, ხროტინისა და სპეციფიკური სუნის ატანა უწევთ.

ჟიჟკოვის ტელეკოშკი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 19-10-2009

2

zizkov_tvთანამედროვე ჩეხური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი ნიმუში. ნაწილს არ მოწონს, ნაწილს უცნაურად ეჩვენება, ნაწილს კი ძალიან მოსწონს, ამ უკანასკნელთა შორის ვარ მეც. მომწონს ინჟინრული გადაწყვეტილებისა და დიზაინის გამო. თუ თბილისის ტელეანძა მთაზეა აღმართული და ამით აღწევს სასურველ ეფექტს, ჟიჟკოვის ტელეანძა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ჟიჟკოვში, პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს შორისაა. მიუხედავად ამისა ის პრაღის თითმის ყველა სახურავიდან მოსჩანს და თავად ტელეკოშკიდან პრაღის უმშვენიერესი ხედები იშლება.

ჟიჟკოვის ტელეკოშკის სიმაღლე 216 მეტრს აღწევს. მისი მშენებლობა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში 1985 წელს დაიწყეს და თავისუფალი ჩეხეთის გარიჟრაჟზე 1992 წელს დაასრულეს.

ქართული სამზარეულოს ელჩი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 12-09-2009

1

ეკა ქევანიშვილი ”რადიო თავისუფლება

პრაღის ხიდები

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 18-08-2009

3

ხიდებიპრაღას ოქროს ქალაქის, ევროპის დეფალისა თუ სხვა მეტსახელების გარდა ხიდების ქალაქსაც უწოდებენ. პრაღის უძველეს უბნებს, რომლებიც მდინარე ვლტავის ორივე მხარესაა განლაგებული, რამდენიმე ლამაზი და ისტორიული ხიდი აკავშირებს. ხიდების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველა მათგანზე საუბარი ერთ სტატიაში არ მოთავსდება და საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა. ამიტომ მხოლოდ ორიოდე ხიდის აღწერას შევეცდები. ერთერთი მთავარი ხიდის ”კარლოსის ხიდის” (კარლოვ მოსტი) შესახებ ამ ბლოგის შექმნისას დავწერე. ამ ულამაზესი ისტორიული ქმნილების ორივე მხრიდან შედარებით ახალი ხიდებია აგებული. ”ლეგიონების ხიდი” (ლეგიე მოსტი) და მანესის ხიდი (მოსტ მანესა).

აბსენტი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, სხვადასხვა | Posted on 11-07-2009

2

პრაღის ტურისტული ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რომელთა ვიტრინა გადავსებულია ათასგვარი ფორმის ჭურჭელში მოთავსებული მწვანე სასმელით. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერათერთი ტურისტული სატყუარაა. სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია.

ბოჰემიის მხარეში (ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ბოჰემური სასმელის გამოხდის დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აქაური 70%-იანი აბსენტი მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, პიტნა, ქინძი და სხვა. აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუიონის შემცველობაზე.

ვაცლავ ჰაველი ბლუმბერგს რუსეთის ენერგოშანტაჟზე ესაუბრა

Posted by Lord Vader | Posted in სიახლეები, ცნობილი პრაღელები | Posted on 17-06-2009

3

დღეს “ბლუმბერგი” ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტთან, მწერალ და დისიდენტ ვაცლავ ჰაველთან საუბარს აქვეყნებს.
საუბარი ძირითადად რუსეთის “ევროპული” და “სამეზობლო” და ევროპისა და აშშ-ს “რუსული” პოლიტიკის ირგვლივ წარიმართა.

ჰაველის აზრით, დროა ევროპამ და აშშ-მა ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის ენერგო-დამოკიდებულების შემცირებისკენ, რისთვისაც ალტერნატიული პროექტების განხორციელებაა საჭირო. ამგვარ პროექტთაგან უმნიშვნელოვანესად ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი “ნაბუკოს” მიიჩნევს.

“აუცილებელია ზრდილობიანად, მეგობრული ღიმილით განვაცხადოთ, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხები ვართ, – ამბობს ჰაველი, – ჩვენით მანიპულირების და შანტაჟის უფლებას არ მოგცემთ, ხოლო თუ თქვენ [რუსეთი] გვემუქრებით, რომ გაზის მოწოდებას შეგვიწყვეტთ, კი ბატონო – შეგიძლიათ, თქვენთვის დაიტოვოთ”.

რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა

Posted by Lord Vader | Posted in სხვადასხვა, ცნობილი პრაღელები | Posted on 15-05-2009

2

რუდოლფ მეორე

რუდოლფ მეორე

რუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ.

ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენიად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა.

მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა.

ლუდსახარში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 20-04-2009

10

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=c9Kr3sjtKdc 630 400]

რა შეიძლება აქ დაიწეროს, პაღაში უამრავი და ერთმანეთისგან განსხვავებული ლუდსახარშია. ჩვენთან ლუდსახარშს ლუდის ქარხანას ეძახიან. პრაღაში კი ლუდსახარში უფრო ლუდის რესტორნებს და ბარებს ჰქვია. ჩვეულებრივ რესტორანში ლუდის სახარში ქვაბები დგას, ნედლი ლუდის სუნი ტრიალებს და იქვე ჩამოსხმული ლუდის დაგემოვნებას არაფერი სჯობს :)

მინიატურების მუზეუმი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 08-03-2009

0

სტრახოვის მონასტერიდან პრაღის მშვენიერი ხედები იშლება. თავად მონასტერიც ძალიან საინტერესოა, ბიბლიოთეკაც, მაგრამ უფრო საინტერესოდ ამ მონასტრის ეზოში, ერთ პატარა შენობაში მოწყობილი მინიატურების მუზეუმი მომეჩვენა. 

ნემსის ყუნწში მოთავსებული აქლემების ქარავანი, ადამიანის თმაზე განლაგებული მატარებლის ვაგონები, მარცვლის გულში ჩახატული პუშკინი, მამონტის ძვალზე შესრულებული მინიატურული ნახატები და ასე შემდეგ – ციმბირელი მხატვრის ანატოლი კონენკოს ნამუშევრებია. მათი უმრავლესობის ნახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. შეუარაღებელი თვალით პატარა მარცვალი ან მხოლოდ თმა ჩანს.

სტუმრად ირმასთან

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში | Posted on 12-02-2009

3

კარგი იყო, ხაჭაპურს და ნიგვზიანს მონატრებული გემრიელად დავრნაყდი. ამ დროს პრაღის რესტორნების დიდი უმრავლესობა სიცარიელეს უჩივის, რესტორანი ”უ ირმი” (ირმასთან) კი სავსე იყო ქართული სამზარეულოს, თუ იქაური სიტუაციის მოყვარული ხალხით. ერთადერთი რაზეც თურმე კლიენტებს დაუჩივლიათ და თავად ირმაც განიცდიდა, ”თელიანი ველის” ამ ბოლო დროს შელანძღული ღვინოა. ნეტა რამდენი ონიშჩენკო სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას?