სექს მანქანების მუზეუმი
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | Posted on 14-02-2010
0
”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”კურიერ PS”-ის სიუჟეტი
”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”კურიერ PS”-ის სიუჟეტი

ბჟევნოვის მონასტერი – პრაღის სულიერი და მატერიალური კულტურის მოქმედი ძეგლი
ბენედიქტელთა ორდენისათვის უცხო არასოდეს ყოფილა ინტელექტუალური და ფიზიკური შრომა, ვაჭრობა, საავადმყოფოებისა და სასტუმროების გამართვა, – ყველაფერი ეს შენარჩუნებულია 21-ე საუკუნეშიც, თუმცა დროების შესაბამისად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი კომერციული შემადგენელი.
ქართული რესტორანი „ერტონა“ პრაღაში მისამართზე Bělehradská 19, Praha 2 – Vinohrady – ში მდებარეობს. ვინც პრაღას კარგად იცნობს, უთუოდ ეცოდინება, რომ ეს უბანი ცენტრიდან, ანუ ტურისტების საყვარელი ადგილიდან “სტარო მესტოდან“ მოშორებით მდებარეობს, თუმცა ამის მიუხედავად რესტორნის მყუდრო გარემოში მოსახვედრად არც დიდი დროა საჭირო და არც – ტრანსპორტის გამოცვლა. მეტროსადგურ „ნამესტი მირუდან“ ამოსულ ქვეითად მოსიარულეს „ერტონაში“ მისასვლელად ათი წუთი დასჭირდება, თუმცა ყველაზე მოსახერხებული #11 ტრამვია, რომლის გაჩერება Nuselské schody რესტორნის კიბიდან 10-15 მეტრში მდებარეობს.
„ერტონა“ სულ რაღაც სამი-ოთხი თვის წინ გაიხსნა და პრაღაში მცხორვებ ქართველებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს დიეტის დაცვა, ერთი თვის განმავლობაში უკვე სამჯერ მოვასწარი იქ წახემსება.
თანამედროვე ჩეხური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი ნიმუში. ნაწილს არ მოწონს, ნაწილს უცნაურად ეჩვენება, ნაწილს კი ძალიან მოსწონს, ამ უკანასკნელთა შორის ვარ მეც. მომწონს ინჟინრული გადაწყვეტილებისა და დიზაინის გამო. თუ თბილისის ტელეანძა მთაზეა აღმართული და ამით აღწევს სასურველ ეფექტს, ჟიჟკოვის ტელეანძა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ჟიჟკოვში, პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს შორისაა. მიუხედავად ამისა ის პრაღის თითმის ყველა სახურავიდან მოსჩანს და თავად ტელეკოშკიდან პრაღის უმშვენიერესი ხედები იშლება.
ჟიჟკოვის ტელეკოშკის სიმაღლე 216 მეტრს აღწევს. მისი მშენებლობა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში 1985 წელს დაიწყეს და თავისუფალი ჩეხეთის გარიჟრაჟზე 1992 წელს დაასრულეს.
ეკა ქევანიშვილი ”რადიო თავისუფლება”
პრაღას ოქროს ქალაქის, ევროპის დეფალისა თუ სხვა მეტსახელების გარდა ხიდების ქალაქსაც უწოდებენ. პრაღის უძველეს უბნებს, რომლებიც მდინარე ვლტავის ორივე მხარესაა განლაგებული, რამდენიმე ლამაზი და ისტორიული ხიდი აკავშირებს. ხიდების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველა მათგანზე საუბარი ერთ სტატიაში არ მოთავსდება და საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა. ამიტომ მხოლოდ ორიოდე ხიდის აღწერას შევეცდები. ერთერთი მთავარი ხიდის ”კარლოსის ხიდის” (კარლოვ მოსტი) შესახებ ამ ბლოგის შექმნისას დავწერე. ამ ულამაზესი ისტორიული ქმნილების ორივე მხრიდან შედარებით ახალი ხიდებია აგებული. ”ლეგიონების ხიდი” (ლეგიე მოსტი) და მანესის ხიდი (მოსტ მანესა).
პრაღის ტურისტული ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რომელთა ვიტრინა გადავსებულია ათასგვარი ფორმის ჭურჭელში მოთავსებული მწვანე სასმელით. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერათერთი ტურისტული სატყუარაა. სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია.
ბოჰემიის მხარეში (ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ბოჰემური სასმელის გამოხდის დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აქაური 70%-იანი აბსენტი მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, პიტნა, ქინძი და სხვა. აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუიონის შემცველობაზე.
რა შეიძლება აქ დაიწეროს, პაღაში უამრავი და ერთმანეთისგან განსხვავებული ლუდსახარშია. ჩვენთან ლუდსახარშს ლუდის ქარხანას ეძახიან. პრაღაში კი ლუდსახარში უფრო ლუდის რესტორნებს და ბარებს ჰქვია. ჩვეულებრივ რესტორანში ლუდის სახარში ქვაბები დგას, ნედლი ლუდის სუნი ტრიალებს და იქვე ჩამოსხმული ლუდის დაგემოვნებას არაფერი სჯობს
სტრახოვის მონასტერიდან პრაღის მშვენიერი ხედები იშლება. თავად მონასტერიც ძალიან საინტერესოა, ბიბლიოთეკაც, მაგრამ უფრო საინტერესოდ ამ მონასტრის ეზოში, ერთ პატარა შენობაში მოწყობილი მინიატურების მუზეუმი მომეჩვენა.
ნემსის ყუნწში მოთავსებული აქლემების ქარავანი, ადამიანის თმაზე განლაგებული მატარებლის ვაგონები, მარცვლის გულში ჩახატული პუშკინი, მამონტის ძვალზე შესრულებული მინიატურული ნახატები და ასე შემდეგ – ციმბირელი მხატვრის ანატოლი კონენკოს ნამუშევრებია. მათი უმრავლესობის ნახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. შეუარაღებელი თვალით პატარა მარცვალი ან მხოლოდ თმა ჩანს.

კარგი იყო, ხაჭაპურს და ნიგვზიანს მონატრებული გემრიელად დავრნაყდი. ამ დროს პრაღის რესტორნების დიდი უმრავლესობა სიცარიელეს უჩივის, რესტორანი ”უ ირმი” (ირმასთან) კი სავსე იყო ქართული სამზარეულოს, თუ იქაური სიტუაციის მოყვარული ხალხით. ერთადერთი რაზეც თურმე კლიენტებს დაუჩივლიათ და თავად ირმაც განიცდიდა, ”თელიანი ველის” ამ ბოლო დროს შელანძღული ღვინოა. ნეტა რამდენი ონიშჩენკო სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას?