პრაღის ხიდები
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 18-08-2009
3
პრაღას ოქროს ქალაქის, ევროპის დეფალისა თუ სხვა მეტსახელების გარდა ხიდების ქალაქსაც უწოდებენ. პრაღის უძველეს უბნებს, რომლებიც მდინარე ვლტავის ორივე მხარესაა განლაგებული, რამდენიმე ლამაზი და ისტორიული ხიდი აკავშირებს. ხიდების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველა მათგანზე საუბარი ერთ სტატიაში არ მოთავსდება და საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა. ამიტომ მხოლოდ ორიოდე ხიდის აღწერას შევეცდები. ერთერთი მთავარი ხიდის ”კარლოსის ხიდის” (კარლოვ მოსტი) შესახებ ამ ბლოგის შექმნისას დავწერე. ამ ულამაზესი ისტორიული ქმნილების ორივე მხრიდან შედარებით ახალი ხიდებია აგებული. ”ლეგიონების ხიდი” (ლეგიე მოსტი) და მანესის ხიდი (მოსტ მანესა).
ლეგიონების ხიდი
ულამაზესი და უნიკალური ხიდია. ის ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო ორ სანაპიროს, არამედ ვლტავის შუაგულში არსებულ პატარა “სტრელეცკი” კუნძულს. კუნძულზე ხიდიდან ფართე კიბით ჩადიხარ და უმალვე რომანტიულ გარემოში ხვდები. ასეთ განწყობას ხეებით დაფარული კუნძულის სასეირნო ბილიკები, ძველებური ფანრები და მდინარის სანაპირო ქმნის რომელის გასწვრივაც გედები დასეირნობენ. მოკლედ შეყვარულებისა და რომანტიკოსებისთვის მაგარი ადგილია
ქვის კონსტრუქცია 1898 წელს ააგეს და მან იმავე ადგილზე არსებული ჯაჭვვებზე დაკიდებული ძველი ხიდი შეცვალა. ლეგიონების ხიდის არქიტექტორია ჩეხი არქიტექტორი ანტონინ ბალშანეკი. თავდაპირველად ხიდი ატარებდა იმპერატორ ფრანტიშეკ იოზეფის სახელს. მოგვიანებით ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისას მას ლეგიონერების ხიდი ეწოდა. ნაცისტების მიერ პრაღის ოკუპაციის დროს ხიდს კვლავ გადაარქვეს სახელი. ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ კი ლეგიონერების ხიდი პირველი მაისის ხიდი გახდა. 1990 წლიდან კი კლვლავ ლეგიონელების სახელს ატარებს.
ახლა ამ კუნძულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. მანამდე აქ ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები და სხვადასხვა კულტურული აქციები ტარდებოდა. ამბობენ რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ძველი ტრადიცია კვლავ გაგრძელდება.
მანესოვის ხიდი
ესეც ულამაზესი ხიდია და კარლოსის ხიდის მეორე მხარესაა აგებული. მის შესახებ ცოტა მოგვიანებით დავწერ.

თვითონ პრაღა ან მისი გარკვეული ნაწილი თუ არის იუნესკოს მიერ ე.წ. სიაში შეტანილი? ჯერ მხოლოდ ამ ხიდის გამო ღირს
იუნესკოს სიაში შეტანილია პრაღის ისტორიული ცენტრი მთლიანად
გამარჯობა!!!
.
ძალიან მინდა პრაღაში ჩასვლა, უკვე დიდი ხანია ვგეგმავ, მაგრამ… სულ წრეებს ვურტყავ და პრაღამდე ვერ მივაღწიე
დიდი მადლობა ამ საიტის შემქმნელებს, საინტერესო ინფორმაციისთვის პრაღის და ჩეხეთის შესახებ. სურათებიც ულამაზესია, ალბათ პრაღა ისეთივე ლამაზია “ლაივში”, როგორიც სურათებზე ვნახე.