MyPraha.info - ჩემი პრაღა » გასეირნება პრაღაში
ექსჩეინჯი
სად გადავცვალო დოლარი და ევრო ჩეხურ კრონაზე?
ამ კითხვას პრაღაში გამგზავრების წინ უამრავი ტურისტი სვამს. ხელსაყრელი კურსით ფულის გადაცვლის გარდა ზევით დასმულ კითხვაზე პასუხი თავიდან აგაცილებთ არასასიამოვნო პრობლემებსაც.
ჩემს ნაცნობებს უამრავი კურიოზი შეემთხვათ პრაღაში ფულის გადაცვლიდსას და ერთხელ მეც ვიზარალე მაცდური სარეკლამო აბრების გამო.
ვალუტის გადამცვლელი უამრავი ჯიხური ოფიციალურ კურსზე საკმაოდ მაღალ კურსს აქვეყნებს, თუმცა სარეკლამო აბრის კუთხეში მცირე ასოებით წერია მომსახურების საკომისიო. რომელიც ხშირად საკმაოდ მაღალია და თუ ასეთ რეკლამას წამოეგებით მაგალითად 100 ევროდან შეიძლება 30 ევროც კი დაკარგოთ.
ყველას გირჩევთ მიაკითხეთ ვაცლავის მოედნის პარალელურ ქუჩაზე, ”პოლიტპატიმრების ქუჩაზე” არაბების ჯიხურებს აქ ოფიციალურზე ოდნავ მაღალი კურსიცაა და თან საკომისიოს არავინ წაგართმევთ. რაც თავი მახსოვს სულ მანდ ვახურდავებ და არასდროს გავწბილებულვარ.
მისამართი: 14 Politických vězňů, Prague, Prague, Česká republika
რუკაზე: http://maps.google.com/?ie=UTF8&ll=50.082298,14.430054&spn=0.001361,0.003433&t=h&z=19
View Larger Map
სექს მანქანების მუზეუმი
<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/QSwglk43Fb0&hl=en&fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/QSwglk43Fb0&hl=en&fs=1" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>
”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”კურიერ PS”-ის სიუჟეტი
ბჟევნოვის მონასტერი – არა მხოლოდ სულიერი საზრდოსთვის
маси
ბჟევნოვის მონასტერი – პრაღის სულიერი და მატერიალური კულტურის მოქმედი ძეგლი
ბენედიქტელთა ორდენისათვის უცხო არასოდეს ყოფილა ინტელექტუალური და ფიზიკური შრომა, ვაჭრობა, საავადმყოფოებისა და სასტუმროების გამართვა, – ყველაფერი ეს შენარჩუნებულია 21-ე საუკუნეშიც, თუმცა დროების შესაბამისად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი კომერციული შემადგენელი.
ორდენის მთავარი დევიზის – ORA ET LABORA-ს (“ილოცე და იშრომე”)-ს ზედმიწევნით დამცველი წმინდა ძმები ბჟევნოვის მონასტერში მისულ სტუმრებს სულიერის გარდა, საკუთარი შრომით შექმნილ მატერიალურ საზრდოსაც სთავაზობენ.
ბჟევნოვის მონასტრში მამაო ჩვენო შეიძლება არ წარმოოთქვა, მაგრამ „პური არსობისა“ მაინც აუცილებლად მოგეცემა. პურს, რომელშიც სოკოსა და ნაღების წვნიანი ასხია, იქვე მონასტერში აცხობენ. ქერქი გაჟღენთიალია რძისფერი, ბლანტი სითხით და ერთდროულად ჭურჭლის როლსაც ასრულებს და კერძის ნაწილისაც.
პურის გამოცხობისა არ იყოს, ასევე ბენედიქტელი ბერები ხარშავენ ორი სახეობის, ღია და მუქი ფერის საფირმო ლუდ „კლაშტერს“, რომელიც, როგორც წესი, 11%-ია და ერთი კათხა 30 კრონამდე (დაახლოებით 1,5 $) ღირს, რაც ლუდის ხარისხის გათვალისწინებით, ძვირი სულაც არაა.
ცნობილი ამბავია, რომ კერძებთან ერთად ტურისტი მადიანად შეექცევა მასპინძელი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას, დადებით ემოციასთან ერთად იღებს ცოდნას, რაც კვების სასიამოვნო პროცესს უფრო მეტად აზრიანსა და სასარგებლოს ხდის.
შესაბამისად, მარკეტინგის თვალსაზრისით, რესტორანი, რომლის საქმიანობა (ანდა სულაც კერძების დასახელება) რამენაირად გადახლართულია ქვეყნის სულიერ თუ მატერიალურ კულტურასთან, კონკურენტებთან შედარებით მომგებიან პირობებში იმყოფება. ისტორია (ამბავი) ხომ სწორედ ის საკმაზია, რომელიც ნებისმიერ კერძს გამოარჩევს სხვებისგან. აბა, სად სუპერმარკეტში ნაყიდი და სად IX საუკუნეში აშენებული მონასტრის ღუმელში, ბენედიქტელი ბერების მიერ გამოცხობილი პური? თანაც, ტურისტი რა ტურისტია, თუ შთაბეჭდილებებს არ აგროვებს და ამ შთაბეჭდილებებს მოგვიანებით არავის უზიარებს? პირველ ამბავში მოსაყოლი არაფერია, მეორეში კი – იცოცხლე!..
ძირითად კერძებში ხორცეული სჭარბობს. ერთგვარ საფრმო კერძად ითვლება Kopí sv. Jiří pečený ანუ წმინდა გიორგის (ჩეხებისთვის ირჟის) მახვილზე შემწვარი სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული, უგემრიელესი კერძი, რომლის გემო თუნდაც იმის გამო არ დაგავიწყდებათ, რომ შამფურად ძლევამოსილი წმინდანის შუბის წვერია გამოყენებული…
საფირმო კერძად ითვლება Návrat sestry Aquinely-ც , ანუ „და აკვინელას დაბრუნება“. ესაა ორაგული ჩილით, ქუნჯუტის (sesamum indikum) მარცვლებითა და სალათის ფურცლებით. კერძი, რომელიც „სეზამ გაიღეს“ დაძახების გარეშეც ახდენს სასწაულებს.
„და აკვინელა“ მენიუდან ორიოდე წლის წინ ამოიღეს და ეს ამბავი, სავარაუდოდ, უკავშირდება მონაზონ აკვინელას (ლუდმილა ლოსკოტოვას, ერთგვარ ჩეხ დედა ტერეზას) გარდაცვალებას, თუმცა იმის გამო, რომ რესტორნის სტუმრებმა კერძი ვერაფრით დაივიწყეს, მოწყალე ბერებმა, მცირე ყოყმანის შემდეგ, „აკვინელა“ კვლავ დააბრუნეს მენიუში, ოღონდ ოდნავ შეცვლილი სახელწოდებით: „და აკვინელა“ და „და აკვინელას დაბრუნება“ ერთი კერძის ორი სახელია.
ძალიან გემრიელია ღორის ორიგინალურად დაბასტურმებული და შემწვარი ნეკნები, რომელსაც ხის დაფაზე დახვავებულს მოგართმევენ, თუმცა არაფერი შეედრება ღორის უზარმაზარ (1 კგ-იან) კანჭს, რომელიც, თუ გარგანტუასი არაფერი გცხიათ, კისერს მოგატეხინებთ. ღუმელში შემწვარი კანჭის ოქროსფერი კანი თხელი, კვრიხინა და წვნიანია, სიღრმეში კი ხორცი იმდენად კარგადაა შემწვარ-ჩათუთქული, რომ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე სცილდება ძვალს. კანჭს თან ახლავს რამდენიმე (მათ შორის პირშუშხას) საწაბელი და ერთგვარი გარნირი, რომელშიც მწნილეულის ასორტი სჭარბობს.
დიდებული კანჭი!
