Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 07-03-2007
0
ოქროპირ რუხაძე, რადიო თავისუფლება, პრაღა. — 8 მარტს პრაღის მეექვსე რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქის, ჯიმი დაბრუნდაშვილისა და ზურაბ ლალიაშვილის, საქმე განიხილა.
ორივე პირს ბრალად ედებოდა (ეს მათ დაუსწრებლად სასამართლომ ადრე გადაწყვიტა) ეროვნული სიძულვილის გაღვივება და სხვა ერის უფლებების შეზღუდვის მცდელობა. ეს ქმედება, საქმის თანახმად, მათ ჩაიდინეს რუსეთის საელჩოსთან ჩეხეთის ქართველთა სათვისტომოს მიერ მოწყობილი სანქცირებული დემონსტრაციის დროს. დაუსწრებლადვე, დეკემბერში სასამართლომ ჯიმი დაბრუნდაშვილს მიუსაჯა ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ერთი წლით პირობით სასჯელად შეიცვალა, და ზურაბ ლალიაშვილს – სამი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეიცვალა ერთ წლით პირობითად. თავდაპირველი გასამართლება მოხდა ჩეხეთში მოქმედი “მხოლოდ მოსამართლის” მიერ განსჯის წესით.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 15-01-2005
1
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) [ჩეხური მუსიკა] გასულ შაბათს ჩვენი ყოველკვირეული რეპორტაჟების ციკლში ”ქართველები პრაღაში” გაგაცანით ერთი ქართველი ახალგაზრდა, მაკა სოსელია, რომელიც პრაღის ცენტრში მდებარე ”გალერეა მიხალსკაში” მუშაობს. ამ გალერეაშია გამოფენილი პრაღაში მცხოვრები ქართველი მხატვრის ჯიმშერ (მერაბ) ჯალაღონიას ნამუშევრები. დღეს მინდა გაგაცნოთ სწორედ ის და კიდევ ერთი მხატვარი, გია ჩიგოგიძე, რომელთაც პრაღის ერთ-ერთ ხალხმრავალ რესტორანში შევხვდი.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 08-01-2005
0
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) კვლავ განვაგრძობთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში”. თუ ამ ციკლის წინა გადაცემებში პრაღაში მცხოვრები ქართველი მამაკაცები გაგაცანით, ამჯერად ახალგაზრდა ქალბატონზე, მაკა სოსელიაზე, გესაუბრებით. ის უკვე 8 წელია ჩეხეთში იმყოფება. აქედან – შვიდი წელია, რაც პრაღაში ცხოვრობს და კარლოსის უნივერსიტეტში სწავლობს. მაკა, სწავლის გარდა, მუშაობს კიდეც პრაღის უძველეს ”სტარომესტკას” უბანში, ტურისტებით სავსე პატარა ქუჩაზე მდებარე გალერეაში.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 26-12-2004
0
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) შაბათის ტრადიციისამებრ, დღესაც გთავაზობთ რეპორტაჟს ციკლიდან ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ჯიმი დაბრუნდაშვილს გაგაცნობთ. იგი პრაღაში თითქმის 4 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად – მას შემდეგ, რაც ჩეხი ცოლი შეირთო. თუმცა მანამდეც ხშირად სტუმრობდა პრაღას სამსახურებრივი მივლინებების გამო და მისთვის უცხო არ ყოფილა აქაური საზოგადოება. მიუხედავად ამისა, როგორც ჯიმი ამბობს, ჩეხური საზოგადოების წეს-ჩვეულებების გათავისება იოლი არ აღმოჩნდა. ახლა ჯიმი პრაღაში ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლობაში მუშაობს და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ჩეხეთში საქართველოს პოპულარიზების საქმეშიც.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 11-12-2004
0
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში”. ამჯერად გაგაცნობთ ირაკლი გოგატიშვილს, რომელიც პრაღაში, კარლოსის უნივერსიტეტში, ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სწავლობს. ირაკლი წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ჩეხეთის დედაქალაქში ცხოვრობს და, დიდი დატვირთვით სწავლასთან ერთად, პოლიტიკაში მონაწილეობასა და ინტერნეტფორუმებზე აქტიურობასაც ახერხებს. მე ის ლაზურ მუსიკაზე ინტერნეტდისკუსიის დროს გავიცანი. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა მან სწავლის გაგრძელება მაინცდამაინც პრაღაში და რას აპირებს მომავალში.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 04-12-2004
