ჟიჟკოვის ტელეკოშკი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 19-10-2009

2

zizkov_tvთანამედროვე ჩეხური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი ნიმუში. ნაწილს არ მოწონს, ნაწილს უცნაურად ეჩვენება, ნაწილს კი ძალიან მოსწონს, ამ უკანასკნელთა შორის ვარ მეც. მომწონს ინჟინრული გადაწყვეტილებისა და დიზაინის გამო. თუ თბილისის ტელეანძა მთაზეა აღმართული და ამით აღწევს სასურველ ეფექტს, ჟიჟკოვის ტელეანძა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ჟიჟკოვში, პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს შორისაა. მიუხედავად ამისა ის პრაღის თითმის ყველა სახურავიდან მოსჩანს და თავად ტელეკოშკიდან პრაღის უმშვენიერესი ხედები იშლება.

ჟიჟკოვის ტელეკოშკის სიმაღლე 216 მეტრს აღწევს. მისი მშენებლობა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში 1985 წელს დაიწყეს და თავისუფალი ჩეხეთის გარიჟრაჟზე 1992 წელს დაასრულეს.

ტელეკოშკი წარმოადგენს სამი მილისგან შემდგარ კონსტრუქციას. მათგან ორი მილი შედარებით დაბალია. მთავარ მილში, რომელიც ყველაზე მაღალია და ანტენის ფუნქციას ასრულებს, მოთავსებულია ორი სწრაფი ლიფტი. მათი საშუალებით შესაძლებელია რესტორანში და ტურისტულ დარბაზში მოხვედრა საიდანაც პრაღა თითქოს ხელის გულზე მოსჩანს. ეს ფოტოებიც სწორედ იქედანაა გადაღებული.

ამ ტელეკოშკის დანახვისთანავე ყველას თვალში ხვდება ჩვილის სკულპტურები, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან თითქოს ბავშვები ანძაზე დაძვრებიან :-) ძნელი მისახვედრი არა რის რომ ეს ჩვილებიც დევიდ ჩერნის შემოქმედებაა.

zizkov_tv-2 zizkov_devid_cerny zizkov_pan_2 zizkov_pan_1 zizkov_pan_3 zizkov_pan_4 zizkov_pan_5 zizkov_pan_6 ჟიჟკოვის ტელეკოშკი

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (2)

დავით, მოხსენი რა ეს რაღაც ჩეხური ახალი ამბები რსს-დან, მაგის გამო რიდერიდანაც კი ამოვშალე ბლოგი :) ))

და ბლოგროლ.გე-ზე კიდე სპამივითაა ეს ჩეხური ტეგები

აბა დავითი? :)

ბლოგროლმა სასტიგ დღეში ჩამაგდო და ის ჩეხური ამბების RSS-იც კაი ხანია გამორთულია. მე კიდევ კახა მქვია :)

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word