დიდების ნაშთიღა
დესერტად უნდა მოითხოვოთ კენკრის თბილ სოუსში მოცურავე ვანილის ნაყინის ორი მოზრდილი გუნდა. ესაა ცივისა და ცხელის, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ელემენტების მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ყველაზე მშვენიერი დასასრული, რომელსაც თან ახლავს ემოციების ფოიერვერკი: აღფრთოვანება, ნეტარება, გაოცება, სიხარული… – მოკლედ, ყველაფერი, იმედგაცრუების გარდა! თუმცა სულ ბოლოს, როცა დესერტიც ილევა და მოსმული კოვზი თეფშის ფსკერზე თეთრ ნაკაწრებს ტოვებს, ამჩნევთ, როგორ თანდათანობით კარგავს სამყარო მრავალფეროვნებას, როგორ ცვლის ხმაურიან მეჯლისს სადაგი დღე, ვნებას – გულგრილობა… საოცრად დაღლილი და კმაყოფილი ხართ, ყველა სურვილი მიძინებულია ერთის გარდა: გინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ბენედიქტელ ბერებს – ადამიანებს, რომლებიც არ ჰკარგავენ არც რწმენას, არც ტრადიციას და ღვთის სადიდებლად და ადამიანის გასახარად 21-ე საუკუნეშიც შრომობენ და ლოცულობენ…
მონასტრის წინამძღვარი და მე: სტუმარ-მასპინძლობა ყოველგვარი გართულების გარეშე
ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი
“ერტონა” – ქართული რესტორანი პრაღაში
ქართული რესტორანი „ერტონა“ პრაღაში მისამართზე Bělehradská 19, Praha 2 – Vinohrady – ში მდებარეობს. ვინც პრაღას კარგად იცნობს, უთუოდ ეცოდინება, რომ ეს უბანი ცენტრიდან, ანუ ტურისტების საყვარელი ადგილიდან “სტარო მესტოდან“ მოშორებით მდებარეობს, თუმცა ამის მიუხედავად რესტორნის მყუდრო გარემოში მოსახვედრად არც დიდი დროა  საჭირო და არც – ტრანსპორტის გამოცვლა. მეტროსადგურ „ნამესტი მირუდან“ ამოსულ ქვეითად მოსიარულეს „ერტონაში“ მისასვლელად ათი წუთი დასჭირდება, თუმცა ყველაზე მოსახერხებული #11 ტრამვია, რომლის გაჩერება Nuselské schody რესტორნის კიბიდან 10-15 მეტრში მდებარეობს.
„ერტონა“ სულ რაღაც სამი-ოთხი თვის წინ გაიხსნა და პრაღაში მცხორვებ ქართველებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს დიეტის დაცვა, ერთი თვის განმავლობაში უკვე სამჯერ მოვასწარი იქ წახემსება.
ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად რესტორნის სამზარეულოში ადგილობრივი, ჩეხური კერძებიც მზადდება (შემწვარი იხვი კნედლიკებითა და კომბოსტოს მწნილით, მრავალფეროვანი ძეხვეული, წვნიანი, ტკბილეული და სხვა), თუმცა ქართველებიც, ჩეხებიც, რუსებიც და ყოფილი მოძმე რესპუბლიკების სხვა წარმომადგენლებიც “ერტონას“ უფრო მეტად მწვადის, ხაჭაპურის, ჩაქაფულის, საცივის, ღომისა და ყაურმის დასაგემოვნებლად სტუმრობენ.
შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც ღორის, ასევე ცხვრის მწვადი. მუსლიმმა კოლეგამ, რომელიც პირველად სტუმრობდა ქართულ რესტორანს, გაოცება ვერ დამალა, როცა ნამდვილი „შაშლიკის“ ნაცვლად ღორის მწვადს მივეძალე. გავსინჯე, მართლაც არ იყო ურიგო.
აბაზ მეგობარს სუფრაზე მოტანილმა საცივმა გაახსენა გუდაუთელი ბებია, რომელიც საცივისთვის ინდაურს ერთი თვით ადრე ამზადებდა: გადაჰყავდა სიმინდის ფქვლისა და მოხარშული ჯინჭრის  გაძლიერებულ, იძულებით კვებაზე, ნიგოზი კი საგულდაგულოდ გადარჩეული, ღიაქარვისფერი უნდა ყოფილიყოო.