0
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ვაჟა მთავრიშვილსა და მის მიერ გამოცემულ გაზეთ ”სვობოდაზე” (თავისუფლებაზე) გესაუბრებით. ვისაც საქართველოს ეროვნული მოძრაობის წლები ახსოვს, მას არ გაუჭირდება ძველი დისიდენტის, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, შემდეგ კი ”მოქალაქეთა ლიგის” დამაარსებლის ვაჟა მთავრიშვილის გახსენება. მან საქართველო 1994 წლის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ უცხოეთში მოღვაწეობს, ბოლო წლებში კი – პრაღაში. რამ აიძულა ვაჟა მთავრიშვილი საქართველოდან წამოსულიყო და რატომ გამოსცემს იგი პრაღაში გაზეთ ”თავისუფლებას”? ამის გასარკვევად მას გაზეთის რედაქციაში ვესტუმრაე.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 27-11-2004
8
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ელგუჯა ჩოჩიას გაგაცნობთ. იგი თითქმის 3 წელია, რაც თავის ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს. მან თბილისი 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დატოვა, რადგან მისმა პატარა თბილისურმა ოჯახმა 12-მდე აფხაზეთიდან დევნილი შეიკედლა. ელგუჯა ჩოჩია, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, საქართველოდან წასვლის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა და იქ ბატონმა ელგუჯამ მცირე ბიზნესიც გამართა. სამიოდე წლის წინ ის და მისი ოჯახი პრაღაში მოგზაურობამ ისე მოხიბლა, რომ აქ გადმოსვლა გადაწყვიტეს და ერთი წლის წინ ჩეხურ-ქართული რესტორანი ”თამადაც” გახსნეს. მინდა ამ რესტორანში მიღებული შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 20-11-2004
0
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს პრაღაში მცხოვრებ ქართველებზე და ამჯერად ვაჟა კიკნაველიძეს გაგაცნობთ. იგი 19 წლის იყო, როდესაც საქართველო დატოვა და, აგერ უკვე 21 წელია, სამშობლოდან მოშორებით ცხოვრობს, აქედან 17 წელი – პრაღაში. ჩეხეთის დედაქალაქში ვაჟა კიკნაველიძე, როგორც თვითონ ამბობს, მცირე ბიზნესს ეწევა – საამშენებლო საქმითაა დაკავებული და, ჩეხური ტექნოლოგიების საზღვარგარეთ გატანის მცდელობასთან ერთად, აქ, პრაღაში, საქართველოს პოპულარიზებასაც ცდილოს. უფრო მეტს პრაღაში მცხოვრები ამ ერთი ქართველი პიროვნების შესახებ პირადად მასთან ჩემი საუბრიდან შეიტყობთ.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 18-11-2004
0
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ბაჩა ზარდალიშვილს გაგაცნობთ. იგი პრაღაში 1993 წელს 1 თვით ჩამოვიდა და ისე მოხდა, რომ დღემდე აქ ცხოვრობს. ახლა ბაჩა ზარდალიშვილი საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობს და ჯერჯერობით არ აპირებს სამშობლოში ანალოგიური ბიზნესის გამართვას. რატომ არ აპირებს და, საერთოდ, როგორ შეძლო მან ჩეხეთის დედაქალაქში საკუთარი საქმის წამოწყება? დღეს სწორედ ამის შესახებ მინდა მოგითხროთ.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ქართველები პრაღაში 2004 | Posted on 13-11-2004
2
(კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) როგორც იცით ”რადიო თავისუფალი ევროპა – რადიო თავისუფლების” შტაბ-ბინა ჩეხეთის დედაქალაქში პრაღაშია დაფუძნებული. გადავწყვიტეთ აქ პრაღაში მცხოვრებ ქართველებზე რეპორტაჟების ციკლი მოვამზადოთ და გაგაცნოთ თუ რის მიაღწევა შეძლეს საქართველოდან ემიგრირებულმა ქართველებმა. პირველ გადაცემას 14 წლის ლევან ბოკერის ვუძღვნით. ის 1 წლის იყო როდესაც მშობლებთან ერთად აფხაზეთი დატოვა ცნობილი მოვლენების გამო და ოდნავ მოგვიანებით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღაში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ მიაღწია ლევანმა გამორჩეულ წარმატებებს.