სასტუმროები
ხშირად მეკითხებიან პრაღაში წასვლის მსურველები იაფფასიანი სასტუმრო ხომ არ იციო. ჰოდა აი ვიპოვე საუკეთესო ვარიანტი მათთვის ვინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მიდის პრაღაში სამოგზაუროდ.
<– ეს ფოტო ერთერთი აპარტამენტის აივნიდანაა გადაღებული.
აპარტამენტები: ”ვეზენსკა” და ”უ სვატეჰო დუჩა” მდებარეობს ისტორიული პრაღის ცენტრში, ”სტარომესტკა ნამესნის” მოედნიდან დაახლოებით 100 მეტრში, ებრაულ კვარტალში. აპარტამენტების ფასი თბილისის პირობებშიც კი ფანტასტიურია, იწყება 35 ევროდან.
აპარტამენტი ”უ სვატეჰო დუჩა” – U Svatého ducha
იხ. რუკაზე
აპარტამენტს აქვს 3 საძინებელი ოთახი, აბაზანა-ტუალეტი და სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით (მაცივარი, გაზქურა და სხვა საჭირო ნივთი). იხ ფოტოები:
აპარტამენტი ”ვეზენსკა” – Vězeňská
იხ. რუკაზე
აპარტამენტს აქვს 2 საძინებელი ოთახი, აბაზანა-ტუალეტი, სასტუმრო და სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით (მაცივარი, გაზქურა და სხვა საჭირო ნივთი). იხ ფოტოები:
აპარტამენტების ადმინისტრაციის საკონტაქტო ინფორმაცია:
tel. +420 222 581 049
tel. +420 222 584 893
email: pavelerdos@volny.cz – info@jewish-accommodation.com
P.S. გთხოვთ სატელეფონო საუბრისას ან ელ-ფოსტაში მიუთითოთ, რომ აპარტამენტების შესახებ ინფორმაცია MyPraha.info-ზე შეიტყეთ.
სხვა სასტუმროების დაჯავშნა:
http://www.hotels.ltd.ge/europe.php