განსაკუთრებით გემრიელი, წვნიანი და ნოყიერია ხინკალი (ზომით აშკარად გოლიათური), რომლის გარსი და შიგთავსი ერთნაირად ხარისხიანია, წვენი გაციების შემდეგაც კი არ იქცა ყვითელ, უფორმო მასად.
ცივი კერძებიდან მომეწონა ფხალი, თევზის სალათი (რომელშიც დაქუცმაცებულ ორაგულთან ერთად ნედლი პომიდორი დომინირებდა) და ნიგვზით შეკმაზული ბადრიჯანი. განსაკუთრებით გემრიელი და მადის გამღვიძებელია კომბოსტოს, კიტრისა და ჭახლის მწნილის ასორტი, რომელსაც გვირგვინად ადგას ქამა სოკოს მარინადის მოზრდილი ულუფა.
რესტორანში ძირითადად ქართული ღვინოები, ლიმონათი და მინერალური წყლები აქვთ. ბუნებრივია „ერტონაში“ არყითა და ქაფქაფა ჩეხური ლუდითაც (Pilsner Urquell, Staropranen, Gambrinus,) გაგიმასპინძლდებიან.
რესტორნის მყუდრო  გარემოს (გაფორმებულს ფიროსმანის ილუსტრაციებითა და ქართული ფარდაგებით) განსაკუთრებულ ინტიმურობას  სძენს ცოცხლად, ზომიერ სიმაღლეზე შესრულებული ქართული სიმღერა, რომლის ჰანგები ხელს არ უშლის სუფრის წევრებთან კომუნიკაციასა და გვერდზე მსხდომთა საუბრის აღქმას.
დამშვიდობებისას გამოველაპარაკე რესტორნის მფლობელს ვაჟა ნატროშვილს, რომელსაც ჩეხეთის გარდა რესტორანი თურმე რუსეთშიც აქვს გახსნილი და – საქართველოშიც. მითხრა, რომ კერძებისათვის საჭირო ინგრედიენტებისა და საკმაზების დიდ ნაწილს საქართველოდან იღებს, რასაც დიდად აფასებენ პრაღაში მცხოვრები ქართველები. ერთმა ჩემმა პრაღელმა მეგობარმა ისიც კი მითხრა, რომ მისთვის ქართული რესტორანი დანაყრებასთან ერთად, სამშობლოში დაბრუნების საშუალებაცააო. აქ მოსულს, თავი ყოველთვის მასპინძელი მგონიაო.
ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი
View Larger Map
ჟიჟკოვის ტელეკოშკი
თანამედროვე ჩეხური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი ნიმუში. ნაწილს არ მოწონს, ნაწილს უცნაურად ეჩვენება, ნაწილს კი ძალიან მოსწონს, ამ უკანასკნელთა შორის ვარ მეც. მომწონს ინჟინრული გადაწყვეტილებისა და დიზაინის გამო. თუ თბილისის ტელეანძა მთაზეა აღმართული და ამით აღწევს სასურველ ეფექტს, ჟიჟკოვის ტელეანძა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ჟიჟკოვში, პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს შორისაა. მიუხედავად ამისა ის პრაღის თითმის ყველა სახურავიდან მოსჩანს და თავად ტელეკოშკიდან პრაღის უმშვენიერესი ხედები იშლება.
ჟიჟკოვის ტელეკოშკის სიმაღლე 216 მეტრს აღწევს. მისი მშენებლობა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში 1985 წელს დაიწყეს და თავისუფალი ჩეხეთის გარიჟრაჟზე 1992 წელს დაასრულეს.
ტელეკოშკი წარმოადგენს სამი მილისგან შემდგარ კონსტრუქციას. მათგან ორი მილი შედარებით დაბალია. მთავარ მილში, რომელიც ყველაზე მაღალია და ანტენის ფუნქციას ასრულებს, მოთავსებულია ორი სწრაფი ლიფტი. მათი საშუალებით შესაძლებელია რესტორანში და ტურისტულ დარბაზში მოხვედრა საიდანაც პრაღა თითქოს ხელის გულზე მოსჩანს. ეს ფოტოებიც სწორედ იქედანაა გადაღებული.
