პრაღის დეკლარაცია

2008 წლის 3 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა მიიღო ე.წ. “პრაღის დეკლარაცია ევროპული სინდისისა და კომუნიზმის შესახებ”.
დეკლარაცია მოუწოდებს ევროპელ ერებს, დაგმონ კომუნისტური იდეოლოგია და კომუნიზმის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, როგორც ეს მოხდა ნაციზმის შემთხვევაში.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კომუნისტური წარსულის ფარული გამართლების შემთხვევაში და მისი დანაშაულებების შეუფასებლობის გარეშე, ევროპა ვერ იქნება ერთიანი. ტოტალიტარული სისტემების მიერ ჩადენილი დანაშაულებები ტვირთად აწევს ევროპელ ერებს და მათგან გათავისუფლება აუცილებელია მშვიდობისა და ევროპული ერთიანობის აღსადგენად.
კომუნისტური იდეოლოგია საფუძვლად დაედო იმპერიის მშენებლობას და პროლეტარიატის სახელით დამყარდა სისხლიანი დიქტატურა, რომელმაც უმძიმესი დანაშაულებები ჩაიდინა. აუცილებელია ამ იდეოლოგიისგან გათავისუფლება. კომუნისტური წარსულის დანაშაულებების მიჩქმალვა და ჯეროვანი შეუფასებლობა, მის ამა თუ იმ ფორმით რეანიმაციას უწყობს ხელს ((ახლახანს რუსეთში გამოიცა ისტორიის ახალი სახელმძღვანელო სკოლებისთვის, რომელიც განათლების სამინისტრომ დაამტკიცა, სადაც სტალინის მოღვაწეობა შეფასებულია დადებითად და რეპრესიები, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და სამხედრო ექსპანსია ბალტიისპირეთში, ფინეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პრაგმატული მოსაზრებებითაა გამართლებული. ასევე სულ მალე ბედნიერი მოსკოველები იხილავენ “რკინის ფელიქსის” მონუმენტის დაბრუნებას მის ადგილას ლუბინკაზე)).

დეკლარაციის ინიციატორები არიან სენატორები იარომირ შტეტინა და მარტინ მეისტრიკი.
დეკლარაციას ხელს აწერენ:
ვაცლავ ჰაველი, ანდრე გლუკსმანი, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ზენონ პოზნიაკი, ალექსანდ პოდრაბინეკი, ნატალია გორბანევსკაია, იოაჰიმ გაუკი (შტაზის არქივების სემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი გერმანიაში), სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტის წევრები, ელჩები, მთავრობის ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრები…

ჰოდა კიდევ მე, რა თქმა უნდა :)

დეკლარაცია ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ეთანხმება და სურს მიუერთდეს.
სრულად დეკლარაციის ტექსტი მსურველებმა იხილეთ აქ: Prague Declaration იქვე შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ.

აგრეთვე შეგიძლიათ ამ დეკლარაციის ტექსტის გავრცელებას შეუწყოთ ხელი.

პრაღის დეკლარაცია ფეისბუქზე

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks