ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოზე დადგენილება მიიღო
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 12-10-2009
0
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა 8 ოქტომბერს საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იმსჯელა და დადგენილება მიიღო.
ჩეხეთის პარლამენტი:
1. აუცილებლად მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რომლებიც ასრულებენ სამშვიდობო და ჰუმანტარულ მისიას, მიეცეთ საშუალება შეაღწიონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
2. სენატი ხაზგასმით აღნიშნავს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და საჯარისო შენაერთების დაბრუნებას ომამდელ პოზიციებზე;
3. ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს მოთხოვნას, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავისუფლად გადაკვეთონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შიდა ადმინისტრაციული საზღვრები;
4. პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს დევნილების ღირსეულ დაბრუნებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში;
5. ჩეხეთს მიუღებლად მიაჩნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობა.