ამ ტელეკოშკის დანახვისთანავე ყველას თვალში ხვდება ჩვილის სკულპტურები, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან თითქოს ბავშვები ანძაზე დაძვრებიან   ძნელი მისახვედრი არა რის რომ ეს ჩვილებიც დევიდ ჩერნის შემოქმედებაა.
ქართული სამზარეულოს ელჩი
<object><embed src="http://www.tavisupleba.org/flash/MediaPlayer.swf?cache=" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="384" height="357" allowfullscreen="true" flashvars="configFilePath=http://www.tavisupleba.org/GetFlashXml.aspx?param=3103|user|video" /></object>
ეკა ქევანიშვილი ”რადიო თავისუფლება”
მსგავსი სტატიები:
http://www.mypraha.info/სტუმრად-ირმასთან/
http://www.mypraha.info/u_irmy/
პრაღის ხიდები
პრაღას ოქროს ქალაქის, ევროპის დეფალისა თუ სხვა მეტსახელების გარდა ხიდების ქალაქსაც უწოდებენ. პრაღის უძველეს უბნებს, რომლებიც მდინარე ვლტავის ორივე მხარესაა განლაგებული, რამდენიმე ლამაზი და ისტორიული ხიდი აკავშირებს. ხიდების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველა მათგანზე საუბარი ერთ სტატიაში არ მოთავსდება და საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა. ამიტომ მხოლოდ ორიოდე ხიდის აღწერას შევეცდები. ერთერთი მთავარი ხიდის ”კარლოსის ხიდის” (კარლოვ მოსტი) შესახებ ამ ბლოგის შექმნისას დავწერე. ამ ულამაზესი ისტორიული ქმნილების ორივე მხრიდან შედარებით ახალი ხიდებია აგებული. ”ლეგიონების ხიდი” (ლეგიე მოსტი) და მანესის ხიდი (მოსტ მანესა).
ლეგიონების ხიდი
ულამაზესი და უნიკალური ხიდია. ის ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო ორ სანაპიროს, არამედ ვლტავის შუაგულში არსებულ პატარა “სტრელეცკი” კუნძულს. კუნძულზე ხიდიდან ფართე კიბით ჩადიხარ და უმალვე რომანტიულ გარემოში ხვდები. ასეთ განწყობას ხეებით დაფარული კუნძულის სასეირნო ბილიკები, ძველებური ფანრები და მდინარის სანაპირო ქმნის რომელის გასწვრივაც გედები დასეირნობენ. მოკლედ შეყვარულებისა და რომანტიკოსებისთვის მაგარი ადგილია
ქვის კონსტრუქცია 1898 წელს ააგეს და მან იმავე ადგილზე არსებული ჯაჭვვებზე დაკიდებული ძველი ხიდი შეცვალა. ლეგიონების ხიდის არქიტექტორია ჩეხი არქიტექტორი ანტონინ ბალშანეკი. თავდაპირველად ხიდი ატარებდა იმპერატორ ფრანტიშეკ იოზეფის სახელს. მოგვიანებით ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისას მას ლეგიონერების ხიდი ეწოდა. ნაცისტების მიერ პრაღის ოკუპაციის დროს ხიდს კვლავ გადაარქვეს სახელი. ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ კი ლეგიონერების ხიდი პირველი მაისის ხიდი გახდა. 1990 წლიდან კი კლვლავ ლეგიონელების სახელს ატარებს.
ახლა ამ კუნძულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. მანამდე აქ ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები და სხვადასხვა კულტურული აქციები ტარდებოდა. ამბობენ რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ძველი ტრადიცია კვლავ გაგრძელდება.
მანესოვის ხიდი
ესეც ულამაზესი ხიდია და კარლოსის ხიდის მეორე მხარესაა აგებული. მის შესახებ ცოტა მოგვიანებით დავწერ.
