ყველაზე დიდი დისკოთეკა ცენტრალურ ევროპაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 15-11-2007

2

კარლოვი ლაზნიკარლოვი ლაზნი http://www.karlovylazne.cz - ასე ჰქვია ცენტრალურ ევროპაში ყველაზე დიდ მუსიკალურ კლუბს. ხუთი სართული სხვადასხვა სტილის მუსიკისთვის, აქედან ორი ყოველდღე ფუნქციონირებს. შესვლა იაფი - 120 კრონი, ეს სადღაც 11 ლარია.

გარედან უჩვეულო სანახავია, ძველი ისტორიული შენობა, ადრე აქ აბანოები ყოფილა, სოციალიზმის დამხობის შემდეგ მიუტოვებიათ და ოდნავ მოგვიანებით, 1999 წელს მუსიკალურ კლუბად გადაკეთდა. კარლოსის ხიდის გვერდითაა.

შესვლისას დაცვა მსუბუქად გამოწმებს, რიგებიც მინახავს შესვლისას, იქვე აბარებ ზედმეტ ტანსაცმელს და მერე სვი, იცეკვე და ილაზღანდარე რამდენიც გინდა. შესასვლელ ბილეტში შედის საუკეთესო დიჯეების მიქსები და კომპიუტერი ინტერნეტითურთ, ასევე კიდევ რამდენიმე სათამაშო ხელსაწყო… ლუდი, რა თქმა უნდა ”სტაროპრამენი” 30 კრონი ღირდა ბაკალი ესე 1 ევროა, ლარებში 2 და რაღაცა.

სასმელებს პლასტმასის ჭურჭელში ასხამენ ცეკვის დროს შუშა შემთხვევით არავის გაერჭოს ან ჩხუბის დროს, თუ ასეთი მოხდა, გაფატრული არავინ დარჩეს.

ATBჩემი საყვარელი დიჯეებიდან აქ დაუკრავს ATB-ს ანდრე ტანნერბერგერს.

ამ კლუბში ძირითადად უცხოელები დადიან, ჩეხებსაც ნახავთ, მაგრამ აშკარა უმცირესობაში.

შესასვლელის დონიდან ქვევით პოპ მუსიკის, ჰიპჰოპის, რეპის ნაზავსაც მიქსავენ, მეორე სართულზე ელექტრონული, ტრანს მუსიკა ისმის, უფრო ზევით რეტრო, როკენ როლი… იმის ზევით აღარ ვიცი :)

რამდენჯერმე ვიყავი და ჩხუბი და გაწევ-გამოწევა არ მინახავს, თუმცა ასობით კაცი და ქალი ირეოდა ერთმანეთში. ერთხელ იყო ვიღაცას გასასვლელში მაგრა უთავაზეს ზურგში, იმანაც მიიხედა და ხელით ანიშნა ავად ხო არახარო და ამით დამთავრდა საქმის გარჩევა.

კლუბში კარგი მუსიკა ისმის, ჩემი არამოცეკვავე ბუნების მიუხედავად შუა ღამემდე დავრჩენილვარ, ერთი-ორჯერ. რაც მთავარია თბილისური კლუბების მსგავსად ეს ”ოთუს ბირი” არ ჯდება.

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=IJ1BtkAcEz4]

პრაღაში სხვა დისკოთეკებიცაა, მაგრამ მათ შესახებ მე არაფერი ვიცი.икони

კომენტარი (2)

2005 წელს მქონდა ბედნიერება კარლოვი ლაზნის დისკოტეკას დავსწრებოდი. თუ 9 სათამდე შეხვალ ბილეთის ფასი 50 კრონი ღირს.
სადღაც შუაღამისას გაიჩითა რამოდენიმე ღიპიანი ბიძა,ჩვენ ხუმრობითაც კი ავღნიშნეთ”სანაძლეოს დავდებ,ესენი ქართველები იქნებიანთქო” ხოოდა,რამოდენიმე ხანში შალახოს ილეთები რომ შეუბერეს,ჩვენი ვარაუდიც გამართლდა.
იეხ,კარგი ქალაქია და შესაბამისად კარგი მოგონებებიც.

ახლაც მახსოვს ის ჭაღარა და თეთრპერანგიანი სვეცკი ბიძა როგორ იდგა და ვერ გაეგო რა ექნა შხვართივით გოგოსთვის, რომელიც მის თვალწინ იკლაკნებოდა :)

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word