იოსებ ივანეს ძე რატილი (ნამდვილი გვარია ნავრატილი) დაიბადა 1840 წლის 27 თებერვალს ჩეხეთში, დობშიცეში.
ქართული ფოლკლორით მოხიბლული ჩეხი მომღერალი თავდავიწყებით ჩაერთო ქართული ეროვნული საგანძურის შეგროვებისა და ნოტებზე გადატანის საქმეში.художник на икониИкони на светци
иконографияКартини1891 წლის 18 ივლისს პრაღის ქუჩებში მოძრაობა დაიწყო ელექტრო ტრამვაიმ. მას შემდეგ ტრამვაი პრაღის ძირითად საქალაქო ტრანსპორტად რჩება.
შესაბამისად 18 ივლისს პრაღის ქუჩებში ტრანსპორტის მუზეუმში დაცული ექსპონატები გამოიყვანეს და ქალაქის ძველი უბნები შემოატარეს.
კოლონის სათავეში იყო 1913 წლის ღია ტიპის ვაგონი. თუმცა მუზეუმში უფრო ძველი ვაგონებიცაა დაცული
ძველ ვაგონებს უკან მოსდევდა ახალი შემადგენლობები: შკოდა 14ტე და შკოდა 15ტე. ეს უკანასკნელი თანამედროვე დიზაინითა და კომფორტით გამოირჩევა.иконииконописikoni
პრაღაში გამოჩნდა ტანკი, თანაც ვარდისფერი, თანაც ორლულიანი (უცნაური მეორე ლულით) და თანაც მდინარე ვლტავაზე. ასე გადაწყვიტა საბჭოთა ჯარებისგან ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლების და ვარშავის ბლოკის დაშლის აღნიშვნა ჩეხეთის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ.
შკოდა 15 ტე – ასე ჰქვია ახალ ტრამვაის რომელიც პრაღაში სულ რამდენიმე თვეა რაც ექსპლოატაციაში შევიდა. მანამდე, თითქმის 2 წლის მანძილზე გამოსაცდელ რეჟიმში იმყოფებოდა და ფოტომოყვარულებს მასზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული
ეს ტრამვაი თავისი თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლების გარდა ყურადღებას იქცევს სუპერთანამედროვე, ზოგის აზრით ფუტურისტული, დიზაინით. იგიი უპრობლემოდ ჩაეწერა პრაღის არქიტექტურაში. შკოდა 15 ტეს უპირატესობა ისიც არის, რომ შედარებით იაფია ფრანგულ თუ გერმანულ ანალოგებთან შედარებით.
ხუთშაბათს პრაღაში, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთ-ერთ დარბაზში, ერთმანეთის გვერდით იხილავდით საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის დროშებს. დაფუძნდა ჩეხურ-ქართული შერეული სავაჭრო პალატა. ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში შეკრებილები, საქართველოსა და ჩეხეთის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები, სამინისტროების, კომპანიების წარმომადგენლები, ახლად დაფუძნებული პალატის წევრები, სიტყვით გამოსვლების, საქართველოს მიღწევებზე საუბრისა და ფირმების წარდგენის შემდეგ უკვე ოდნავ დაღლილები, ბოლოს ქართული ღვინის პრეზენტაციაზე მიიწვიეს.
ამ კითხვას პრაღაში გამგზავრების წინ უამრავი ტურისტი სვამს. ხელსაყრელი კურსით ფულის გადაცვლის გარდა ზევით დასმულ კითხვაზე პასუხი თავიდან აგაცილებთ არასასიამოვნო პრობლემებსაც, რომლებიც ბევრ ჩემს ბაცბობს შეემთხვა.
უვატმანო ტრამვაი ჩეხი ინჟინრების ახალი აღმოჩენა არ გეგონოთ. პრაღის ტრამვაის ბევრი კურიოზი ახსოვს, მაგრამ ასეთი რამ პირველად მოხდა. 17 ივნისს, პრაღის ტრამვაის ერთერთი დეპოდან, “მოტოლიდან” ტრამვაის ვაგონი მძღოლის გარეშე გამოვიდა და ორი გაჩერება, დაახლოებით 1 კილომეტრი გაიარა. ქუჩა ცარიელი იყო, მაგრამ ამ უცნაურ მოვლენას თვითმხილველები მაინც აღმოაჩნდა. ისინი გაოცებულნი დარჩნენ, რადგან უვატმანოდ მოძრავ ტრამვაის ვატმანი ჯერ ფეხით მისდევდა, ხოლო შემდეგ გამვლელისგან ველოსიპედი ინათხოვრა და ასე დაედევნა ვაგონს. ველოსიპედიდან ვაგონში გადაძრომის ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და ტრამვაი დაახლოებით ერთი კილომეტრის შემდეგ ძაბვის შეწყვეტის წყალობით გაჩერდა.
ბჟევნოვის მონასტერი – პრაღის სულიერი და მატერიალური კულტურის მოქმედი ძეგლი
ბენედიქტელთა ორდენისათვის უცხო არასოდეს ყოფილა ინტელექტუალური და ფიზიკური შრომა, ვაჭრობა, საავადმყოფოებისა და სასტუმროების გამართვა, – ყველაფერი ეს შენარჩუნებულია 21-ე საუკუნეშიც, თუმცა დროების შესაბამისად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი კომერციული შემადგენელი.
Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 16-01-2010
1
არ დაეძებენ ამინდს მზიანს და
არ დაეძებენ ამინდს წვიმიანს,
ასეირნებენ ძაღლებს ჩეხები,
სიკვდილის კართან ერთად მიდიან.
ხან ძაღლი კოჭლობს, ხანაც – პატრონი,
ვინ ვის გაასწრებს ფუჭი ფიქრია.
ლაბადის მსგავსი აცვია ნაგაზს,
ნაქსოვი ჩაჩი ხურავს ფინიას.
Pánbůh-ი ცოტას კიდევ მოიცდის
უნდა აწმინდონ რაც ძაღლს უქნია!
ეკლესიასტე გვასწავლის, ცოცხალი ძაღლი სჯობს მკვდარ ლომსო. პრაღელებმა, როგორც ჩანს, ძველი აღთქმის ეს სიბრძნე კიდევ უფრო გააღრმავეს: ქალაქის ქუჩებში იმდენი ძაღლი დადის, რომ აშკარაა, აქ ცოცხალი ძაღლი ცოცხალ ლომსაც ურჩევნიათ!