აბსენტი
პრაღის ტურისტული ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რომელთა ვიტრინა გადავსებულია ათასგვარი ფორმის ჭურჭელში მოთავსებული მწვანე სასმელით. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერათერთი ტურისტული სატყუარაა. სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია.
ბოჰემიის მხარეში (ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ბოჰემური სასმელის გამოხდის დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აქაური 70%-იანი აბსენტი მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, პიტნა, ქინძი და სხვა. აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუიონის შემცველობაზე.
აბსენტის მომზადების რეცეპტის აღმოჩენას სხვადასხვა ევროპული ქვეყნები იბრალებენ, თუმცა ზუსტად არავინ იცის სად გაჩნდა პირველი აბსენტი. ბოჰემიაში ირწმუნებიან, რომ ბოჰემის შთაგონების წყარო სწორედ მათთან გაჩნდა.
ეს სასმელი არის სხვადასხვა ფერის, ყვითელი, წითელი და ყავისფერი, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია მწვანე შეფერილობის აბსენტი.
ტრადიციულად, აბსენტის მომზადება ხდება სპეციალურ ჭიქაში, მასში ასხამენ დაახლოებით 50 მილიგრამ აბსენტს და ჭიქის თავზე ათავსებენ ნახვრეტებიან კოვზს. ხოლო ამ კოვზზე თავსდება შაქრის ნატეხი და მასზე წვეთწვეთობით ასხამენ ყინულოვან წყალს. 1 პორცია აბსენტს უნდა დაემატოს 3 ან 5 პორცია წყალი, წყალი უნდა დაესხას დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში (წვეთ-წვეთად), იმისათვის რომ მოხდეს შაქრის ნატეხის კარგად გახსნა სასმელში და მიღებული ეფექტის მაქსიმიზაცია. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგად თავს იჩენენ ზეთები რომლებიც შედის აბზინდას, ანისის, ანისულის, კამის, და ცერეცოს შემადგენლობაში. აბსენტის კოქტეილი წყლის რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო აიმღვრევა და მომწვანო რძისფერი გახდება.
არსებობს აბსენტის მომზადების კიდევ სხვა, ჩეხური წესი:
ჭიქის 1/3 შევსებულია აბსენტით, ხოლო კოვზზე შაქრის ნატეხზე ასხამენ აბსენტს პატარა პორციებით და ნატეხსს ცეცხლს უკიდებენ. ანთებული შაქარი იქცევა კარამელად და იღვენთება ჭიქაში. შემდეგ კი ამატებენ ცივ წყალს. ეს ყველაზე გავრცელებული ხერხია.
ისინი ვინც პირველად სვამენ აბსენტს შეიძლება ვერც კი გააცნობიერონ ჰალუცინოგენის ეფექტი. აბსენტის ”კაიფი” ხშირი მოხმარების შემდეგ უფრო ძლიერდება. ეს სასმელი საქართველოშიც ნებადართულია
სხვა სტატიები აბსენტის თემაზე:
http://www.mypraha.info/4-5-days-shoping/
http://www.mypraha.info/cafe-slavia/
ლუდსახარში
რა შეიძლება აქ დაიწეროს, პაღაში უამრავი და ერთმანეთისგან განსხვავებული ლუდსახარშია. ჩვენთან ლუდსახარშს ლუდის ქარხანას ეძახიან. პრაღაში კი ლუდსახარში უფრო ლუდის რესტორნებს და ბარებს ჰქვია. ჩვეულებრივ რესტორანში ლუდის სახარში ქვაბები დგას, ნედლი ლუდის სუნი ტრიალებს და იქვე ჩამოსხმული ლუდის დაგემოვნებას არაფერი სჯობს
ტურისტებისთვის ადვილად საპოვნი ლუდსახარშია ”ნოვომესტსკი პივოვარი”. ვაცლავის მოედანთან ახლოს მდებარეობს და მას ძირითადად, სწორედ ტურისტები სტუმრობენ. რესტორანი სიძველის შთაბეჭდილებას ინტერიერის დეტალებით, ჭერზე ჩამოკიდებული სვიის სურნელითა და ლუდსახარში ქვაბებით აღწევს.
