ტური: პრაღის გაზაფხული
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 29-04-2009
1
”პრაღის გაზაფხული” მოეწყობა ივნისის ბოლომდე. ტური იქნება რაც შეიძლება იაფი და მეგობრული ხასიათის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სასტუმროს ნაცვლად ”აპარტამენტებში” დაბინავება (სახლში სადაც არის რამდენიმე საძინებელი ოთახი, სამზარეულო, ბარი…). კომფორტის დონით სასტუმროებს არ ჩამოუვარდება, ეგაა რომ დილის საუზმის მომზადება საკუთარ მარიფათზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი ეკონომია გაკეთდება თვითმფრინავის ბილეთებზეც.
ვისაც სასტუმროში დაბინევების სურვილი აქვს მათი მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.
ამიტომ პრაღაში გასეირნების მსურველებმა იჩქარეთ სანამ სასტუმროებში ჯერ კიდევ მოიძებნება თავისუფალი ნომრები.
საგაზაფხულო ტური 7 დღე და 6 ღამე – სავარაუდო ღირებულებაა 900 ევრო.
ფასი იცვლება ექსკურსიების რაოდენობისა და სასტუმროს კლასის მიხედვით, ასევე ერთ ნომერში დაბინავების რაოდენობის მიხედვით.
ტურში მონაწილეობის მსურველებმა ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: mchedlidze@gmail.com

წერილი მოგწერე მეილზე და იქნებ შეძლებისდაგვარად მიპასუხო
პრაღაში წასვლა ჩვენი დიიიიდი სურვილია