”ბატა” და ტომაშ ბატია

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 04-12-2007

10

ბატას ფეხსაცმელებიპრაღაში ბევრგან შეხვდებით ფეხსაცმელების ცნობილ მაღაზიას – ”ბატა”, მათ შორის ვაცლავის მოედანზეცაა რამდენიმე სართულიანი მაღაზიაა.

”ბატას ფეხსაცმელების” საწარმო ტომაშ ბატიამ (Tomáš Baťa) 1894 წელს ჩეხეთის ქალაქ ზლინში ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მის საწარმოს მისი და და ძმა შეუერთდნენ. მათი ოჯახი ტრადიციით მეწარე იყო და საქმეც მალე ააწყვეს. ბიზნესის განვითარებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ბატას სამხედრო ფეხსაცმელზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. მისი წარმატების მიზეზი ერთ აქციაშია, 1922 წელს ბატამ თავის პროდუქციაზე ფასები 50 პროცენტით შეამცირა და ბუმიც აქედან დაიწყო.

ტომაშ ბატია1930 წლისთვის ”ბატა” იქცა ფეხსაცმლის მსოფლიო დონის ექსპორტიორად. ტომაშ ბატია ერთი პერიოდი ზლინის მერადაც კი აირციეს. ის 1932 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

”ბატას” სათავეში ჩაუდგა მისი ძმა იან ბატია. ის მოგვიანებით, 1939 წელს პრაღაში ნაცისტების შესვლის შემდეგ აშშ-ში გაიქცა, იქედან კი ბრაზილიაში და ხელმეორედ დაარსა ”ბატას” ფეხსაცმელების საწარმო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ჩეხეთი გაწითლდა, ”ბატა”-ს ნაციონალიზაცია განხორციელდა და ეს ბატიას მემკვიდრეს ჩამოართვეს. ახლა იან ბატიას შვილი, ჩეხი-ბრაზილიელი ბიზნესმენი ტომაშ ბატია, ჩეხეთის მთავრობისგან ნაციონალიზაციის სანაცვლოდ კომპენსაციას მოითხოვს. ლაპარაკია მილიარდობით ჩეხურ კრონზე, რომლიც ბატიას მემკვიდრეს ჩეხეთის სოციალიზმისგან გათავისუფლების შემდეგ მიღებული კანონების შესაბამისად ეკუთვნის. 

Be Sociable, Share!

კომენტარი (10)

სახელი მეცნობა, თბილიშიც ხომ არ ქონდათ მაღაზიები გახსნილი

კი, თბილისში უცხოური ფეხსაცმლის ერთერთი პირველი მაღაზია იყო. ჭავჭავაძის გამზირზე ახლაც არის თუ არ ვცდები :)

ისე, ჩვენში დარჩეს და ბატას ფეხსაცმელი მაღალი ხარისხით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა კარგის არჩევაც შეიძლება შედარებით დაბალ ფასად :)

საერთოდ ჩეხეთის ექსპორტს რა წარმოადგენს, რას აწარმოებს ჩეხეთი სამხედრო იარაღის და ” ხრუსტალის” გარდა. რითია უფრო ცნობილი?

ბევრი რამით :) ჩეხური ლუდი!!! ცეხური ავტომობილი ”შკოდა”, კომფორტული და ევროპულთან შედარებით იაფი. ჩეხური კაფელი, ჩეხური სანტექნიკა – ხარისხით საქვეყნოდაა განთქმული… :)

კაფელი და შკოდა სულ დამავიწყდა :) . სიმართლე გითხრა ჩეხი ხალხი აქეთ არ მინახია. დარწმუნებული ვარ სასიამოვნო და მეგობრულები არიან, დეიდაჩემი იყო მაქეთ 86,87 წლებში და ძალიან აღფრთოვანებული დარჩა

[...] ნიკა: კაფელი და შკოდა სულ დამავიწყდა …. [...]

podsem praga hause pakaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa anna

[...] ოჯახი აშშ-ში გაიქცა (იხილე წერილი ”ბატა” და ტომაშ ბატია” ), რამდენიმე მეწარმემ, რომლებიც [...]

ერთი თვეც(6 ჩაცმა) ვერ გაძლო მაგათმა ნაქებმა ფეხსაცმელმა, ტყავი დაიხა ვაჟა ფშაველას მაღაზიაში ნაყიდზე. დარწმუნებული ვარ პირველი არ იქნებოდა ეგეთი შემთხვევა.

თბილისურ ბატაში საკმაოდ საეჭვო პროდუქცია იყიდება. თქვენი ფეხსაცმელი უშუალოდ ჩეხურია თუ?…

დაწერეთ კომენტარი

*