პრაღა საახალწლოდ მოემზადა
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 21-12-2008
11

ტრადიციისამებრ, პრაღაში დეკემბრის დასაწყისიდანვე გაიხსნა საშობაო-საახალწლო ბაზრობები. სტარომესტკაზე პრაღის მთავარი ნაძვის ხეც აღმართეს და ისედაც ხმაურიანი მოედანი კიდევ უფრო ახმაურდა ვაჭრებისა და ტურისტების გაცხოველებული ურთიერთობით.
მოედანზე გამართულ ბაზრობაზე საახალწლო სუვენირებთან ერთად ჩეხური სამზარეულოცაა გამოფენილი. იქვე ისმის მჭედლის ჩაქუჩის ხმა და ჩეხური სიმღერებიც. მოკლედ ყველაფერი ერთმანეთში ირევა, როგორც ეს იყო საუკუნეების წინ, სხვადასხვა სავაჭრო გზების თავშეყრის ადგილზე – ”სტარომესტკი ნამესნიზე”.
სტარომესტკის გარდა საახალწლოდაა მორთული თითქმის მთელი პრაღა. ქუჩაში შეხვდებით სხვადასხვა ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად გამოსულ მგალობლებს და არტისტებს. ტრამვაის თითქმის ყველა გაჩერებასთან კი ცოცხალი დიდი თევზები პირდაპირ აკვარიუმებიდან იყიდება. ეროვნული ტრადიციის მიხედვით ჩეხები თევზის სუპითა და კარტოფილით ხვდებიან შობის დღესასწაულს.
წელს, საახალწლოდ პრაღაში დაახლოებით იმდენივე ტურისტს ელიან, რამდენიც შარშან იყო. მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა ტურისტების ნაკადების ცვლილება გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ წელს პრაღას ნაკლებად ესტუმრებიან დასავლეთევროპელი ტურისტები და მათ ადგილს აღმოსავლეთ ევროპელები დაიკავებენ, შესაბამისად ნაკლები იქნება მოგებაც. სტატისტიკოსების შეფასებით 2009 წლის დადგომისას პრაღაში ტურისტები 20 პროცენტით ნაკლებ ფულს დახარჯავენ, ვიდრე დახარჯეს შარშან.
ვიდეო:
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=ewFi8JbQq9w]

ეს სურათი რომ დავინახე კინაღამ გული წამივიდა
ლლლლლამაზია…
ყველას (ვინც აღნიშნავს დღეს) გილოცავთ შობას.
ყველაფერი კარგად იქნება
მათ შორის ძალიან ბევრი მართლმადიდებელია
გილოცავთ!
დარწმონებული ვარ იცი, რომ შობა 7 იანვარსაა! ამიტომ ჩემი აზრით არ არის მიზანშეწონილი ასეთი განცხადებების გაკეთება.
ეგ თქვენთვისაა შობა 7 იანვარს თორე უამრავი ქრისტიანისთვის 25 დეკემბერს, მათ შორის მართმადიდებლების მნიშვნელოვანი ნაწილიც. აქ არავიტარი შეცდომა არ არის და სიმართლის ან ინფორმაციის გავრცელება უფრო მიზანშეწონილია ვიდრე ხალხისთვის ამ ყველაფრის დამალვა
ვერ დაგეთანხმები, რომ საქრთველოს მართმადიდებლების მნიშვნელოვანი ნაწილი შობას ახალი კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს. მადლობა ღმერთს ქართველ ხალხში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში გაიღვიძა ქრისტეანულმა სულმა და უმრავსელობა ასეთ პრიმიტიულ საკითხებში (პრიმიტიული კი არის მაგრამ დიდი ცოდვა შეიძლება ჩაიდინო თუ მას არ დაიცავ) კარგად ერკვევა.
გიორგი მე მგონი მე მხოლოდ ქართველებზე არ ვსაუბრობდი. მთელი მსოფლიოს უდიდესი ნაწილი შეთანხმდა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტზე, რომ ძველი კალენდარი იტყუებოდა და უკან ჩამორჩა. ის რომ ჩვენ ახალ წელს უმძიმეს მარხვაში ავღნიშნავთ უბრალოდ საბჭოთა კავშირის დიდი ძალისხმევის შედეგი მგონია, რომელიც საბჭოთა კავშირთან ერთად ისტორიას ჯერაც ვერ ჩავაბარეთ.
კახა კამათს ნამდვილად არ დაგიწყებ. თან ნათქვამია კამათში გამარჯვებული ის არის ვინც კამათს თავს აარიდებსო
. მე უბრალოდ კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები, მითუმეტეს, რომ მართადიდებელი ეკლესიის სწავლებითაც ზუსტად ასეთივეა. გოლოცავ დამდეგ შობის დღესასწაულს შენ და ყველა ადამიანს.
ამ კამათის გაგრძელებას არც მე ვაპირებდი, მაგრამ გუშინ საშობაო ტელერეპორტაჟის დროს ერთმა კომენტატორმა ახსენა ეს თემა. იქვე თქვა რომ მართლმადიდებლების ნაწილი ახალი კალენდრით აღნიშნავს შობას. ხოლო ჩვენ, რუსები და ისრაელის საპატრიარქო ძველი კალენდრის მიხედვით.
უფრო კონკრეტულად კი ოთხი უძველესი საპატრიარქოდან სამი, მსოფლიოს საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო (რომლისგანაცაა ხელდასმული ჩვენი საპატრიარქო) და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
paraga zalian lamazia.saaxalclod albat orjer upro lamazi ikneba
მინდააააა პრაღაში,
შობა-ახალი წლის პერიოდში ევროპა ულამაზესიაააა