ჰოკეი – თამაში, რომელშიც ჩეხური ხასიათი აისახება

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 26-03-2008

4

Czech National Team ჰოკეი, ალბათ, ჩეხეთის ისეთივე საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლო და განუყოფელი ნაწილია, როგორიც ლუდი.

სტატისტიკის მიხედვით, ჩეხეთში ჰოკეის მეტი ადამიანი თამაშობს, ვიდრე რუსეთში, ხოლო პროცენტული მაჩვენებლებით (პროფესიონალ ჰოკეისტთა რაოდენობისა და მოსახლეობის საერთო რაოდენობის შეფარდებით), აშშ-საც უსწრებს და მხოლოდ კანადას ჩამორჩება.

სპორტის ამ სახეობის სამშობლო – კანადაა, მაგრამ ჩეხებმა მას საკმაოდ ადრე გაუგეს გემო და გაითავისეს. ჯერ-კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ჩეხეთში თამაშობდნენ ე.წ. ”ბანდის” – ეს იყო ჰოკეის მსგავსი თამაში ყინულზე, მხოლოდ არა შაიბით, არამედ ბურთით.

შაიბის არსებობის შესახებ ჩეხებმა მოგვიანებით შეიტყეს კანადელი მევიოლინის ანდერსონისგან, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში კონცერტებს მართავდა და შემთხვევით შეესწრო ”ბანდის” თამაშს. როგორც ჩანს შაიბის გამოყენების იდეა ჩეხებს ჭკუაში დაუჯდათ, თუმცა, ვინაიდან იმხანად არც ტელევიზია არსებობდა, არც ინტერნეტი და ევროპა და ამერიკის კონტინენტი საკმაოდ იზოლირებული იყო – ჩეხური ჰოკეი მაინც თავისი გზით ვითარდებოდა. განსხვავებებმა თავი იჩინა 1909 წელს, როდესაც საფრანგეთის ქალაქ შამონიქსში ჩეხი ჰოკეისტები თავიანთი პირველი საერთაშორისო მატჩის გასამართავად ჩავიდნენ. როგორც იმ ისტორიული მატჩის ერთ-ერთი მონაწილე იან პალუსი იგონებს, კანადელი ჰოკეისტების ეკიპირებამ, ფორმამ, საგანგებოდ ჰოკეის სათამაშოდ მორგებულმა ციგურებმა მათში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ჩეხები გააოცა ასევე ჰოკეის მოედანმაც, ვინაიდან ჩეხეთში მოწყობილ მოედნებზე კარი მოედნის ბოლოს იყო მოთავსებული (ჰოკეის მოყვარულებმა იციან, რომ ვთქვათ, ფეხბურთისგან განსხვავებით, ჰოკეის კარი წინ არის გამოწეული და მის უკან სათამაშო ადგილია დატოვებული – რაც თამაშს განსაკუთრებულ დინამიზმს სძენს). ცხადია, გასაგებია, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა ის პირველი საერთაშორისო მატჩი. 1920 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, იმხანად უკვე ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კანადელებთან 0-15 დამარცხდა, თუმცა, ყველა ევროპულ გუნდს აჯობა და კანადისა და აშშ-ის ნაკრებთა შემდგომ, მესამე ადგილი დაიკავა. 1921 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა (შვედებთან დამარცხდა).

Nagano Gold Medalist ყოველი ასეთი მარცხი ჩეხებს გაკვეთილად გამოადგათ და, ვინაიდან, ჩანს, კარგი მოსწავლეებიც აღმოჩნდნენ – დღეს ისინი ტიტულების რაოდენობით მხოლოდ კანადისა და რუსეთის ნაკრებს ჩამორჩებიან, მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებული 11 ოქროს მედლით და 1998 წელს ნაგანოში მოგებული ზამთრის ოლიმპიადით.

ხოლო, უკვე ლეგენდად ქცეული იარომირ იაგრისა და დომინიკ ჰაშეკის სახელები ჰოკეის ყველა მოყვარულმა კარგად იცის.

© Lord Vader

კომენტარი (4)

საინტერესოაა

აუ როგორგადმოვწერო ვინმემ იცის?

მაგრა საინტერესოა

მაგარია ჰოკეი მეც ჰოკეისტი ვარ

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word