ნუ გაგვცვლით რუსეთზე!

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 18-07-2009

2

ღია წერილი ობამას.

ვაცლავ ჰაველმა და 21-მა სხვა აღმოსავლეთ ევროპელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტ ობამას, არ გადატვირთოს ურთიერთობები რუსეთთან იმგვარად, რომ ამან ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს.

წერილის ავტორთა აზრით (რომელთა შორისაც არიან ვაცლავ ჰაველი, ლეხ ვალენსა, ალექსანდრ კვასნევსკი, მარტ ლაარი,ვალდას ადამკუსი, ვაირა ვიკე ფრაიბერგა, ემილ კონსტანტინესკუ, მიხალ კოვაჩი, მატიაშ ეორში და სხვები), რუსეთი რევიზიონისტული სახელმწიფოა, რომელიც 21-ე საუკუნის ტაქტიკასა და მეთოდებს იმისთვის იყენებს, რომ მე-19 საუკუნის გეგმები აღასრულოს.

სარაკეტო თავდაცვით სისტემაზე უარის თქმა, რუსეთისთვის გაუმართლებელი დათმობა და მისთვის ევროპაში პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის ბერკეტის მინიჭება იქნება. ამან კი, შესაძლოა, შეერთებული შტატებისადმი ნდობას მთელს რეგიონში გამოუთხაროს ძირი – ნათქვამია წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ ხელმომწერნი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენენ, ისინი გამოთქვემენ შიშს, რომ შესაძლებელია, სხვადასხვა დათმობების ფასად, რუსეთმა თავის ყოფილ სატელიტებზე ამა თუ იმ ფორმით ზეგავლენა აღიდგინოს.

მართალია, ნატო-ს ბოლო სამიტზე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს გეგმა, რომელიც ალიანსის ყველა წევრს დაიცავს, მაგრამ, წერილის ავტორთა მოსაზრებით, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, საჭიროა, ნატომ და აშშ-მაც დაადასტურონ ალიანსისის წევრთა დაცვის მზადყოფნა.

ამერიკელი ექსპერტმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რუსეთის კვლევების ხელმძღვანელმა ანჯელა სთენთმა, განუცხადა “ნიუ იორქ თაიმსს”, რომ საქართველოს მაგალითმა დაადასტურა, რომ სამხედრო კონფლიქტის დროს შეერთებული შტატების ქმედება შეზღუდულია.

ის აგრეთვე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჯერ-ჯერობით ბევრია საუბარი აშშ-ის პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ცოტას საუბრობენ, თუ როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის მეზობლების მიმართ.

პოლონელმა ექსპერტმა, ეუგენიუს სმოლიარმა განმარტა, რომ აღმოსავლეთ ევროპელები რუსეთთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებათა გაფორმების წინააღმდეგ კი არ გამოდიან, არამედ მოითხოვენ, რომ ამგვარი შეთანხმებები რუსეთის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს.

An Open Letter to the Obama Administration from Central and Eastern Europe

კომენტარი (2)

По мнению зампредседателя Социал-демократической партии и теневого министра иностранных дел Любомира Заоралека, письмо, в котором некоторые чешские политики предупреждают американского президента Барака Обаму об угрозе со стороны России, отодвигает Чешскую Республику на периферию Европы. Со стороны Чехии письмо подписали экс-президент Вацлав Гавел, бывший министр иностранных дел Карел Шварценберг и экс-министр по вопросам ЕС Александр Вондра. В пятницу к подписавшимся присоединился и президент Польши Лех Качинский. Заоралек назвал стиль письма «провинциально истеричным» и написанным в «тоне обманутой любовницы». Председатель партии гражданских демократов и экс-премьер Мирек Тополанек отреагировал на заявления Заоралека смс-сообщением, которое он отправил в информационное агентство ЧТК, где назвал Заоралека «экстремистом, кокетничающим с прорусскими и противоамериканскими мнениями».

http://www.radio.cz/ru/novosti/118433#6

ეს სოცდეკები რა ყველგან ერთნაერები არიან რა…

ჩვენი სოცდემოკრატები 1918 მოთქვამდნენ – ვაი, რა გვემართება, დამოუკიდებლობას ვაცხადებთო, 1920 კი ეროვნული დემოკრატების იდეაზე – დასავლეთის ქვეყნებისთვის პროტექტორატი ეთხოვათ – ერთი ამბავი ატეხეს – ჩვენ უძველესი სახელმწიფოებრიობის ხალხს ვისი პროტექტორატი გვჭირდებაო…

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word