კაფე სლავია

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 14-11-2008

4

პრაღის ქუჩებში ხეტიალისას წვიმამ მომისწრო. ერთხანს გავუძელი, მაგრამ წვიმის წვეთების ნაკადმა სერიოზულად რომ მოიმატა თავშესაფრის ძიება დავიწყე. ამ დროს თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება კაფე-რესტორანია. გზად ქართული რესტორანი ”ირმასთან” შემხვდა, მაგრამ ქართული სამზარეულოს ნოსტალგია არ მაწუხებდა, ამიტომ გვერდი ავუარე. ეროვნული თეატრისკენ მიმავალ სანაპიროს ქუჩას გავუყევი და კუთხეში რომ დიდფანჯრებიანი რესტორანია იქ შევირბინე.

ბევრი რამ მსმენია ამ კუთხის კაფე-რესტორანზე, ცნობილი ხალხის თავშეყრის ადგილი იყოო, ვაცლავ ჰაველი და მისი მეგობარი დისიდენტები, პრაღის ელიტის წარმომადგენლები, აქ იკრიბებოდნენო.

მაგრამ ეს არაფრად ჩავაგდე და გაწუწული პირდაპირ დანომრილი ნამცხვრის ნაჭრებით სავსე ვიტრინას მივადექი. სასურველი მეთორმეტე ნამცხვარი ავირჩიე და ადგილის ძებნა დავიწყე.

სამწუხაროდ ფანჯარასთან ვერაფრით დავჯექი, ყველა მაგიდა დაკავებული იყო. არადა შესანიშნავი ხედები მოსჩანს. მეორე რიგშიც არაუშავდა. ოფიციანტს ძლივს გავაგებინე რუსულად რა მინდოდა, ინგლისურიც არ ესმოდა კარგად და ნამცხვარი და დიდ ფინჯანში მომზადებული კარგი ინდური ჩაიც მომართვეს :) დიდხანს ვიჯექი ასე სანამ წვიმამ არ გადაიღო და ვნანობდი ლეპტოპი რომ თან არ მქონდა. კაფეში უფასო ვაი-ფაია და თუ გარეთ გასვლას ვერ ახერხებ ინტერნეტში ხეტიალი დროის მოკვლის კარგი საშუალებაა. თანაც არავინ შეგაწუხებს, ადე მაგიდა გაათავისუფლეო.

კარგი ნამცხვრების გარდა ”სლავიაში” კარგი ყავაც აქვთ, ჩეხურად ყავას ”კავა” ჰქვია :) ჩემმა ცოლმა რაღაც მომწვანო-მოყავისფრო ყავა Macchiato “Slavia” Absinth დალია და ეჭვი მაქვს ამ გზით აბსინტის დიდი დოზა მიიღო, უცნაურად გამოიყურებოდა კაფედან გასვლის წინ ;)

ეს სურათიც კაფის კედლებს ამშვენებს და მასზე აბსინტის ჰალუცინოგენების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჩეხიდ მდგომარეობაა გამოსახული :)

ყავის, ჩაის და ნამცხვრების გარდა ”სლავიაში” კარგი კერძებიც იციან. თან ეს ყველაფერი როგორც იტყვიან ხელმისაწვდომ ფასებშიადა სხვა რესტორნებთან შედარებით იაფიც კი არის. სლავიას გვერდით მდებარეობს რესტორანი ”პარნასი” და ამავე კომპლექსში შედის ლუდხანა ”ლაზენსკიჩთან”. აქ არ ვყოფილვარ და ვერაფერს გეტყვით.

კომენტარი (4)

saxeli ar momwons naxvis dgidan :) ვაი-ფაია yvela did savawro centrshi aris sadac patara kafeebia :)

exla gamaxsenda mand kutxeshi moxuci musikosi ro zis roialiturt ertxel tbiliso daukra kartuli laparakis gagonebaze :)

სახელი სლავური სიტყვაა და რუსების გამო გვჭირს ალერგია, ტუმცა არც ჩეხებს ეხატებათ გულზე რუსები. მაგ კუთხეში სამწუხაროდ მუსიკოსი არასდროს შემხვედრია, ისე კი სხვაგან ბლომად არიან. ბევრი სამუშაო გვაქვს ქართველებს, რომ მსოფლიოს კი არა ევროპას მაინც რომ თავი გავაცნოთ.

me mxvdeba xolme, ra magis pasuxia da suxishvilebi chamodian pragas noembris 28 shi > http://www.ticketpro.cz/?/search&q=*/*/*/*/0/sukhishvili < es biletebi du daswirda vinmes :)