საქართველო ჩეხეთის სამომავლო გეგმებში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 06-01-2009

4

мебели… ევროკავშირის ახალი წევრები და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ალტერნატიულ მიმართულებას – „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზებას – ლობირებენ. 

„ნაბუკო“ საქართველოზე გამავალი მილსადენების ევროპასთან დაკავშირებას გულისხმობს. მისი მეშვეობით ევროპაში აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გაზის ტრანსპორტირება განხორციელდება. ამ პროექტის განვითარების მომხრეა ჩეხეთის რესპუბლიკა – ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყენა. აი, რა განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვონდრამ ევროკავშირის თავმჯდომარეობისას მისი ქვეყნის პრიორიტეტების შესახებ:[ალექსანდრ ვონდრა] “ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოხარული ვიქნები, თუ მოვახერხებთ, ენერგეტიკული თვალსაზრისით მოწყვეტილი “კუნძულები” – ბალტიისპირეთის ქვეყნები – დავუკავშიროთ ევროკავშირის საერთო სისტემას, განვავითაროთ “ნაბუკოს” პროექტი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.” 

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის პოზიციის თანახმად, ”ნაბუკოს” პროექტი ევროკავშირის საერთო პროექტად უნდა იქცეს. ასეთი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, დანიის პრემიერ-მინისტრ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა: 

[მირეკ ტოპოლანეკი] “ბატონი პრემიერი რასმუსენი ახლახან დაბრუნდა საქართველოდან, სადაც – სხვათა შორის – “ნაბუკოს” გაზსადენთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა. ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ. ეს გახლავთ ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგომატარებლების წყაროთა დივერსიფიკაცია.” 

აქამდე ევროპის სხვადასხვა ქვეყნები რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ ცალმხრივ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. ამის წინააღმდეგ გამოდის ჩეხეთის რესპუბლიკა და ევროკავშირს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს…

სრული ტექსტი: http://www.tavisupleba.org/special/economics/2009/01/20090105184258.asp

კომენტარი (4)

მოჭრილია კუდი თუ რა ხდება?
აი ეს ლინკი აკლია, მგონი http://www.tavisupleba.org/special/economics/2009/01/20090105184258.asp

ეს კიდევ დამატების სახით ჩემგან :)
http://forum.ge/?showtopic=33912453&view=findpost&p=12072023

აღვადგინე. რა უცნაურია, რატომ მოაჭრა ვერ ვხვდები, თავიდან სრული ტექსტი იყო და მერე სადღაც გაქრა.

ჩემს წერილს ლეა ვივოტზე იგივე არ დაემართა? იყო-იყო და უცებ განახევრდა:)
ბარაბაშკებია ვორდპრესზე.

«Набукко» появится в 2015 году или даже раньше

«Строительство газопровода «Набукко», через который будут осуществляться поставки газа из Азии в Европу, может быть завершено уже к 2015 году», – об этом заявил в воскресной передаче «Вопросы Вацлава Моравеца» вице-премьер ЧР Александр Вондра. По его мнению, подготовка данного проекта ускорится во время чешского председательствования в ЕС. Председатель представительства газовой компании «RWE Transgas» Мартин Геррманн ожидает, что при самых оптимистичных прогнозах газопровод сможет начать работу уже в 2013 году. Новый газопровод поможет снизить огромную зависимость Европы от российских энергоносителей. Однако, существует целый ряд сложностей, связанных с началом строительства газопровода. Например, отсутствие консорциума стран Каспийского моря, которые бы могли принять значительное участие в проекте строительства. Прага в рамках председательствования в ЕС планирует созыв так называемого «саммита южного коридора», в котором весной должны принять участие страны, которые будут включены в проект «Набукко».

http://www.radio.cz/ru/novosti/112093#3

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word