ამ ბლოგის ავტორები
მე ვარ კახა მჭედლიძე
ამ ბლოგის შექმნა პრაღისადმი ინტერესმა გადამაწყვეტინა. მისი ისტორია, სილამაზე და სოციალისტური წარსულიდან გამოსვლის პროცესი, ჩვენთვის საინტერესოცაა და სამაგალითოც. ჰოდა მინდა ეს ქალაქი სხვებსაც გავაცნო და სხვების დახმარებით მეც უკეთ გავიცნო.
მე ვმუშაობ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროში და რადგან ჩემი სამსახურის სათაო ოფისი პრაღაშია იქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი სამსახურებრივი მივლინებითა თუ ტურისტული ვიზიტით.
ამ ბლოგის მნახველებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ დაწერონ კომენტარი ნებისმიერი მასალის გვერდის ბოლო ნაწილში, კომენტარების შესაბამის ველში. ხოლო მათ კი ვისაც უნდა თავად გამოაქვეყნოს სხვადასხვა მასალები პრაღის შესახებ, სურათები, ჩანახატები, მოსაზრებები, უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: mchedlidze@gmail.com
ტელ: +995 99 986044
**
**
ჩემი სახელია ლევანი AKA Lord Vader
ბავშვობიდან შემიყვარდა „პრაჟსკი ტორტი“,
მოგვიანებით ამას დაემატა ლუდი „კელტი“ და „ველკოპოპოვეცკი კოზელი“, კნედლიკები, კარელ ჩაპეკი, იარომირ იაგრი და დანიელა პესტოვა.
ასევე ჯაზი, ზაფხული, მზე, ბი ბი კინგი, ქინძმარაული, „ლევისი“, ჯენის ჯოპლინი, ედგარ პო, შოკოლადი თხილით, „ლაკოსტა“, ყავა, რეი ბრედბერი, „ვარსკვალური ომები“ და ანჯელინა ჯოლი.
სამაგიეროდ, ძალიან არ მიყვარს, როცა დილით ადრე ვარ ასადგომი, როცა წვიმს, ვიღაცა ტვინს მიბურღავს, ინტერნეტის სიჩქარე ეცემა, მობილურზე ფული მითავდება… და, საერთოდ, ფული რომ მითავდება, ეს მაგრად არ მიყვარს.
პრაღაში პირველად საბჭოთა და ვარშავის ბლოკის ძმური კავშირის დაშლის შემდგომ მოვხვდი და კეთილად და სამარადჟამოდ დავავადდი ამ ქალაქის ხიბლით.
თუკი ამ ბლოგს გაეცნობით – თქვენც დაავადდებით,
ხოლო, თუ პრაღას ეწვევით, იქედან წამოსვლა აღარ მოგინდებათ…
ხოლო თუ ჩემი პრაღაში გიდად ან თუნდაც უბრალო ლუდის დეგუსტატორად წაყვანა მოგესურვათ, გთხოვთ, ნუ ჩაკლავთ თქვენში ამ მადლიან სურვილს – მომწერეთ: vader@planetofsith.cjb.net