იან პალახი
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 19-01-2009
2
ეს ფოტო ერთ ჩვეულებრივ საღამოს გადავიღე და როგორც ჩანს პრაღელებს არასდროს ავიწყდებათ იან პალახის და იან ზაიცის მემორიალის ყვავილებით შემკობა.
იან პალახი 40 წლის წინათ, 1969 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ის მძილე დამწვრობა იყო, რომელიც მან პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე თავის დაიწვის აქტის დროს მიიღო. ამ ნაბიჯით, კარლოსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტმა, 1968 წლის აგვისტოში საბჭოთა (რუსული) ჯარების მიერ, იმ დროინდელი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის წინააღმდეგ გაილაშქრა.
იან პალახის დაკრძალვის დღეს ანალოგიურად მოიქცა და თავი იმავე ადგილად დაიწვა მისმა თანამოაზრემ იან ზაიცმა. იან პალახს და იან ზაიცს ჩეხი ხალხი გმირებად მიხსენიებს. სწორედ მათი საქციელი ჩეხებს და სლოვაკებს არასდროს აძლევდა იმის დავიწყების საშუალებას რაც პრაღაში საბჭოთა ჯარებმა ჩაიდინეს. სწორედ ხალხის გამოფხიზლება იყო ჩემი მიზანიო [ იან პალახის ხმა ] – უთქვამს იან პალახს საავადმყოფოში დამწვრობით გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.
რადიო ”თავისუფლების” მასალების მიხედვით.

გამარჯობათ
ბოდიში, მაგრამ შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და ამიტომ კომენტარს აქ დავტოვებ.
ვარ თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. გამიგია, რომ ყოველწლიურად არის სპეციალური პროგრამები, რომელთა მეშვეობით ეკონომისტებს შეუძლიათ სასწავლებლად გაემგზავრონ ჩეხეთში და იქ უფასოდ ისწავლონ…
იქნებ თქვენ იცოდეთ უფრო დაწვრილებით ამდაგვარი პროგრამების შესახებ და მადლობელი ვიქნები, თუ დამაკვალიანებთ…
მე ვიყავი… მარა ეგ კაი ხნის წინ იყო
ალბათ ჩეხეთის საელჩოს მიმართო ჯობია. დაგაკვალიანებენ.
იდეაში აქ გინდა შენ http://www.otago.ac.nz/study/student_exchange/ ან აქ http://ozs.vse.cz/english/ მარა ჩვენ ეგენი არა გვცნობენ ღირსეულ პარტნიორებად