ჩეხებმა ”ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელეს

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 28-03-2008

0

ჩეხეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარტინ კაფკამ იმ 22 მოთამაშის სია დაასახელა, რომლებიც ევროპის ერთა თასზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის მოემზადებიან.

ჩეხეთის რაგბის კავშირის ვებ-საიტის ინფორმაციით, მომავალი მატჩი, რომელსაც 29 მარტს, პრაღის ”სლავიას“ სტადიონი უმასპინძლებს და ჩეხ მორაგბეთათვის არაფერს წყვეტს, ”ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ სათამაშოდ, კაფკამ შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:

1. – შუსტერი, 2. – ოსვალდი, 3. – ფაიკუში, 4. – ვოვეში, 5. – კურკა, 6. – ნემეჩეკი, 7. – მახაჩეკი, 8. – ბურიანეკი, 9. – სიროვი, 10. – ვოკრუჰლიკი, 11. – როჰლიკი, 12. – კამრდა, 13. – პეკარეკი, 14. – კოდერა, 15. – იურშიკი, 16. – სკალი, 17. – კუტილი, 18. – ჰელერი, 19. – კუჩერა, 20. – ბლაჰა, 21. – ჟირმანი, 22. – რუდოლფი.

ჩეხეთისა და საქართველოს მატჩი შაბათს, ჩეხეთის დროით 15:00 საათზე დაიწყება, მთავარი არბიტრი კი ფრანგი მეთიუ იქნება.

გუნდების პირველ შეხვედრაში, რომელიც შარშან 7 აპრილს თბილისში გაიმართა, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე 98:3 გაანადგურეს.

”ბორჯღალოსნები“ გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფ რუსეთის ნაკრებს გადაასწრებს, ხოლო ევროპის ერთა თასის 2007-2008 წლის გათამაშების გამარჯვებულს, 12 აპრილს, კრასნოიარსკში, სწორედ რუსი და ქართველი რაგბისტების შეხვედრა დაასახელებს.
სატურნირო მდგომარეობა 27 მარტისთვის

რუმინეთი 10 6 0 4 277-144 22
რუსეთი 8 7 0 1 251-126 22
საქართველო 7 6 0 1 230-79 19
პორტუგალია 9 3 0 6 157-165 15
ესპანეთი 8 3 0 5 192-201 14
ჩეხეთი 8 0 0 8 53-435 8

ერთა თასის 2007-2008 წლის გათამაშების დარჩენილ შეხვედრათა კალენდარი

29 მარტი, შაბათი: ჩეხეთი – საქართველო;
12 აპრილი, შაბათი: რუსეთი – საქართველო;
19 აპრილი, შაბათი: ჩეხეთი – რუსეთი;
26 აპრილი, შაბათი: საქართველო – ესპანეთი;
10 მაისი, შაბათი: ესპანეთი – პორტუგალია.

”ინტერპრესნიუსი“

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word