რუს გოგონებს თქვენი გაცნობა სურთ…

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 25-11-2009

1

Russian-women-soldiers41 წლის წინ ჩეხეთს რუსული ტანკები შეესივნენ, დღეს კი ჩეხეთს რუსი ქალები არიან შესეულნი. რუსულ ტანკებს გენერალი პავლოვსკი მეთურობდა, რუს ქალებს კი დიანა ივანოვა ხელმძღვანელობს, სააგენტო Najdi mě (“მიპოვნე”) ხელმღვანელი, რომელიც ჩეხებს რუსი ცოლების პოვნაში ეხმარება.

“რუსი ქალები ჩეხებს ჯობნიან იმით, რომ მათ ნამდვილი ოჯახის შექმნა სურთ და პატივს სცემენ ოჯახურ ფასეულობებს”, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

ჯერ-ჯერობით დიანა ივანოვამ სამი ჩეხურ-რუსული წყვილი შექმნა… თუმცა ჯერ ისევ ელის ქორწილში დაპატიჟებას.

“სამწუხაროდ, ჩეხი მამაკაცები დაქორწინებას არ ჩქარობენ”, – წუხს ის. აი, მაგალითად, სააგენტოს დახმარებით ერთი წყვილი შეიქმნა. თითქოს, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ერთად კარგად გრძნობდნენ თავს, მაგრამ როგორც კი რუსმა გოგონამ საუბარი ქორწილსა და შვილებზე ჩამოაგდო, ჩეხი მამაკაცი გაბრაზდა და სასწრაფოდ დაცილდა.

თურმე, ისეც ხდება, როდესაც წყვილი თავიდანვე ვერ უგებს ერთმანეთს და ყველაფერი პირველივე პაემანის დროს მთავრდება. ერთ-ერთმა ჩეხმა მამაკაცმა კაფეში ყავის ფულის გადახდაზე თქვა უარი, ვინაიდან გოგონამ უარი უთხრა სექსზე . “ფული რატომ უნდა გადამეხადა? როდესაც ჩვენს შორის არაფერი ყოფილა,”- განაცხადა მან.

ჩეხებზე გულაყრილი დიანა ივანოვა პოტენციურ საქმროებს გერმანიაშიც ეძებს, თუმცა, გერმანელებს ძალიან მაღალი მოთხოვნები ქონიათ. “ერთ გერმანელ მამაკაცს სურათები რომ ვაჩვენე, მიპასუხა – ასეთები ბალი ათი შაურიაო”. ალბათ, ოლგა კურილენკოებს ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ ოლგა უკრაინელია. :)

iDNES.cz

გერმანელებისა რა მოგახსენოთ და ჩეხი ქალები ერთ-ერთი ყველაზე ლამაზები არიან ევროპაში. მათთან კონკურირება რუსებსაც გაუჭირდებათ. იმჰო… თუმცა, ჩეხი მამაკაცების ადგილას, რუს ქალებს მაინცადამაინც არ გავაბრაზები… ემანდ ისევ ტანკებით არ ჩაანაცვლონ. ;)

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (1)

ჩვენ როდის შემოგვესევიან : ( ოღონდ დასაქორწინებლად არა

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word