ბოტასი და ”ბოტასი”
ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 09-12-2007
9
რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? რა თქმა უნდა – ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.
დღეს ეს სიტყვა შეიძლება ბევრს აღარც ახსოვს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა?
სინამდვილეში ”ბოტასი”, ისევე როგორც ”ქსეროქსი” ან ”პოლაროიდი” ფირმის სახელწოდებაა. მას შემდეგ რაც ბატიას ოჯახი აშშ გაიქცა (იხილე წერილი ”ბატა” და ტომაშ ბატია ), რამდენიმე მეწარმემ, რომლებიც ”ბატია”-სთან თანამშრომლობდნენ გადაწყვიტეს საკუთარი ფირმის ჩამოყალიბება და 1949 წელს ოფიციალურად დააფუძნეს ფირმა ”ბოტასი”. თავდაპირველად მათ ჩვეულებრივი ფეხსაცმლის შეკერვა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ კონკურენციამ ფირმა ”ბოტასი” აიძულა საკუთარი ნიშა მოეძებნა და 1950 წლიდან ფაბრიკამ სხვადასხვა დანიშნულების სპორტული ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო. მოგვიანებით ე.წ. ”ვარშავის პაქტის” ქვეყნები, პირველ ყოვლისა კი საბჭოთა კავშირი, ”ბოტასის” პროდუქციის მთავარ ბაზრებად იქცნენ. ”ბოტასი” ამ ქვეყნებში ყიდდა როგორც პროფესიონალური დანიშნულების სპორტულ ფეხსაცმელს (მოციგურავეთათვის, ჰოკეისთათვის, მოთხილამურეთათვის), ასევე პროდუქციას მოყვარულთათვის – საყოველთაოდ ცნობილ და პოპულარულ ბოტასებს. ლიცენზიური ”ადიდასის” გამოჩენამდე საბჭოთა კავშირში ”ბოტასის” ბოტასები ყველაზე სანატრელ სპორტულ ფეხსაცმლად რჩებოდა. მათ საყიდლად მიდიოდნენ მოსკოვში, ყიდულობდნენ ”დახლსქვემოდან”, ”სპეკულიანტებთან”, ბათუმში – სოც-ქვეყნებიდან ჩამოსული მეზღვაურებისა და ტურისტებისგან…
”ბოტასის” ფაბრიკა დღესაც არსებობს. მორავიის ქალაქ სკუტეჩში ახალი დანადგარებითა და ევროპისა და შეერთებული შტატების უნივერსიტეტებმოვლილი მენეჯერების ხელმძღვანელობით, ”ბოტასი” ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ”ადიდასსა” და ”ნაიკს”.
რუსეთი კვლავ რჩება მათი ექსპორტის ძირითად ბაზრად, სადაც წელიწადში ”ბოტასი” 200’000 ცალ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდის.
Botas.cz
© Lord Vader

დამასწარი რა, ბატაზე რომ ვწერდი მაშინ წავაწყდი ინფოს ბოტასზე
შენი ბატა რო წავიკითხე მაშინ გამახსენდა
ძაან მაგარი იყო ბოტასი ჩემს ბავშვობაში და აბა ამაზე როგორ არ დამეწერა?
ძალიანაც კარგი რომ დაწერე, სურათი შეიძლება დავამატო?
валяй…
ისე საიტი ნახე. მე რო მქონდა ბავშვობაში ის ბოტასიცაა
შენ ბავშობაში სურათზე მარცხნიდან პირველი რომაა ის ბოტასი გექნებოდა
მე მგონი ესეთი იყო http://www.botas.cz/picture/shop/menu_small/ID46481-7-523%20CLASSIC%2066.jpg
ასე მახსოვს.
ახლა მოვა ვინცხა თინეიჯერი და მეტყვის – რა უბედური ბავშვობა გქონიაო
აი ამას კი http://www.botas.cz/picture/shop/menu_big/OD57502-7-637%20BENO.jpg
ახლაც ჩავიცვამდი სიამოვნებით.
ჰოო ეს ნამდვილად კარგი ჩანს
ესეიგი პრაღაში ყოფნისას დამემტვრა ფეხის გულები იმ წვრილ ქვაფენილზე სიარულით და ბოტასების ყიდვა გადავწყვიტე. შევედი ”ბატაში” ჰოდა ისე რა საშუალო ფასიანს მივადექი, 850 კრონი ღირდა თუ არ ვცდები და ვიყიდეეეე… ბოტასებით ისე არ მისიამოვნია, ზაფხულშიც მეცვა და ზამთარშიც. კონდენციონერ ”ზიმა-ლეტასავით” იყო
2 წელი გამიძლო, ნათელი მის ხსოვნას
იდეა მაქვს.
ახლა მიშა ხო დაგვპირდა მე რო გავიმარჯვებ სახელმწიფო ბანკს დავაფუძნებთ იაფი და გრძელვადიანი კრედიტების გასაცემად ბიზნესის დასაწყებადო?
ჰოდა მივალ ავიღებ 30-წლიან და წლიურ 5%-იან კრედიტს და ”ბოტასის” მაღაზიათა ქსელს გავაკეთებ საქართველოში.
ჰა, პარტნიორობა ვისაც გინდათ, დროზე: 5 იანვრამდე დიდი დრო კი აღარ დარჩა!
ეგ კრედიტი მეც მინდა, როგორც კი გახსნიან ეგრევე მივადგები
ბოტასი ნამდვილად კაი იდეაა
სანამ ევროკავშირი თავის მოთხოვნებს წაუყენებდა ქართველები ჩეხეთის ვიზას პრაღის აეროპორტში იღებდნენ და იქ ხშირად დადიოდნენ შოპინგზე. ”ტესკო” გეცოდინება შენ, იქ კარებზე თურმე ქართული წარწერებიც კი ჰქონდათ