განსაკუთრებით საინტერესოა ქვაბის ვიწრო ფანჯარა, სადაც მოთუხთუხე ლუდი მოსჩანს. ამ ყველაფრზე უფრო გემრიელ შეგრძნებას ლუდის არომატი ტოვებს. აქ ორნირ ლუდს ხარშავენ, ნეთელს და მუქს თეთრს და შავს). ის ძალიან წააგავს პლზენ ურქუელს, ოღონდ უფრო მომწარო და თავისებურად გემრიელია.
კიდევ ერთი ლუდსახარში, რომელიც ამ დღეებში მოვინახულე არის სტრახოვის მონასტერის ლუდსახარში. ამ მონასტერზე ადრე დავწერე, იქაური მინიატურების მუზეუმის მონახულების შემდეგ.
ამ მონასტერში შემორჩენილია მეთოდი, რომლის მიხედვითაც ლუდს მონაზვნები ხარშავდნენ. აღდგომამდე 2 დღით ადრე სპეციალური ლუდი ”სააღდგომო” მივირთვით, ფანტასტიური იყო…
სტრახოვის მონასტერში ჩამოსხმულ ლუდს ჰქვია ”წმინდა ნორბერტი” – ის გაუფილტრავია და არ არის პასტელიზებული. ჩვენ ლუდში ვტოვებთ ყველაფერს რასაც ლუდი შეიცავსო – ამბობენ სტრახოველი ლუდისმხარშველები.
რესტორანში ყველანაირი კერძია რაც ლუდს მოუხდება, თუმცა განსაკუთრებით დამამახსოვრდა იქაური გულიაში, რომელიც სასმელზე არანაკლებ გემრიელი მომეჩვენა, შეიძლება ეს თავად სასმელის დამსახურება იყო
მოკლედ უნდა გასინჯოთ!
ოოო რა ყოფილა ეს ნორბერტის ლუდი   ვერაფრით გავძეხი მისი სმით. რამდენი ლუდი მომინდებოდა სულ მანდ ავდიოდი დასალევად.
გაუფილტრავი და არაპასტელიზებული ლუდი ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. დიდება სვეტოი ნორბერტს
მინიატურების მუზეუმი
სტრახოვის მონასტერიდან პრაღის მშვენიერი ხედები იშლება. თავად მონასტერიც ძალიან საინტერესოა, ბიბლიოთეკაც, მაგრამ უფრო საინტერესოდ ამ მონასტრის ეზოში, ერთ პატარა შენობაში მოწყობილი მინიატურების მუზეუმი მომეჩვენა.
ნემსის ყუნწში მოთავსებული აქლემების ქარავანი, ადამიანის თმაზე განლაგებული მატარებლის ვაგონები, მარცვლის გულში ჩახატული პუშკინი, მამონტის ძვალზე შესრულებული მინიატურული ნახატები და ასე შემდეგ – ციმბირელი მხატვრის ანატოლი კონენკოს ნამუშევრებია. მათი უმრავლესობის ნახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. შეუარაღებელი თვალით პატარა მარცვალი ან მხოლოდ თმა ჩანს.
მუზეუმის მფლობელიც ეროვნებით რუსია, რომელმაც როგრც კი გაიგო რომ ქართველი ვიყავი იმწამსვე გაიხსენა, რომ ბებიამისი ბათუმში ცხოვრობდა. ქართველ კაცზე ყოფილა გათხოვილი და 90-იან წლებში მარტოხელა დარჩენილი რუსის ბაბო, იმ დროინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, იძულებული გაუხდიათ ბინა იაფად გაეყიდა და რუსეთში გადაბარგებულიყო. მე კი ვუმტკიცე რომ ახლა ჩვენთან ეგრე აღარ ხდება და რომ ეგრე მხოლოდ რუსეთში იქცევიან, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს რაღა უშველის?
მიუხედავად ყველაფრისა მინიატურები მაინც ძალიან საინტერესო სანახავია.