”ლაშარი” პრაღაში

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 22-09-2009

1

lashariპრაღაში სასულიერო მუსიკის მეთვრამეტე ფესტივალი “წმინდა ვაცლავის დღესასწაული” მიმდინარეობს. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ფესტივალზე ქართველების გამოჩენას ყველას აღფრთოვანება – გაოცება მოჰყვა. ქართულმა ანსამბლმა “ლაშარი” კვირას პრაღაში წმინდა აპოსტოლების სიმონისა და იუდას ტაძარში იმღერა და არა მარტო იმღერა.

ტაძარი ხალხით გაივსო. პრაღელი მასპინძლები აღნიშნავდნენ, ალბათ კარგი ინფორმაციისთვის დამახასიათებელია სწრაფად გავრცელებაო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ “ლაშარს” ფესტივალზე მხოლოდ საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა. მაგრამ ანსამბლის ერთ-ერთ წევრს ვიზა არ მისცეს და იძულებული გახდნენ პროგრამა შეეცვალათ და ხალხური სიმღერებიც ემღერათ.

მოუსმინეთ –

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

სვანური, მეგრული, რაჭვული, გურული და კახური სიმღერების მრავალფეროვნებით აღტაცებული პრაღელები გაოგნებული შესცქეროდნენ ქართული სიმღერების უზადო შემსრულებლებს, როდესაც ტაძარში მომხერლებმა ცეკვა წამოიწყეს. პრაღის საზოგადოება შოკირებული დარჩა. რადიო “პრაღამ” სპეციალური პროგრამა მიუძღვნა “ქართულ სასწაულს”

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (1)

ცრემლი მომადგა

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word